KAR.GE

„ლოიალობის ბარათი“ დასახლება ვანდუენში, ავსტრალიაში

2016 წლის 8 მაისს ევროპის დღე შედგა/ჩატარდა რიყეზე. მისვლის მიზანი ცხადია იქ გამოფენილი ქართული ნაწარმის ნახვა იყო, მაგრამ გავერიე ხალხში და სხვაც ბევრი ვნახე. განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ერთმა უცნაურმა ფაქტმა: ახალგაზრდებს [და ძველგაზრდებსაც] ხელთ ბუკლეტი ჰქონდათ, შემდეგ თითოეული ქვეყნის სტენდთან მიდიოდნენ და ისინი ბეჭედს ურტყამდნენ. გამიკვირდა, ასეთი აქამდე არაფერი მენახა. და გავარკვიე … თურმე რა ყოფილა … რიყეზე ერთ კონკრეტულ …

განაგრძე კითხვა »

უდიდესი მიღწევა ქართული სუმოს ისტორიაში!

27 ივნისი ქართული სუმოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება! იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ლევან გორგაძე დასავლეთის სეკივაკეს წოდებით მოგვევლინა! სუმოს იერარქიაში უმაღლეს წოდებათა შორის სეკივაკე რანგით მესამეა, იოკოძუნასა და ოძეკის წოდებების შემდეგ. ამ ტიტულისთვის კი აქამდე არცერთ ქართველ სუმოისტს არ მიუღწევია! ამ ყველაფრის წინაპირობა კი ტოჩის მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული მაისის ბაშო გახლდათ, სადაც ჩვენმა ფალავანმა მე-4 მაეგაშირას …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად?

ფუტკრების „მშრომელთა არმიას“ რომ დედა ფუტკარი მართავს ეს ყველამ ვიცით. დედის „ხარისხი“ ბევრს ნიშნავს. მაგრამ თავად ეს დედა საიდან ჩნდება არ დაინტერესებულხართ? გაინტერესებთ დედების მყნობით მიღების ხერხი? აგერ გადასარევი ვიდეო, თუ როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად რამოდენიმე რჩევა ბნ. ირაკლი ჯანაშიასგან: სადედე ოჯახიდან ამოგვაქვს ჩარჩო, რომელზედაც არის ახლადგამოჩეკილი ლარვები; ხელოვნურ ჯამებში ვანაწილებთ თითო წვეთ ფუტკრის რძეს და ზედ ვასვამთ ლარვებს; …

განაგრძე კითხვა »

სიღნაღი, 26 ივნისი, ფესტივალი – „გურმანი საქართველო 2016“

თავიდანვე ვაცხადებ: 225 უმაგრესი ფოტო მაქვს, მაღალი ხარისხის და თუ ღონისძიებაში მონაწილე რომელიმე კომპანიას/ადამიანს თქვენი ფოტოების მიღების სურვილი გაქვთ, მომწერეთ/მაცნობეთ/გამაგებინეთ და უდიდესი სიამოვნებით მოგაწვდით. კი მართალია მზემ არ დაგვინდო ისე დაგვბრაწა, მაგრამ მაინც … „გურმანი საქართველო 2016“ შედგა!!! რა თქმა უნდა დიდი მადლობა სტუმრებს, მონაწილე კომპანიებს და ორგანიზატორებს. მადლობები პირველ რიგში ტრიფექტას, გენერალურ სპონსორს ნატახტარს და პარტნიორებს – საქართველოს ტურიზმის …

განაგრძე კითხვა »

Think! STRATFORD – კამპანია კანადის ქალაქ სტრატფორდში

ქართულად ასე იქნებოდა: Stratford უპირველეს ყოვლისა! კანადის ქალაქ სტრატფორდში სულ 8500-მდე მოსახლე ცხოვრობს, მის ტერიტორიაზე კი სულ 175 ბიზნესია. ქალაქში კარგად ესმით, რომ დასახლების განვითარება სწორედ იმ 175 ბიზნესის განვითარებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ წამოიწყეს კამპანია Think! Stratford, რომელიც მიზნად ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას ისახავს მიზნად. როცა ადგილობრივს უჭერ მხარს … ყოველი 100 დახარჯული დოლარიდან 68 ადგილობრივ თემში რჩება … ჩვენო თანაქალაქელებო, გთავაზობთ …

