ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნიკორა XL-ში შეძენილი კამეჩის მაწონით გიწვევთ ბარბარობა დღეს :)

შპს ლაბაპროდუქტის მიერ ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში წარმოებული კამეჩის მაწონი, რომელიც ბრენდი „ლაბა“-ს სახელით იყიდება და დღეს ნიკორა XL-ში შევიძინე ბარბარობა დღეს ჩემი გამოწვევის მე-17 დღეს ამშვენებს.

3.5 ლარი გადავიხადე. 300 მილილიტრიანი მინის შეფუთვაა. ერთადერთი სურვილი გამიჩნდა, რომ თავი რიგიანად ჰქონდეს მოკრული, რომ მაწონი არ გადმოდიოდეს. სულ ხელის გულზე ვატარე მთელი გზა. გემოს მე ვერ გავუსინჯავ, არ მიყვარს მაწონი. ამ საპატიო ფუნქციას ხვალ დილით ჩემები შეასრულებენ ოჯახში.

ძალიან მიხარია, რომ ასეთი ნაწარმი იყიდება საქართველოში!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.