ტელეკომპანია ობიექტივი … გადაცემა – „საუბრები ეკონომიკაზე“ … წამყვანი: ბნ. ოთარ ანგურიძე … სტუმრები: ბნ. დავით ასლანიშვილი და ბნ. ტარიელ ზივზივაძე … თემა: მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია და საქართველო … უღრმესი მადლობა ტკ ობიექტივს და ბნ. ოთარს მოწვევისათვის და იმისათვის, რომ KAR.GE თემის გაჟღერების შესაძლებლობა მოგვცა. ასევე დიდი მადლობა ტელეკომპანიის ყველა მაყურებელს, განსაკუთრებით კი იმ ბატონს, რომელმაც დარეკა, 32:00-ზე პირდაპირ ეთერში …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია: გამოწვევა, რომელიც მკაცრ მოთხოვნებს აყენებს
იცით რა იყო 2016 წლის 20-23 იანვარს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განხილვის მთავარი თემა? იცით რა არის მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, რომელსაც ინდუსტრია 4.0-ის სახელით იცნობენ და რომელზედაც მთელი მოწინავე მსოფლიო საუბრობს? რა იცით იმ მსოფლიო ტენდენციის შესახებ, რომელიც ცუნამივით წალეკავს წარსულში ჩარჩენილ ქვეყნებს და მათ ხარჯზე გაამდიდრებს მოწინავედ მოაზროვნეთ, რომლებიც ადექვატურ ნაბიჯებს დგამენ? გრძნობთ მაინც იმ ჩამორჩენილობას, რომელშიც საქართველო იმყოფება დღეს? …
განაგრძე კითხვა »ზიმბაბვე: იმპორტის ბლოკირება არის კი გამოსავალი?
ცოტა ხნის წინ ზიმბაბვეში მიმდინარე კამპანიის – Buy Zimbabwe -ს შესახებ მოგიყევით. ხაზი გავუსვით იმასაც, რომ აქ მარტო საზოგადოებრივი კამპანია კი არ არის, არამედ მთავრობაა ყურებამდე ჩართული ამ საქმეში. თან ამ დროს სავაჭრო დეფიციტი აქვთ 2,5 მილიარდი USD [წელიწადში იმპორტი აქვთ 7 მილიარდ USD]. თუმცა ეს სვლა ალბათ ყველა ზღვარს სცილდება … ამჯერად იმპორტი დაბლოკეს … ანუ მთავრობამ დადგენილება მიიღო, …
განაგრძე კითხვა »[სასწრაფოდ] მოძრაობა KAR.GE იწვევს კომპანიებს კორეაში მე-14 IFFE-ში მონაწილეობისათვის
იყო სამხრეთ კორეაში გამართული მე-14 უზარმაზარი საერთაშორისო FOOD Expo-ს კორეული ორგანიზატორის ქართველი პარტნიორი და წარადგინო კვების პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანიები კორეაში ასეთი დონის საერთაშორისო ექსპოზე … WoW, ცოტა ხნის წინ ჩვენ მსგავს შესაძლებლობაზე ვერც კი ვიოცნებებდით, ეხლა კი ეს რეალობაა … მოძრაობა KAR.GE საერთაშორისო მასშტაბის პირველი ღონისძიების თანაორგანიზატორია!!! და ეს ძალიან გვეამაყება!!! ვეძებთ 10-მდე ქართულ კომპანიას, რომელთა მონაწილეობას კორეის მხარე …
განაგრძე კითხვა »[ვიდეო] რაჭა, ბლაუენშტაინ საქართველო და შორს მიმავალი გეგმები
რაჭა … ონის რაიონი … სოფელი შარდომეთი … ბლაუენშტაინ საქართველო … ფერმა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო … ბრენდული მაღაზია თბილისში, წერეთლის 67ა … და კომპანიის შორს მიმავალი გეგმები … შვეიცარული სტანდარტებითა და ქართული საქონლის ხორცით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტები – ბლაუენშტაინ საქართველოს შორს მიმავალი გეგმები. 18 მილიონიანი ინვესტიციის და 10 წლიანი შრომის შედეგები 20 წუთიან ვიდეოში მათთვის, ვისაც წინსვლა/განვითარება აინტერესებს. …
განაგრძე კითხვა »შვეიცარიაში, ჟენევაში ადგილობრივი ვალუტა léman შემოიღეს …