განაგრძე კითხვა »

[აშშ] კანონი სკოლებისათვის, რომ lunch menu-სათვის ადგილობრივი პროდუქცია იყიდონ

3 ივნისის სიახლეა. წყარო იხილეთ აქ. ნიუ იორკის შტატში მიიღეს კანონი, რომელიც წაახალისებს სკოლებს და არა მხოლოდ მათ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი ლანჩის პროგრამისათვის ადგილობრივი პროდუქცია იყიდონ. კონკრეტულად როგორ? 25,000 $-მდე ღირებულების ადგილობრივი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში სათანადო ნებართვა საჭირო არაა [იქ ყოველ მსგავს შესყიდვაზე როგორც ჩანს ნებართვა სჭირდება სათანადო ოფიციალური სტრუქტურისგან]. რას ელიან? ადგილობრივი ფერმების განვითარებას და მათ პოპულარიზებას; …

განაგრძე კითხვა »

Buy Zambian – კამპანია ზამბიაში ზამბიურის ყიდვის მოწოდებებით

რასაც მოძრაობა KAR.GE აკეთებს, რა მიზნებსაც ჩვენ ვისახავთ, იგივე მიზნები მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში ამოძრავებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. ჩვენ ვეცნობით ყველას გამოცდილებას, აშშ-დან დაწყებული სამხრეთ აფრიკით დამთავრებული და ეს ჩვენ გვაძლიერებს, იდეებს გვაწვდის და გვამზადებს უფრო დიდი გამოწვევებისათვის. ფაქტი ერთია: აშშ და UK იქნება ეს თუ სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყველაგან ხდება ამა თუ იმ ფორმით. ბოლოს ამას …

განაგრძე კითხვა »

SBS: ზეიმი მთელი წლის განმავლობაში

ჩვენ ვიცით რა ხდება ჩვენს სფეროში მსოფლიოში … თვალყურს ვადევნებთ და კენჭი არ გვრჩება გადაუბრუნებელი. და განსაკუთრებით თვალყურს ვადევნებთ ამ მოძრაობას – SBS, ვინაიდან იგი უდიდესია მსოფლიოში. რამოდენიმე თვის წინ აშშ-ში ყოველწლიურად ჩატარებადი ღონისძიება – Small Business Saturday გაგაცანით. ეს არის 2010 წლის 27 ნოემბერს აშშ-ში American Express-ის მიერ მოქოქილი დღე, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერის გამოცხადება ადგილობრივი …

განაგრძე კითხვა »

როგორ ვაწარმოოთ საფუტკრე ჟურნალი?

საფუტკრე ჟურნალი

როგორ ვაწარმოოთ საფუტკრე ჟურნალი? რაში გეხმარება ჟურნალი? რა უნდა დაწერო ჟურნალში? რითი უნდა დაიწყო? როგორია ჟურნალის ვიზუალური ფორმა? კომპიუტერში ჯობია თუ ფურცელზე გაკეთება სჯობს? როცა 1-2 ფუტკრის სკა გაქვს, შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებთ ხელს და ასობით ოჯახი გყავთ, საფუტკრე ჟურნალი უკვე აუცილებლად უნდა აწარმოოთ. მის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება. ვითომ პატარა დეტალია, …

განაგრძე კითხვა »

Origin Oman – ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების კამპანია ომანში

Origin Oman ომანში … თითქმის 310,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ამ 3,2 მილიონიან ქვეყანას [დედაქალაქი მუსკატი] 81 მილიარდი აშშ დოლარი აქვს ნომინალური მშპ, რაც ერთ სულ მოსახლეზე 21,000+ USD შეადგენს. საიდან ამდენი? 80% ნავთობის გაყიდვისგანაა. მიუხედავად ამისა ომანში დაწყებულია კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ადგილობრივმა იყიდოს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. დააკვირდით, 81 მილიარდი USD მშპ-ს მქონე ქვეყანაში Origin Oman, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის …

განაგრძე კითხვა »