ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

უდიდესი მიღწევა ქართული სუმოს ისტორიაში!

27 ივნისი ქართული სუმოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება!

იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ლევან გორგაძე დასავლეთის სეკივაკეს წოდებით მოგვევლინა! სუმოს იერარქიაში უმაღლეს წოდებათა შორის სეკივაკე რანგით მესამეა, იოკოძუნასა და ოძეკის წოდებების შემდეგ.

ამ ტიტულისთვის კი აქამდე არცერთ ქართველ სუმოისტს არ მიუღწევია! ამ ყველაფრის წინაპირობა კი ტოჩის მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული მაისის ბაშო გახლდათ, სადაც ჩვენმა ფალავანმა მე-4 მაეგაშირას სტატუსით, მძიმე ტრავმის მიუხედავად, 15-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო და სანუკვარი წოდებაც დაისაკუთრა.

გარდა ამ ტიტულისა, როგორც გახსოვთ, ლევანი ტექნიკური ორთაბრძოლების ჩვენებისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზით, გინო-შოთიც დააჯილდოვეს, რომელიც ასევე პირველად მიიღო კარიერაში!

ტურნირი, რომელსაც ტოჩინოშინი, ახალი, სარეკორდო წოდებით შეხვდება, 10 ივლისიდან აიღებს სტარტს და მას ქალაქი ნაგოია უმასპინძლებს.

გილოცავთ ყველას ქართული სუმოს ამ უდიდეს მიღწევას!

ტოჩინოშინის და გაგამარუს ბრძოლების სანახავად, ასევე ქართული სუმოს მიღწევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ქართული სუმოს ქომაგების FB გვერდს.

რამოდენიმე ბრძოლა შევარჩიე თქვენთვის

და ეს