ეფექტი ჩაი გადამარჩენს ეხლა მე?

ეფექტი ჩაი

ქართულია & kar.ge-ა! ვერც ლარი გვყავს ჯანზე და ადამიანებსაც გრიპმა და გაციებებმა დაგვრია ხელი. ჩვენი kar.ge გუნდის ნახევარიც დაფენილია სამწუხაროდ. დიდხანს ვუძალიანდი, მაგრამ დღეს უკვე აშკარად შევატყე, რომ რაღაც უნდა შევაშველო … ჰოდა ეფექტი ჩაიც აქვეა. პირველად ეფექტი ჩაი ჯერ კიდევ ჩემი დეკემბერის გამოწვევისას გამოვიყენე და მაშინ მიშველა, 1-ზე მეტი არ დამილევია [არადა 2 ვიყიდე]. ეხლაც მივირთვი ის შემორჩენილი, თუმცა …

განაგრძე კითხვა »

“მილკო ფუდის” არაჟანი

ქართულია & kar.ge-ა! დღეს დავაგემოვნე “მილკო ფუდის” არაჟანი. ეს იგივე “ეკო ფუდის” პროდუქციაა, რომელმაც სახელი გარკვეული მიზეზების გამო შეიცვალა. მათ ასევე შეცვალეს პროდუქციის შეფუთვაც, რაც თვალში მოსახვედრია; ღია მწვანე ფერიდან გადავიდნენ ლურჯ შეფუთვაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიჯი შეიცვალეს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უგემრიელეს რძის პროდუქტებს აწარმოებენ, მაგრამ უგემური ნამდვილად არ არის. არაჟანს მსუბუქი და სასიამოვნო გემო აქვს. თავსახურზე გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის …

განაგრძე კითხვა »

სეზონი – ვაფლის ტორტი

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი დღევანდელი პროდუქტია სამარხვო ვაფლის ტორტი „სეზონი“, ეს არის შავი შკოლადით დაფარული ხრაშუნა ვაფლი. არაერთხელ გამისინჯავს უცხოური წარმოების ანალოგიური პროდუქტი და მერწმუნეთ არაფრით ჩამოუვარდება. მუყაოში შეფუთული ვაფლის ტორტი იწონის 250გრამს და დამზადებულია მცენარეულ ცხიმებზე. წარმოებულია შპს „ბარამბო“–ს მიერ. კომპანია აწარმოებს ასევე: ვაფლის ტორტს ვანილით, ქოქოსით და კაპუჩინოთი. დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )   …

განაგრძე კითხვა »

სანტეს მაიონეზი კლასიკური

მაიონეზი სანტე

ქართულია & kar.ge-ა! თუ კარგად არ ეძიე, ქართული მაიონეზის დახლზე მოძებნა თითქმის შეუძლებელია! არც სანტეს მაიონეზია გამონაკლისი. პრაქტიკულად იგივე პრობლემა აქვს ყველას, რომლის ფასიც საშუალოზე მაღალია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სანტეს მაიონეზი მე არც ბაზრობაზე შემხვედრია კარგა ხანია და არც უბნის მარკეტებში. წონა – 250 მილილიტრი, ფასი 1.8 ლარი, შევიძინე გუდვილში. გემო თავისებურია, დიდად გამორჩეული შეიძლება არა, მაგრამ არც მაინცადამაინც …

განაგრძე კითხვა »

ფრანგული კრუასანი ტკბილი ქვეყნისაგან

გთხოვთ პირველ რიგში ჩართოთ მიმაგრებული აუდიო ქართულია & kar.ge-ა! საფრანგეთი, პარიზი, დილა, ღია კაფე ეიფელის კოშკის ხედით, ბევრი მომღიმარი ადამიანი, სასიამოვნო მუსიკა, ყავა და კრუასანი – რამდენი ინატრებდა დღის ასეთ დასაწყისს? პარიზს და ეიფელს ვერ დაგპირდებით, ბევრი მომღიმარი ადამიანის დანახვაც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში, სასიამოვნო მუსიკა და ყავა – კი, ეს შეგვიძლია მოვახერხოთ. ამას დავუმატოთ ფრანგული კრუასანი ტკბილი ქვეყნისაგან კარამელით და …

