KAR.GE

ივნისში kar.ge-ს 213,701 უნიკალურმა სტუმარმა 278,241 გვერდი დაათვალიერა

ივნისი 2015

ინფორმაცია დაინტერესებულთათვის … 2015 ივნისში [1-30] kar.ge-ზე ჯამში დაფიქსირდა: სულ საიტის სტუმრები – 213,701 სულ გვერდების დათვალიერება – 278,241 დღეში სტუმართა საშუალო რაოდენობა – 7,123 დღეში გვერდების დათვალიერების საშუალო რაოდენობა – 9,278 მაქსიმალური სტუმრიანობის დღეს – 21 ივნისს 10,962 სტუმარმა ჯამში 14,635 გვერდი დაათვალიერა; წყარო: kar.ge Google Analytics  

განაგრძე კითხვა »

აიწყვიტა …

ექსპორტ-იმპორტი

დღეს იშვიათი გამონაკლისის სახით [შუა კვირაში მოხდა და იმიტომ] საღამოს ბაზარში გავიარე საზამთროს საყიდლად. გამყიდველთან საუბარში ვარ და ამ დროს ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა. მიმოიკითხა საზამთროს ავან-ჩავანი და ბოლოს მთავარი შეკითხვა დასვა: ხომ ქართულია? გაასწორა … იფ … ყოჩაღ! ეგრე უნდა მოვიქცეთ ყოველი შესყიდვისას! ყვარლის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოტანილი აღმოჩნდა. ეხლა კი ცუდი ამბები …  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის …

განაგრძე კითხვა »

საბერძნეთი ცუდ დღეშია. თუ გვინდა იგივე არ დაგვემართოს, მაშინ …

საბერძნეთი

საბერძნეთი ცუდ დღეშია … საბერძნეთში ბანკები დახურულია, ბანკომატიდან ერთ ბარათზე დღეში 60 ევროზე მეტის გამოტანა არ შეიძლება, საფონდო ბირჟა დახურულია … ეს ფინანსური კოლაპსია. ოფიციალურად ბანკების გახსნის თარიღი არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობა 7 ივლისამდე გაგრძელდება. 5 ივლისს რეფერენდუმია საბერძნეთში. რაოდენ სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს შეკითხვა ასეთია: უნდა გადაიხადოს თუ არა საბერძნეთმა ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი …

განაგრძე კითხვა »

კუჭმა შტრიხ კოდის გარჩევა არ იცის …

უბრალო ადამიანების პირიდან სიმართლე ღაღადებს … აუცილებლად ნახეთ TV11-ის მიერ გაკეთებული ეს სკეჩი …   -კუჭმა შტრიხ კოდის გარჩევა არ იცის … -უცხოურს ვყიდულობ, მაგრამ ქართულ პარკში ვდებ … და ბევრი სხვა ორიგინალური ფრაზა …

განაგრძე კითხვა »

ადამ ოქრუაშვილი ევროპის თამაშების ჩემპიონია! მეორე ოქრო ჩვენია. ნახეთ ვიდეო :)

ადამ ოქრუაშვილი

ადამ ოქრუაშვილი ევროპის თამაშების ჩემპიონია! ბაქოს თამაშებზე მეორე ოქრო მოვიგეთ …  პირველი ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოგვიტანა გუშინ. ჩვენმა ოქრო კაცმა დღეს ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა პოლონელი, შემდეგ თანაგუნდელი ქართველი [ასე მოუწია ცხრილით], შემდეგ  ლიტველი. ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელს – სასონს სძლია!   ნახეთ ორთაბრძოლა და ისიამოვნეთ …

განაგრძე კითხვა »

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის თამაშების ჩემპიონია! ოქრო ჩვენია. ნახეთ ვიდეო :)

ავთანდილ ჭრიკიშვილი

ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩემპიონია! ბაქოს თამაშებზე პირველი ოქრო მოვიგეთ …  ავთანდილი 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა ბულგარელი, ესტონელი, ბელარუსი და გერმანელი ძიუდოისტები. ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელს – ივან ნიფონტოვს სძლია!   ორთაბრძოლის ვიდეო …   ნახეთ დაჯილდოვება და ჰიმნი [2:45 -დან] …   აქ კი რამოდენიმე სურათი …   ყოჩაღ!

განაგრძე კითხვა »

ყოჩაღ! ამირან პაპინაშვილმა ბაქოში ბრინჯაო აიღო!

ამირან პაპინაშვილი

საქართველო ბაქოს თამაშებში 104 სპორტსმენით მონაწილეობს. ქართველთა გუნდის საერთო მონაგარის ნახვის მსურველთ შეგიძლიათ ეწვიოთ აი ამ გვერდს. ჯერჯერობით გვაქვს 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. კი მართალია ოქრო ბაქოს თამაშებზე აუღებელი ციხესიმაგრე გახდა, მაგრამ … ხდება ხოლმე … დღეს კიდევ გაგვახარა ქართველმა სპორტსმენმა. ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა რეპეშაჟში დაამარცხა გერმანელი ტობიაშ ენგლმაიერი და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა. ისიც დაამარცხა და …

განაგრძე კითხვა »

კახეთი, ღვინის აკვანი euronews-ზე

კახეთი ღვინის აკვანი

მეტი და მეტი ასეთი რეპორტაჟია საჭირო, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში, ყველაფერი ქართულით მოიხიბლოს და აქ ფული დახარჯოს. როგორც ჩანს ევრონიუსთან რაღაც „ბლატები“ გვაქვს, თორემ ასეთი რეპორტაჟები „ასე მარტივად“ არ კეთდება. 22 ივნისს გასული ეს 5 წუთიანი ვიდეო რეპორტაჟი მართლა ინფორმაციული და საინტერესოა. საუბარია ყველაფერზე, რაც ასაბუთებს, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი, კახეთი კი მისი ერთ-ერთი მარგალიტი. კარგადაა გამოყვანილი ალავერდის …

განაგრძე კითხვა »

ლომი ჩამოიყვანეს! ოღონდ ზოოპარკისთვის არა …

კანის ლომი ლივინგსტონი

წარმოიდგინეთ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი რომ დაიკავოს … კარგი, კარგი, მივხვდი … მაშინ აი ქართველ მორაგბეთა ნაკრები რომ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილზე? ხო მაგრად გაგიხარდებოდათ? ზუსტად მასე უხარია ეხლა ქართულ მარკეტინგულ საზოგადოებას, ყველას, ვინც კონკრეტულად სარეკლამო ინდუსტრიასთან აქვს შეხება; სწორედ ამ დონის გამარჯვებას ზეიმობს ამ დღეებში ეს საზოგადოება. კომპანია ლივინგსტონი, რომელმაც კანიდან ლომი „ჩამოიყვანა“, ბრინჯაოს ლომი …

განაგრძე კითხვა »

ბაჩანა ხორავა სუპერ ნახტომით რეკორდს ამყარებს, სიის სათავეში ექცევა და ოქროსაც უმიზნებს …

ბაჩანა ხორავა

უნიკალური დღეა … ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართველი მძლეოსანი ბაჩანა ხორავა 7,64 მეტრზე გადახტა და სიის პირველ ადგილზე „დახტა“ … არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა 3 ვერცხლსა და 5 ბრინჯაოს, ოქრო მიემატება … აი ეს იქნება ამბავიი … ნახეთ ნახტომი და ისიამოვნეთ:

განაგრძე კითხვა »