ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თოლიას პელმენი „ქალაქური“

ქართულია & kar.ge-ა!

როცა სანდრო (ჩემი მეუღლე) გაციებულია და წევს, რაღაც ისეთი მოუნდება ხოლმე რასაც ხშირად არ მიირთმევს და რაც სწრაფად მომზადდება. ასეთი მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია. სასწრაფოდ მივდივარ უახლოეს მარკეტში და მაცივარში ვპოულობ – თოლიას პელმენი „ქალაქური“. 15 წუთში მეუღლე დანაყრებულია და მეც წყნარად ვჯდები და მწარმოებელზე ინფორმაციის მოძებას ვიწყებ.

ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ თოლიას ვებსაიტი არ ექნებოდა. ასეთებიც ხდება. ინტერნეტში ძებნისას მხოლოს facebook-გვედი აღმოვაჩინე. ინტერნეტშივე (და არა მათ გვერდზე) აღმოვაჩინე რომ კომპანია „ქართუ უნივერსალი“, სავაჭრო ნიშნით „თოლია“ 1997 წლიდან აწარმოებს ნაყინის სხვადასხვა სახეობას, 2003 წლიდან კი ნახევარფაბრიკატებს – ხინკალსა და პელმენს.

გაყინული ნახევარფაბრიკატების ხშირად გამოყენებას მე არ გირჩევთ, მაგრამ ხანდახან შეიძლება თავს ამის უფლება მივცეთ. მოხარშეთ, მოასხით არაჟანი ან არაჟნისგან დამზადებული რაიმე სოუსი და მიირთვით გემრიელად.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.