ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღეს ლიდერფუდის მოხარშულ-შებოლილი შაშხი „ბავარიული“ ვიყიდე სუპერმარკეტ ზღაპარში

ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როცა ერთსაც ეძებ, მეორესაც და ამ დროს ორივე ერთად დაგხვდება ყველაზე მოულოდნელ ადგილას 🙂

ზუსტად ასე დამემართა დღეს. გლდანში, სადაც ვცხოვრობ, დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ყოფილა სუპარმარკეტი „ზღაპარი“. მასში კი ლიდერფუდის გამორჩეული ხორცპროდუქტები აღმოვაჩინე. ბევრი არ მიფიქრია და ეს უგემრიელესი შემოლილ-მოხარშული შაშხი „ბავარიული“ ვიყიდე.

დაახლოებით 9 ლარამდე მოუწია (800 გრამამდეა). არ დაგიმალავთ და ისე მოშიებული ვიყავი, სახლში მოსვლისთანავე ერთი სული მქონდა სურათს როდის გადავუღებდი (ვატყობ იდეალური ვერ გამომივიდა) და გამოწვევის ვიდეოს როდის ჩავწერდი. სიტუაციას ისიც ამძაფრებდა, რომ სახლში ცხელი ლავაში დამახვედრეს.

ისეთი არომატი აქვს და ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ ნამდვილი წამება გამოვიარე სანამ საქმეს არ მორჩი!!!

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.