იფქლის პური, ქართულია & kar.ge-ა! მანდილოსნების უმეტესობის სუსტი წერტილი და მუდმივი მონატრება, თეთრი პური… დღეს ჩემს “პროგრამაში” იფქლის პური მოხვდა… რატომ? ხშირად ვყიდულობ, გემოთიც ძალიან მომწონს, თუმცა შეფუთვით უფრო კმაყოფილი ვარ – სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, ქაღალდის შეფუთვა აქვს, რის შედეგადაც პური სუნთქავს და ჩასველებული ან ჩაობებული არ მხვდება… და მეორე, არ შეიცავს კონსერვანტებს და შემნახველ დანამატებს. შევნიშნე, რომ ამის გამო …
განაგრძე კითხვა »ხრამუნა – სიმინდის ბურბუშელა
ქართულია & kar.ge -ა ! თითქმის არასდროს ვყიდულობ ხოლმე სიმინდის ბურბუშელას. რომ არა ეს პროექტი, ალბათ არც ახლა ვიყიდდი ამ სასუსნავს. „ხრამუნა“ უბნის მაღაზიაში 40 თეთრად ვიყიდე, სახლში მოვედი და ფოტოს გადასაღებად მოვემზადე. ჩემმა პატარამ ხან ფოტოაპარატი მომპარა, ხან რა მოიმოქმედა და ხან რა. ხოდა დავუშვი გამონაკლისი, გავუხსენი ეს ჩვენი სიმინდის ბურბუშელა და… როგორც ხედავთ მაინც არ მაცალა ფოტოს გადაღება …
განაგრძე კითხვა »შაქრის ნამცხვარი ქოქოსით
ქართულია & kar.ge-ა! ხრაშუნა ნამცხვარი ქოქოსით მშვენიერი წასახემსებელია. ვისაც დაძაბული დღის განრიგი გაქვთ, სამუშაო მაგიდასთან ერთი ჭიქა ყავა და ჯორჯიან ბეიქერსის ნამცხვარი შიმშილს ნამდვილად მოგიკლავთ. შაქრის ნამცხვარი ქოქოსით დამზადებულია ხორბლის ფქვილისგან, მცენარეული ცხიმით და ქოქოსის საფანელით. ფასი 1.30ლ. ჯორჯიან ბეიქერსი წარმოადგენს საკონდიტრო საწარმოს, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2009 წელს და შემოიფარგლებოდა მხოლოდ შაქრის ნამცხვრის მცირე ასორტიმენტით. დღეისათვის კი ასორტიმენტი გაიზარდა 50 …
განაგრძე კითხვა »ხელსახოცი ეკო, დაგ ფეიფერისგან
ქართულია & kar.ge-ა! 1 თვის წინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ საქართველოში ხელსახოცების წარმოება იყო. დღეს კი უკვე მეორე მწარმოებელი აღმოვაჩინე, რომელიც ამ პროდუქტს უშვებს. ხელსახოცი ეკო, მწარმოებელი შპს დაგ ფეიპერი, იწარმოება შპს დისტრი-ს ექსკლუზიური დაკვეთით [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია]. საკონტაქტო ინფორმაციაში ვკითხულობთ სატელეფონო ნომერს 2 38 80 02 და ელ. ფოსტას – distri@distri.ge. საიტი როგორც ხშირად ვაწყდებით ხოლმე არ ფუნქციონირებს. ხელსახოცი ეკო …
განაგრძე კითხვა »განსაკუთრებული გემოს მქონე კიტრის მწნილი
ქართულია & kar.ge-ა! მარნეულის სასურსათო ქარხანა მდებარეობს ქალაქ მარნეულში – ქვემო ქართლის განთქმულ სასოფლო-სამეურნეო ცენტრში. ქარხანას ნედლეულით “მარნეული აგრო” და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. ქილაში ჩადებული თითიეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. მათ ასორტიმენტში 60-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქციაა. ძირითადი საწარმოო მიმართულებებია: ტომატ პასტა, მჟავეულობა, საწებელი, ტკბილეულობა. “მარნეულის” პროდუქციის ხშირი მომხმარებელი ვარ, განსაკუთრებით მიყვარს მჟავეულობა. დღეს შევიძინე …
განაგრძე კითხვა »დრაკონის ხილის იოგურტი „მილკო ფუდი“-სგან
ქართულია & kar.ge-ა! მე დიდი იოგურტომანიით გამოვირჩევი. ამ ბოლოს კი უპირატესობას დასალევ იოგურტებს ვანიჭებ და არ დაგიმალავთ, საყვარელი მწარმოებელიც მყავს. თუმცა კარფურში სტუმრობისას ზრდილმა პრომო გოგონამ „მილკო ფუდი“-ს ახალი პროდუქტების დაგემოვნება შემომთავაზა. წარმოდგენილი იოგურტებიდან ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური სახელის დრაკონის ხილის იოგურტი შევარჩიე. ადრეც შემინიშნავს მაღაზიის დახლებზე, მაგრამ რაღაც არ მხიბლავდა ინგრედიენტის გაურკვეველი წარმომავლობა. გავრისკე, გავსინჯე, გემო ნორმალური, აშკარად განსხვავებული …
განაგრძე კითხვა »სარაჯიშვილი ენისელი – პოეტური სასმელი
ქართულია & kar.ge-ა! მეგობრებს სასაცილოდ არ ყოფნით, როდესაც დალევაზე ვიწყებ საუბარს, ხუმრობენ, რომ 1 ჭიქას ვსვამ ხარივით; თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად სასმელის მოყვარული, უფრო მეტიც, გურმანი ვარ…. ძალიან მიყვარს კარგი კონიაკი, ღვინო, ვისკიც კი… დღესაც სწორედ ამიტომ შევარჩიე უძველესი ქართული ბრენდი – სარაჯიშვილი, კონკრეტულად კი მისი კონიაკი სარაჯიშვილი ენისელი. რომელსაც საერთაშორისო დეგუსტაციებზე 29 ჯილდო, მათ შორის 20 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. …
განაგრძე კითხვა »ტენილი ყველი, სამზარეულოს მარგალიტი
ქართულია & kar.ge-ა! ტენილი ყველი ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ჩეჩილი ყველი მესხური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია. დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე ტენილი ყველი მცირე რაოდენობით მზადდებოდა ოჯახებში და რძის პროდუქტების დელიკატესადაც კი იყო მიჩნეული. უფრო მეტიც, 2013 წელს ტენილ ყველს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს მარგალიტი ალ. ყაზბეგის 20ა–ში მდებარე ყველის სახლში შევიძინე სადაც ყველის საკმაოდ დიდი ასორტიმენტია, მომხმარებელს შეუძლია შეძენამდე ყველის …
განაგრძე კითხვა »აკნატუნე მზესუმზირა და ისიამოვნე
ქართულია & kar.ge-ა! როცა თავისუფალი დრო გაქვს, როცა სეირნობ, როცა ფილმს უყურებ, როცა ჭორაობ, როცა უბრალოდ კნატუნი გინდა 🙂 ნებისმიერი სიტუაციისთვის შემიძლია შევიძინო 🙂 მაშინაც კი როცა ვდიეტობ, დიახ და მე ამით ნამდვილად არ ვიმატებ წონაში, ვფიქრობ, რომ გამონათქვამი მზესუმზირა ასუქებს – მითია 🙂 თავად კომპანია ასე ამბობს: ქუთაისური ბრენდი დაარსდა 2007 წელს, მას შემდეგ დიდი შრომითა და მონდომებთ, ჩვენმა …
განაგრძე კითხვა »ჩურჩხელა ბადაგი
ქართულია & kar.ge-ა! ჩურჩხელის სტენდს თუ სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში ვნახავდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და კიდევ უფრო ვერ წარმოვიდგენდი ამ ჩურჩხელებს მოლის ყოველი ვიზიტისას რომ შევიძენდი. თუმცა, არასდროს თქვათ არასოდესო და თურმე როდესაც ძალიან ლამაზად მოწყობილი სტენდიდან მადის აღმძვრელი ჩურჩხელა გიმზერს ვერ ჩაუვლი გულგრილი. ჩურჩხელა ბადაგი – პროდუქტი რომელსაც შპს ბადაგი გვთავაზობს. უგემრიელესია თხილის შიგთავსით იქნება თუ ნიგვზის. ფუთავენ ქაღალდის პარკში, რაც …
განაგრძე კითხვა »