ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სუპერ ნოვაცია: გემუანი კრისპი – 100% ნატურალური ყინვით გამომშრალი ხილი

გემუანი კრისპი – ეს არის ყინვით გამომშრალი ხილი, რომელიც 99% ინარჩუნებს ნატურალური ხილის ყველა დადებით მახასიათებელს. გემრიელი, სასარგებლო, ჰაეროვანი და ხრამუნა გემუანი კრისპი ჩემთვის უფრო მეტად არის ეკზოტიკური დელიკატესი სიამოვნების მისაღებად.

ამ მომენტში 12 სახეობის კრისპი იწარმოება სამეგრელოში. ფასოვდება ინდივიდუალურად სახეობების მიხედვით, არის ასორტიც. მე რაც დღეს აგროჰაბში ვიყიდე არის ასორტი, რომელიც 9.5 ლარი ღირს. 28 პლიუს მინუს 2 გრამია წონაში. შეფუთულია ჰერმეტულად დახურულ სპეციალურ პლასტმასის ჭურჭელში.

არ ვიცი რამდენად კარგად აგიხსენით რა არის გემუანი კრისპი მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი: თვითონ თუ არ გასინჯეთ, ბოლომდე მაინც ვერ გაიგებთ! ამიტომაც, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ წინ აგროჰაბისკენ …

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.