გაგიჟდები რა არ ხდება მსოფლიოში … ასეთი გიჟური იდეა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ხელშეწყობის თვალსაზრისით არ მინახავს. თუმცა რაც მეტად გავანალიზე, მით მეტად მივხვდი, რომ არის ამ იდეაში რაღაც … Léman Currency Association-მა, რომლის მთავარი ამოცანა შვეიცარიაში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზება, 2015 წლის შემოდგომაზე ჟენევაში ადგილობრივი ვალუტა léman გამოუშვა, რომლის ერთადერთი დანიშნულება ადგილობრივ ბიზნესებში ფულის დახარჯვის წახალისებაა. პროექტს უკვე 200-მდე პარტნიორი …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
2016 წლის ივნისის ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“: შეჯამება
ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 2016 წლის 1-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობდით მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობდით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევდით ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ იგივე. გამოწვევა უკვე რიგით მე-4 იყო. გამოწვევის ანონსი 2016 წლის 26 მაისს გავრცელდა. თუ დააკვირდებით ანონსის თემაში 131 …
განაგრძე კითხვა »თუ თქვენ Facebook ჯგუფი/გვერდი გაქვთ, მაშინ სასწრაფოდ ნახეთ ეს …
მადლობა, რომ ამ ტექსტს კითხულობთ, მოძრაობა KAR.GE საზოგადოებრივი ინიციატივაა. ჩვენ იდეას ვემსახურებით და ვფიქრობ იცით რასაც ვსაქმიანობთ და როგორც, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალთ … რატომ ვეძებთ პარტნიორებს? ჩვენი მიზანია სათქმელი, ანუ kar.ge -ზე შექმნილი/დადებული პოზიტიური შინაარსი, მივიტანოთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან და გავაკეთოთ ეს პირველ რიგში ინტერნეტის მეშვეობით. რა გვჭირდება? გვერდში დგომა გვჭირდება პირველ რიგში. თუ თქვენ გაქვთ Facebook გვერდი/ჯგუფი, …
განაგრძე კითხვა »ნახეთ სასწაულებრივი ილეთი, რომელიც ბორჯღალოსნების ფიჯელებს შეუსრულეს
ეს ვიდეო დღეს ვნახე ქართულ სუმოს ქომაგების FB გვერდზე … და ეს რა ვნახე ხალხოოოოოოოოოოო … ბევრი არ მიფიქრია და გიზიარებთ … მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენმა მორაგბეებმა ფიჯელები დასცეს ბეჭებზე, მათსავე მოედანზე. ჩვენი შერკინების ხაზმა ფიჯელთა შერკინების ხაზი (რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში) ფეხზე წამოაქცია ერთბაშად და თითქმის მთლიანად ქვეშ მოიქცია … ფაქტობრივად ზუსტად ისეთივე ილეთით, რასაც სუმოში იორიტაოშის (yoritaoshi) …
განაგრძე კითხვა »Act Global, Eat Local – ადგილობრივი პროდუქციის გიდი ოქსფორდში
Act Global, Eat Local კამპანიის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში 32 გვერდიანი ბროშურა გამოუშვეს, რომელიც ერთი ფუნტი ღირს და დაინტერესებულებს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციას აცნობს. აი წყარო. ურიგო არ იქნებოდა საქართველოში ვინმეს თავის თავზე აეღო და გააკეთებინა მსგავსი გიდი ყოველი რეგიონისთვის ცალ-ცალკე და ეს ყოფილიყო ღია, რომ მე მაგალითად, ადამიანი რომელიც ჩავედი აჭარაში, დავინტერესებულიყავი იქაური ფერმერებით და ვწვეოდი. ეს …
განაგრძე კითხვა »„ლოიალობის ბარათი“ დასახლება ვანდუენში, ავსტრალიაში
