ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად?

ფუტკრების „მშრომელთა არმიას“ რომ დედა ფუტკარი მართავს ეს ყველამ ვიცით. დედის „ხარისხი“ ბევრს ნიშნავს. მაგრამ თავად ეს დედა საიდან ჩნდება არ დაინტერესებულხართ? გაინტერესებთ დედების მყნობით მიღების ხერხი?

აგერ გადასარევი ვიდეო, თუ როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად

რამოდენიმე რჩევა ბნ. ირაკლი ჯანაშიასგან:

  1. სადედე ოჯახიდან ამოგვაქვს ჩარჩო, რომელზედაც არის ახლადგამოჩეკილი ლარვები;
  2. ხელოვნურ ჯამებში ვანაწილებთ თითო წვეთ ფუტკრის რძეს და ზედ ვასვამთ ლარვებს;
  3. მეორე დღეს ვამოწმებთ რამდენი ლარვა მიიღეს აღსაზრდელად ფუტკრებმა;
  4. 9-10 დღის შემდეგ გამზადებულ სადედეებს ვანაწილებთ ობოლ ოჯახებში;

 

 

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.