გაგიჟდები რა არ ხდება მსოფლიოში … ასეთი გიჟური იდეა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ხელშეწყობის თვალსაზრისით არ მინახავს. თუმცა რაც მეტად გავანალიზე, მით მეტად მივხვდი, რომ არის ამ იდეაში რაღაც … Léman Currency Association-მა, რომლის მთავარი ამოცანა შვეიცარიაში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზება, 2015 წლის შემოდგომაზე ჟენევაში ადგილობრივი ვალუტა léman გამოუშვა, რომლის ერთადერთი დანიშნულება ადგილობრივ ბიზნესებში ფულის დახარჯვის წახალისებაა. პროექტს უკვე 200-მდე პარტნიორი …
განაგრძე კითხვა »2016 წლის ივნისის ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“: შეჯამება
ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 2016 წლის 1-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობდით მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობდით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევდით ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ იგივე. გამოწვევა უკვე რიგით მე-4 იყო. გამოწვევის ანონსი 2016 წლის 26 მაისს გავრცელდა. თუ დააკვირდებით ანონსის თემაში 131 …
განაგრძე კითხვა »თუ თქვენ Facebook ჯგუფი/გვერდი გაქვთ, მაშინ სასწრაფოდ ნახეთ ეს …
მადლობა, რომ ამ ტექსტს კითხულობთ, მოძრაობა KAR.GE საზოგადოებრივი ინიციატივაა. ჩვენ იდეას ვემსახურებით და ვფიქრობ იცით რასაც ვსაქმიანობთ და როგორც, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალთ … რატომ ვეძებთ პარტნიორებს? ჩვენი მიზანია სათქმელი, ანუ kar.ge -ზე შექმნილი/დადებული პოზიტიური შინაარსი, მივიტანოთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან და გავაკეთოთ ეს პირველ რიგში ინტერნეტის მეშვეობით. რა გვჭირდება? გვერდში დგომა გვჭირდება პირველ რიგში. თუ თქვენ გაქვთ Facebook გვერდი/ჯგუფი, …
განაგრძე კითხვა »ნახეთ სასწაულებრივი ილეთი, რომელიც ბორჯღალოსნების ფიჯელებს შეუსრულეს
ეს ვიდეო დღეს ვნახე ქართულ სუმოს ქომაგების FB გვერდზე … და ეს რა ვნახე ხალხოოოოოოოოოოო … ბევრი არ მიფიქრია და გიზიარებთ … მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენმა მორაგბეებმა ფიჯელები დასცეს ბეჭებზე, მათსავე მოედანზე. ჩვენი შერკინების ხაზმა ფიჯელთა შერკინების ხაზი (რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში) ფეხზე წამოაქცია ერთბაშად და თითქმის მთლიანად ქვეშ მოიქცია … ფაქტობრივად ზუსტად ისეთივე ილეთით, რასაც სუმოში იორიტაოშის (yoritaoshi) …
განაგრძე კითხვა »Act Global, Eat Local – ადგილობრივი პროდუქციის გიდი ოქსფორდში
Act Global, Eat Local კამპანიის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში 32 გვერდიანი ბროშურა გამოუშვეს, რომელიც ერთი ფუნტი ღირს და დაინტერესებულებს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციას აცნობს. აი წყარო. ურიგო არ იქნებოდა საქართველოში ვინმეს თავის თავზე აეღო და გააკეთებინა მსგავსი გიდი ყოველი რეგიონისთვის ცალ-ცალკე და ეს ყოფილიყო ღია, რომ მე მაგალითად, ადამიანი რომელიც ჩავედი აჭარაში, დავინტერესებულიყავი იქაური ფერმერებით და ვწვეოდი. ეს …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE