ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბებოს მზესუმზირა

ქართულია & kar.ge-ა

გაგისინჯავთ შპს “ჯორჯიან პროდუსერს”-ის მოხალული მზესუმზირა? ამ მზესუმზირას “ბებოს მზესუმზირა” ეწოდება. იგი ოდნავ მარილიანი და მოხალულია. კარგ გემოსთან ერთად მზესუმზირის სასარგებლო თვისებებზეც მინდა გესაუბროთ.

მზესუმზირის მარცვალი შეიცავს მინერალებს, რომლებიც აუმჯობესებენ ძვლების სტრუქტურას. გარდა კალციუმისა ძვლებს ესაჭიროება მაგნიუმი და სპილენძი, მზესუმზირა კი შეიცავს ყველა ამ მინერალს. მაგნიუმი რომელიც მზესუმზირის თესლში მოიპოვება ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, აგარიდებთ სტრესს, დაგეხმარებათ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში. მზესუმზირა შეიცავს E ვიტამინს, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და დიდხანს უნარჩუნებს მას ახალგაზრდულ იერს. ის ძალიან ბევრი პრობლემის პრევენციული საშუალებაა, მაგალითად ამცირებს ანთებით პროცესს, კუჭის წყლულს, კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასთმასა და სხვა. ეს იმიტომ, რომ მზესუმზირის თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა სახის ანტიოქსიდანტებს. მხოლოდ 50 გრამი მზესუმზირა ყოველდღე მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკებს-ამ პატარა თესლს შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ცუდი ქოლესტერინი, გააუმჯობესოს არტერიების კედლების სტრუქტურა და შეამციროს გულის შეტევის რისკები.

ამიტომ ეცადეთ მზესუმზირა ყოველდღიურად მიიღოთ, შეგიძლიათ ის სალათებსაც დაამატოთ. თუ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობთ და თან მოხალულ მზესუმზირას ანიჭებთ უპირატესობას ეცადეთ ის უმარილოდ მიირთვათ.

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.