განაგრძე კითხვა »

ვეძის წყალი – ყვარელი

ვეძის წყალი-ყვარელი  ქართულია & kar.ge-ა! ჩემი გამოწვევა ინდმეწარმეების და მცირე მწარმოებლების აღმოჩენის პერიოდად იქცა, სიმართლე გითხრათ ძალიან მომწონს ეს როლი … მოდით, ერთად დავეხმაროთ ამ ადამიანებს გახდნენ კიდევ უფრო დიდები და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და ძალით აკეთონ ქართულია & kar.ge საქმე… დღეს ყვარლის უნიკალურ მინერალურ წყალს გაგაცნობთ – ვეძის წყალი – ყვარელი; სულხან საბას ლექსიკონში სიტყვა “ვეძა” განმარტებულია, როგორც …

განაგრძე კითხვა »

დამბალ ხაჭო გაგისინჯავთ? 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ

დამბალ ხაჭო

ქართულია & kar.ge-ა! მე ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარ და ყველისმცოდნეობას ვერ დავიბრალებ; ყველის მხოლოდ ჭამა ვიცი! ცოტა ხნის წინ ტენილი ყველი ჩვენი kar.ge გუნდის წევრმა გასინჯა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. დღეს ჩემი რიგი დადგა – პირველად გავსინჯე ფშავური დამბალ ხაჭო. არ ვიცი ეს ყველი არის თუ ხაჭო, მაგრამ ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელეთ. ეს მოხდა კაფე-ბარ ფშაურში. აქვე გეტყვით, რომ: კავშირი “ჩვენი ფშავი” …

განაგრძე კითხვა »

მოჭიქული ხაჭო “სანტისიმო”

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი დღევანდელი პროდუქტი ნამდვილად ამართლებს გამოთქმას სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად. ეს არის მოჭიქული ხაჭო სანტისიმო. სქელი კონსისტენციის ტკბილი ხაჭო ვანილის არომატით და გემრიელი შოკოლადით, საუკეთესო დესერტია. წონა 40გრ– მდეა, ანუ გავხსენით ზუსტად ორჯერ ჩავკბიჩეთ და აღარ არის. მოცულობით საკმაოდ პატარაა, თუმცა მწარმოებელი ამბობს რომ ამ პროდუქტის მირთმევით ჩვენ ვიღებთ იმ რაოდენობის კალცს, რაც აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს ყოველდღიურად. მოჭიქული …

განაგრძე კითხვა »

Livo – ალუბლის წვენი

ლივო livo

ქართულია & kar.ge-ა! დღეს დილით ჩემმა უფროსმა გოგომ – ანასტასიას მომიხელთა და [2-ე კლასელია] მეკითხება: „მამი ალუბლის წვენს კიდევ მომიტან?“ ეს რომ მითხრა მაშინ მივხვდი რა ეფექტი მოუხდენია გუშინ საღამოს Livo-ს ალუბლის წვენს. Livo პირველად დაახლოებით 1 წლის წინ დავაგემოვნე გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“. გასულ დეკემბერს ჩემი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში შეძენა მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. მაშინ გუდვილში მისვლა აზრადაც …

განაგრძე კითხვა »

მწვანე ჩაი პიტნით, რომელმაც იმედი გამიცრუა

ქართულია & kar.ge-ა! ჩვენი პროექტი სარეკლამო ხასიათის არაა, ვფიქრობ ის უფრო შემეცნებით ხასიათს ატარებს. გუნდი თითოეული წევრი ეძებს პროდუქტს, რომელიც თუ საუკეთესო არა, საშუალოზე მაღალი ხარისხის მაინცაა. მაგრამ ერთერთი უპირველესი მოვალეობა მაინც გულწრფელობაა. ესაა ის, რის გარეშეც მკითხველი უბრალოდ ვერ გენდობა. სწორედ გულწრფელობის გამო გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი. პიტნის ჩაი დედულეთს მახსენებს. ქართლში, მცხეთის რაიონში, დედაცემის სოფელში პოპულარული სასმელი მეც …

განაგრძე კითხვა »