ჯანსაღი კვება – ბაია-ფუდი!

ბაია ფუდი - ჯანსაღი ყველა

ქართულია & kar.ge-ა! ნატურალური პროდუქტი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღი კვებისათვის. ქართული კომპანია ბაია-ფუდი უკვე ხუთი წელია, მომხმარებელს  ნატურალური მარცვლეულის ფაფებს სთავაზობს. “ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი ოჯახი” – ეს არის კომპანიის სლოგანი და მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია მთლიანად ნატურალური კომპონენტებით, დიდწილად ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით მზადდება. ეს ინფორმაცია კი ამ პოსტის ძიების დროს მოვიპოვე. 🙂 ძალიან მინდოდა რომ დამეწერა  მათ შესახებ და აი …

განაგრძე კითხვა »

შოთის პური

ქართულია & kar.ge-ა! დღეს “ნუგეში”-ის მარკეტების ქსელში შევიარე ქართული პროდუქტის აღმოსაჩენად. პურ-ფუნთუშეულის სექციაში რამოდენიმე ქართული წარმოების პური შევათვალიერე. ჩემი ყურადღება მიიპყრო  შოთის პურმა, რომელიც კარგად გამომცხვარის და გემრიელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეტიკეტზე ამოვიკითხე, რომ პური ცხვება ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით. სხვა პურისგან განსხვავებით, ეს პროდუქტი გამჭირვალე პარკში იყო შეფუთული, რამაც შეძენის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. შოთის პური დავაგემოვნე და საკმაოდ კარგად გამომცხვარი და …

განაგრძე კითხვა »

შესაკმაზი სუნელები – გახადე შენი კერძი განუმეორებელი

გაინტერესებთ დღეს რა პროდუქტი უნდა გაგაცნოთ? დღეისთვის ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება: თქვენს წინაშეა, არც მეტი არც ნაკელები შესაკმაზი სუნელები + ქართულია & kar.ge. დამეთანხმებით, ნებისმიერი კერძის ან დესერტის ბოლო შტრიხი არის შესაკმაზი სუნელები, რომელიც თქვენს შემოქმედებას საბოლოოდ ასრულებს და განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ამაზე კი შპს „დაბი“ იზრუნა და ბრენდი „ოჯახური“-ის სახელწოდებით სუნელების ფართო არჩევანიც შემოგვთავაზა: სვანური მარილიდან დაწყებული შავი პილპილით დამთავრებული, …

განაგრძე კითხვა »

ბიუ-ბიუ, ქართული & kar.ge ქათამი

ქართულია & kar.ge-ა! დღეს გასტრონომიული შემოტევა მქონდა და ბიუ-ბიუს ქათამი “აღმოვაჩინე”; სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს და დიდი ხანია მხოლოდ მათ ქათამს ვყიდულობ, მაგრამ ყველგან არ აქვთ ხოლმე, ძირითადად ძებნა მიწევდა, დღეს კი სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის დიდუბეში მათი ახალი ჯიხურის აღმოჩენა და ბუნებრივად აღმოჩნდა დღეს ჩემს გეგმაში. ესეც ქათამი “ბიუ-ბიუ”, ქართულია და თან მართლაც კარგია და იმპორტირებულ კონკურენტებს ბევრად სჯობია! …

განაგრძე კითხვა »

სამარხვო ნამცხვარი – ნაყროვანების ვნებისგან გიცავთ

ქართულია & kar.ge! საგანგებოდ ამ პოსტისთვის დაგემოვნებული სამარხვო ნამცხვარი ქიშმიშით „ჯორჯიან ბეიქესისაგან“ მოსალოდნელზე ნაკლებად სასურველი გამოდგა. სიმპატიურად შეფუთული ნამცხვრები განსაკუთრებული გემოთი არ გამოირჩევა. ანალოგური ტიპის არაბრენდირებული სუბსტიტუტებისაგან არაფრით განსხვავდება გარდა იმისა, რომ ეთიკეტის ხარჯზე ინფორმირებულობაში 40-70%-ით მეტს გადაიხდით. თითო ნამცხვარში თითო ქიშმიშია გამომწყვდეული. 200 გრამიან შეფუთვაში 852 კალორიაა თავმოყრილი და 2 ლარი გადავიხადე გალფის მარკეტში (1 კილოგრამის ფასი 10 ლარი). თქვენი …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩინე Sobissuri- ვაშლის წვენი

