ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ეფექტი ჩაი

ეფექტი ჩაი გადამარჩენს ეხლა მე?

ქართულია & kar.ge-ა!

ვერც ლარი გვყავს ჯანზე და ადამიანებსაც გრიპმა და გაციებებმა დაგვრია ხელი. ჩვენი kar.ge გუნდის ნახევარიც დაფენილია სამწუხაროდ. დიდხანს ვუძალიანდი, მაგრამ დღეს უკვე აშკარად შევატყე, რომ რაღაც უნდა შევაშველო …

ჰოდა ეფექტი ჩაიც აქვეა. პირველად ეფექტი ჩაი ჯერ კიდევ ჩემი დეკემბერის გამოწვევისას გამოვიყენე და მაშინ მიშველა, 1-ზე მეტი არ დამილევია [არადა 2 ვიყიდე]. ეხლაც მივირთვი ის შემორჩენილი, თუმცა არ ვაკმარე და ლიმონ-თაფლ-ნივრიანი ნაყენიც მოვამზადე. ნაყენს სუნის გამო ვერავინ ეკარება ოჯახში, სამაგიეროდ ეფექტური ნამდვილად არის.

რატომ უნდა იყიდოთ ეფექტი ჩაი:

  1. ეფექტურია, საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ;
  2. საქართველოშია წარმოებული;

ეფექტი ჩაი იწარმოება საქართველოში. მწარმოებელი არის ავერსი რაციონალი. ავერსის ვებსაიტზე ეფექტი ჩაის დეტალური დახასიათება დევს. Facebook გვერდიც მწყობრშია.

გასულ დეკემბერში 92 თეთრი ღირდა ცალი. ეხლა ხომ არ იცით რა ღირს?