ქართულია & kar.ge-ა! გადატვირთული სამუშაო დღეების და უძილო ღამეების შემდეგ ყოველთვის ვეტანები ენერგეტიკულ სასმელს, რომ არ დავარდე 🙂 მართალია არც ისე სასარგებლოა ეს ორგანიზმისთვის, თუმცა ეფექტი ნამდვილად აქვს! როცა გადაიღლებით სცადეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ჯადოსნური ქართული სასმელი თქვენი ენერგიის მოზღვავებაზე ნამდვილად ზრუნავს!!! ოდნავ ჩამორჩება უცხოური წარმოების მსგავს სასმელებს გემოთი, თუმცა არც იმდენად, რომ არჩევანის დროს უპირატესობა მას არ მიანიჭოთ. პირველი …
განაგრძე კითხვა »გემრიელი სამარხვო პროდუქტები მარშესგან!
ქართულია & kar.ge-ა! რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით, პაუზა ტექსტის განთავსებაში, თორემ ქართული პროდუქტების ყიდვა არა და არ შემიჩერებია და უფრო მეტიც მართლა მანიად მექცა, ეიფორია გადამდებია, ვერ ვჩერდები, სუპერმარკეტში შესული ვეძებ შტრიხკოდს სადაც აწერია 486 – რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოებულია ეს პროდუქტი საქართველოში, იცოდით აქამდე ამ რიცხვების კომბინაციის ძალა? “მარშე” არის საწარმო საქართველოში, სადაც ცენტრალიზებულად იწარმოება 4500 სახეობის პროდუქტი: …
განაგრძე კითხვა »1000 მადლობა!
ამ მომენტში ჩვენი ქართული & kar.ge facebook გვერდის გულშემატკივრების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა! მადლობა თითოეულ თქვენგანს! ჯერ სადაა …
განაგრძე კითხვა »ბებოს მზესუმზირა
ქართულია & kar.ge-ა გაგისინჯავთ შპს “ჯორჯიან პროდუსერს”-ის მოხალული მზესუმზირა? ამ მზესუმზირას “ბებოს მზესუმზირა” ეწოდება. იგი ოდნავ მარილიანი და მოხალულია. კარგ გემოსთან ერთად მზესუმზირის სასარგებლო თვისებებზეც მინდა გესაუბროთ. მზესუმზირის მარცვალი შეიცავს მინერალებს, რომლებიც აუმჯობესებენ ძვლების სტრუქტურას. გარდა კალციუმისა ძვლებს ესაჭიროება მაგნიუმი და სპილენძი, მზესუმზირა კი შეიცავს ყველა ამ მინერალს. მაგნიუმი რომელიც მზესუმზირის თესლში მოიპოვება ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, აგარიდებთ სტრესს, დაგეხმარებათ დაძაბული სამუშაო …
განაგრძე კითხვა »ბიუ-ბიუ – ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ქართულია & kar.ge-ა! „ქართულ სიმინზე გაზრდილი“ – ამ სლოგანის დანახვაზე ყოველთვის ქართული ფილმი – „უდიპლომო სასიძო“ მახსენდება, სადაც ერთი ფრთიანი ფრაზაა – „ღორი მაშინაა კარგი, როცა იგი არის იაფი“. ღორი იქით იყოს და როგორ უნდა იყოს იაფი ქათამი, რომელიც სიმინდზეა გაზრდილი? როგორც ჩანს ბიუ-ბიუ-მ მიაგნო „ფორმულას“ და უკვე რამოდენიმე წელია გემრიელი ქათმის ხორცით გვანებივრებს. წონაც, ფასიც და შესყიდვის ადგილიც მითითებულია …
განაგრძე კითხვა »მიწის თხილი – OPA
ქართულია & kar.ge-ა! „OPA“ ასე ჰქვია ჩემს დღევანდელ პროდუქტს და ეს არის მოხალული მარილიანი მიწის თხილი, საკმაოდ მოზრდილი მარცვლებით და ზომიერი მარილით, მარცვლებთან ერთად შეფუთვაში აღმოაჩენთ ასევე პატარა პაკეტს შავი ფხვნილით და წარწერით Do not eat, ფხვნილი სავარაუდოდ მარცვალს იცავს დაძველებისგან. სამწუხაროა რომ ამ პატარა პაკეტზე მხოლოდ ინგლისურ ენაზეა მითითებული გაფრთხილება. შემადგენლობა: მიწის თხილი, მარილი, პალმის ზეთი. სასაქონლო ნიშნის მფლობელი …
განაგრძე კითხვა »სულგუნი სანებო
ქართულია & kar.ge-ა! იცოდით, რომ სულგუნი სანებო წარმოების პროცესში ადამიანის ჩაურევლად მზადდება? ქართველ გურმანებს ნამდვილად ვერ გააკვირვებს სანებოს სულგუნის გემო, თუმცა გემრიელია, ადვილად ხელმისაწვდომია და ჩემთვის ერთადერთი არჩევანია როდესაც რიგით სუპერმარკეტში ვაპირებ სულგუნის ყიდვას. სულგუნი 45% პროტეინები 23.5 გრ. ცხიმი 22.5 გრ.. ენერგეტიკული ღირ. 296 კკალ. წონა ნეტო: 500 გრ, 1.კგ სულგუნის გარდა სანებო აწარმოებს შებოლილ სულგუნს, „ალპურს“, მდნარ ყველს, როგორც …
განაგრძე კითხვა »უგემრიელესი მეგრული აჯიკა
ქართულია & kar.ge-ა! ტრადიციული მეგრული საკვები უხვი და ცხარე საკმაზით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა. მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკმაზს იყენებს, ძირითადად საწებლების სახით. ტრადიციულ …
განაგრძე კითხვა »თოლიას პელმენი „ქალაქური“
ქართულია & kar.ge-ა! როცა სანდრო (ჩემი მეუღლე) გაციებულია და წევს, რაღაც ისეთი მოუნდება ხოლმე რასაც ხშირად არ მიირთმევს და რაც სწრაფად მომზადდება. ასეთი მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია. სასწრაფოდ მივდივარ უახლოეს მარკეტში და მაცივარში ვპოულობ – თოლიას პელმენი „ქალაქური“. 15 წუთში მეუღლე დანაყრებულია და მეც წყნარად ვჯდები და მწარმოებელზე ინფორმაციის მოძებას ვიწყებ. ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ თოლიას ვებსაიტი არ ექნებოდა. ასეთებიც ხდება. ინტერნეტში ძებნისას მხოლოს …
განაგრძე კითხვა »კამპა– ნატურალური წვენი
ქართულია & kar.ge-ა! კამპა – ჩემი, შენი, ჩვენი წვენია, რადგანაც ნატურალური პროდუქტია, ხილის ნექტარის მინიმალური მასური წილი 50%– ია, ის არ შეიცავს კონსერვანტებს და ემულგატორებს. წვენს აწარმოებს შპს. „კამპა“. კომპანია სერთიფიცირებულია ISO 9001 და HACCP მიხედვით. მე შევიძინე კამპას ატმის და ბროწეულის წვენი 200 გრამიანი მუყაოს შეფუთვით, ფასი 0.75 ლარი. ატმის წვენი გავსინჯე და ურიგო ნამდვილად არ იყო მომეწონა, აი …
განაგრძე კითხვა »