ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გურული მჭადის ფქვილი ოზურგეთის რაიონის სოფ. დვაბზუდან გამოწვევის მე-13 დღის შენაძენია

წყლის წისქვილზე დაფქული გურული მჭადის ფქვილი ვიყიდე თან რეკომენდაციით: „გონებას ხსნისო“ 🙂 დაამატა კონსულტანტმა …

ხუმრობა იქით იყოს და 2,29 ლარი გადავიხადე 1 კილოგრამში, რაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 1.5-2 ლარი ისედაც ღირს ასაწონი მჭადის ფქვილი, არაუშავს ფასია. ალბათ ღირს გადაიხადო, ვინაიდან შეფუთული წესიერადაა და არომატი ფქვილს (ოღონდ ჯერ არ გამომიცხვია მჭადი) გადასარევი აქვს!

მწარმოებელი არის შპს „გურული“, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში მდებარეობს. ეტიკეტზე აქვს საკონტაქტო ინფორმაცია, FB გვერდიც მოვიძიე და როგორც ირკვევა ამ პროდუქტის გარდა აქვთ წყლის წისქვილზე დაღერღილი ღერღილი და გურული სუნელი.

მსხვილი პარტიის შეკვეთა ვისაც გნებავთ აი ეტიკეტზე მითითებული ტელეფონები:

555 22 44 64 და 595 57 87 88

აქვეა ელ. ფოსტაც: guruli2015info@gmail.com

პროდუქტი კარგია! ვიყიდოთ და ხალხიც დასაქმდება, ბიზნესის განვითარდება და ქვეყანაც წინ წავა!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.