ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იოგურტი სანტისიმო ამორე ტირამისუ

ქართულია & kar.ge-ა!

სანტეს პროდუქციის ფანი და დიდი იოგურტომანი ვარ. ხოდა როგორ შეიძლება არ მიყვარდეს სანტისიმო ამორე ტირამისუ – დახვეწილი, საოცარი გემო. ესაა სასარგებლოსა და სასიამოვნოს სასწაული ნაზავი, ოდნავ მომჟავო, არა ძალიან ტკბილი ტირამისუს იოგურტის დესერტი მართლაც განუმეორებელია.

სანტისიმო ამორეს სატელევიზიო რეკლამაში გოგონა გვეუბნება – დიახ, ეს შესაძლებელია. შესაძლებელია გემოს საშუალებით სხვადასხვა ქალაქებს ვესტუმროთ. საიტზე პროდუქტის აღწერა გვამცნობს: „იოგურტი სანტისიმო ამორე ტირამისუ გაგიცოცხლებთ მოგონებებს საყვარელ ქალაქზე“. მე ვერ გამიცოცხლა მოგონებები ტირამისუს სამშობლო ვენეციაზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ვყოფილვარ ამ ქალაქში, თუმცა ძალიან, ძალიან, ძალიან ვისიამოვნე.

კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებ“-ს ჩემი წარდგენა და ქება არ ჭირდება. კომპანია 1997 წლიდან მოღვაწეობს და დღეისათვის ოთხი ბრენდის პროდუქტებს აწარმოებს. ფლობს სამ საერთაშორისო სერთიფიკატს, პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, არ შეიცავს კონსერვანტებს და გენომოდიფიცირებულ პროდუქტებს.

აუცილებლად შეიძინეთ იოგურტი სანტისიმო ამორე ტირამისუ, ჩართეთ ვიდეო და აღმოაჩინეთ ვენეცია

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.