ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გურიელის საშობაო ჩაი (ლიმიტირებული მოცულობით წარმოებული) ჩემი მე-14 დღის შენაძენია

ქართული ჩაის ფლაგმანმა – „გურიელმა“ უმაგრესი საახალწლო სიურპრიზი გაგვიკეთა!
აი რა პროდუქტი შემოვიდა ქსელში – გურიელის საშობაო ჩაი …
აი, რა ნაწარმით გამოვიწვიე 150 პარლამენტარი დღეს …
დიდი რუდუნებით შექმნილია სპეციალურად თქვენთვის!
და ის აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
ღირს 10 ლარი! შეფუთულია თუნუქის ქილაში!
ეფექტური შეფუთვის გამო ძალიან თვალშისაცემია. დახლთან რომ ჩაივლი, თვალს ვერ ააცილებ!

მე კი ბევრი არ მიფიქრია და 150 პარლამენტარის გამოწვევისთვის სწორედ ეს ნაწარმი შევარჩიე, 150 წერილი ოფიციალურად გავამზადე და დღეს მივიტანე პარლამენტის კანცელარიაში. პარლამენტარებს რას ვთხოვ? ბევრს არაფერს… ქართული ნაწარმის საჯაროდ ყიდვას ამ თვის ბოლომდე …

მითხრეს, რომ ყველა პარლამენტარს წერილი მიუვიდოდა დღესვე, ვინაიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა აქვთ დანერგილი. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.