ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღეს 22-ე დღეა! და ჩვენი ქართული კალათის შიგთავსი უნდა გენახათ … გამოტენილი იყო!

დღეს ჩემი გამოწვევა ასეთი ფორმით ხდებოდა 🙂

“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”-ზე 4 ადამიანი განსაკუთრებით გავახარეთ და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიწვიეთ.

გვესტუმრეთ ხვალ, 23-ში, ფესტივალის ბოლო დღეს!

გეტყოდით ეხლა, რომ უსერიოზულეს ნაწარმს დაგახვედრებთ მეთქი, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი ამას? მოსვლა უნდა და ყიდვა! მორჩა!

დღევანდელი ვიდეო (ერთ-ერთი გათამაშების)

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.