2016 წლის 8 მაისს ევროპის დღე შედგა/ჩატარდა რიყეზე. მისვლის მიზანი ცხადია იქ გამოფენილი ქართული ნაწარმის ნახვა იყო, მაგრამ გავერიე ხალხში და სხვაც ბევრი ვნახე. განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ერთმა უცნაურმა ფაქტმა: ახალგაზრდებს [და ძველგაზრდებსაც] ხელთ ბუკლეტი ჰქონდათ, შემდეგ თითოეული ქვეყნის სტენდთან მიდიოდნენ და ისინი ბეჭედს ურტყამდნენ. გამიკვირდა, ასეთი აქამდე არაფერი მენახა. და გავარკვიე … თურმე რა ყოფილა … რიყეზე ერთ კონკრეტულ …
განაგრძე კითხვა »გილოცავთ! საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრები „ანკარას თასი“-ს გამარჯვებულია
ამ რამოდენიმე თვის წინ ქართველ ჰოკეისტთა ნაკრების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატში მათი მონაწილეობის დროს გავიგე. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. არც კი ვიცოდი მათი არსებობის შესახებ არადა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში ღებულობდა მონაწილეობას. არადა საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრები ჯერ კიდევ 2008 წელს ჩამოყალიბებულა. საქართველოში ყინულის ჰოკეის ფედერაციაც კი არსებულა, რომელსაც ვებსაიტიც აქვს და Facebook გვერდიც. ამ რამოდენიმე დღის წინ კი საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები …
განაგრძე კითხვა »გილოცავთ! მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური იტალიაში პრესტიჟულ VOCI VERDIANE-ზე იმარჯვებს
გამარჯვება, რომლითაც ვამაყოფთ! ქართველი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური იტალიაში პრესტიჟული საერთაშორისო საოპერო კონკურსის – VOCI VERDIANE-ს გამარჯვებული გახდა. კონკურსი წელს 54-ე ჯერ ჩატარდა. მასში ათობით ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ნახევარფინალში 43 მომღერალი გადავიდა. 14 ფინალისტს შორის კი ნინოს გარდა კიდევ ერთი წარმატებული ბასი გიორგი ანდღულაძე მოხვდა. 1961 წელს დაარსებული ეს კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერლებს მაღალი საოპერო მწვერვალებისაკენ უხსნის გზას. …
განაგრძე კითხვა »უდიდესი მიღწევა ქართული სუმოს ისტორიაში!
27 ივნისი ქართული სუმოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება! იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ლევან გორგაძე დასავლეთის სეკივაკეს წოდებით მოგვევლინა! სუმოს იერარქიაში უმაღლეს წოდებათა შორის სეკივაკე რანგით მესამეა, იოკოძუნასა და ოძეკის წოდებების შემდეგ. ამ ტიტულისთვის კი აქამდე არცერთ ქართველ სუმოისტს არ მიუღწევია! ამ ყველაფრის წინაპირობა კი ტოჩის მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული მაისის ბაშო გახლდათ, სადაც ჩვენმა ფალავანმა მე-4 მაეგაშირას …
განაგრძე კითხვა »როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად?
ფუტკრების „მშრომელთა არმიას“ რომ დედა ფუტკარი მართავს ეს ყველამ ვიცით. დედის „ხარისხი“ ბევრს ნიშნავს. მაგრამ თავად ეს დედა საიდან ჩნდება არ დაინტერესებულხართ? გაინტერესებთ დედების მყნობით მიღების ხერხი? აგერ გადასარევი ვიდეო, თუ როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად რამოდენიმე რჩევა ბნ. ირაკლი ჯანაშიასგან: სადედე ოჯახიდან ამოგვაქვს ჩარჩო, რომელზედაც არის ახლადგამოჩეკილი ლარვები; ხელოვნურ ჯამებში ვანაწილებთ თითო წვეთ ფუტკრის რძეს და ზედ ვასვამთ ლარვებს; …
განაგრძე კითხვა »