ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გილოცავთ! საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრები „ანკარას თასი“-ს გამარჯვებულია

ამ რამოდენიმე თვის წინ ქართველ ჰოკეისტთა ნაკრების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატში მათი მონაწილეობის დროს გავიგე. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. არც კი ვიცოდი მათი არსებობის შესახებ არადა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში ღებულობდა მონაწილეობას. არადა საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრები ჯერ კიდევ 2008 წელს ჩამოყალიბებულა. საქართველოში ყინულის ჰოკეის ფედერაციაც კი არსებულა, რომელსაც ვებსაიტიც აქვს და Facebook გვერდიც.

ამ რამოდენიმე დღის წინ კი საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები თურქეთის დედაქალაქში დასრულებული “ანკარის თასის” გამარჯვებული გახდა. შეჯიბრი ყინულის ახალი მოედნის გახსნას მიეძღვნა და მასში 3 ნაკრები – თურქეთი, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა მონაწილეობდა. ქართველმა ჰოკეისტებმა ორივე მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს. პირველ შეხვედრაში ბოსნიელები 14:2 გაანადგურეს, მეორეში კი მასპინძელ თურქეთს 8:1 სძლიეს.

დღეს ჩვენი ნაკრები შეჯიბრიდან შეჯიბრზე დადის და უკვე პირველი გამარჯვებებიც წამოვიდა. გზა დავულოცოთ ჩვენს ნაკრებს და მეტი ყურადღება ვისურვოთ საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან.

სურათისთვის დიდი მადლობა თამუნა ბერიძეს.