სობისსური

ქართულია & kar.ge-ა! ბავშვობა … კარგად მახსოვს იმ გახეხილი ვაშლის გემო დედაჩემი რომ გაგვიხეხავდა და-ძმებს. ეს იყო ოდნავ ჯანგისფერი, მაგრამ უგემრიელესი ულუფა. ჭამის დროს წვენი სულ წურწურით გასდიოდა … ეს ემოცია თუ ოდესმე გამახსენდებოდა ვერც კი ვიფიქრებდი … Sobissuri-ის ვაშლის წვენის პირველი ყლუპი რომ მოვსვი აი იქ მოხდა მოსახდენი. ვაშლის წვენი ყოველთვის ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს, მაგრამ დღემდე ასეთი …

განაგრძე კითხვა »

ასკილის წვენი – უკონსერვანტო, 0% შაქარი, ეკოლოგიურად სუფთა

ასკილის წვენი

ქართულია & kar.ge-ა! საყიდლებზე წასულს უცებ მომხვდა თვალში ეტიკეტი – ასკილის წვენი, 0% შაქარი. ეს უნდა გავსინჯო, ბავშობის გემოებს თუ გამახსენებსთქო ვიფიქრე და არ შევმცდარვარ. ეკოლოგიურად სუფთა, ველური ასკილისგან დამზადებული წვენი, სასარგებლო როგორც დიდების, ისე პატარებისათვის. გემო ძალიან მომეწონა და უკვე ეტიკეტის შესწავლაზე გადავედი. ჩემთვის სრულიად უცხო მწარმოებელი BPC ltd, რომელსაც საკმაოდ გამართული და დახვეწილი ვებ-გვერდი გააჩნია http://bpc.ge, თუმცა მხოლოდ …

განაგრძე კითხვა »

მათ ვისაც ემჟავება – კიტრის მწნილი მარნეულისგან!

კიტრის მწნილი kitris mwnili, მჟავე,

ქართულია & kar.ge-ა! დღეს დილიდან რაღაც მინდა, არ ვიცი რა, არც მშიოდა, არც ტკბილი მინდოდა ხოდა ასე წუწუნ-წუწუნით შევედი მაღაზიაში, ვეძებ რაღაც ისეთს რაც მინდა 🙂 რომ დავინახე ისე გემრიელად გამოიყურებოდა, არ ვიცი ამ ემოციას ჩემს პოსტში თუ გადმოვცემ, მაგრამ ზოგადად ძალიან მიყვარს მარნეულის ქართული და kar.ge პროდუქცია, სახლში სულ მუდამ გვაქვს ამ კომპანიის რამე-რუმეები. აი დღეს კი ეს ჩემთვის …

განაგრძე კითხვა »

ყავა: ჩერი ნატიფი

ყავა ჩერი

ქართულია & kar.ge-ა! ყავა „ჩერი ნატიფი“, წარმოადგენს ძირითადად აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს. გამოირჩევა შედარებით მაღალი კოფეინით. მწვანე მარცვლები ჩამოდის საქართველოში და ჩერის საწარმოში საუკეთესო დანადგარების საშუალებით იხალება. დაფქულია უმაღლესი ხარისხის წმინდა კონსისტენციის დონემდე. ჩერი აწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ყავას. პროდუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.cherie.ge რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს მიერ შეძენილ ყავას, საკმაოდ წმინდად დაფქულია და განკუთვნილია ე.წ …

განაგრძე კითხვა »

შოკოლადის პასტა “ბიელა”

ქართულია & კარგია! შოკოლადის პასტის ისტორია ასე დაიწყო: 1934 წელს, ზაფხულში, ქალაქის დღესასწაულისათვის ფერეროს საკონდიტროს მიერ დამზადებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით შოკოლადის ტკბილეული „ჯანდუიო“.  იმ ზაფხულს იტალიაში იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ამის გამო მთელი შოკოლადის პარტია დადნა და გადაიქცა უფორმო მასად. მთელი საცხობის ადრე მიღებული მოგების თანხა ჩადებული იყო ამ პარტიაში. მიუხედავად ამისა მხიარულ და ოპტიმისტ პიეტროსთვის რთული იყო …

განაგრძე კითხვა »