დღეს ბრძოლა ორ ფრონტზე წარმოებს!ორივე ბრძოლაში გადამწყვეტია კომუნიკაცია! დააკვირდით როგორ მუშაობს პანდემიის საკითხებზე კომუნიკაციის სისტემა კომუნიკაციის “ფრონტის ხაზზე” არიან საქმის პროფესიონალები: გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია, რატიანი და ა.შ.. სწორედ ისინი გვიხსნიან იმას, რისი პროფესიონალებიც თავად არიან და მთელი სათქმელის 95% ისინი ამბობენჩვენი ექიმები საზოგადოებას უკიდურეს წვრილმანებამდე ყველაფერს უხსნიან და ხშირ შემთხვევაში ვიზუალურ ელემენტებსაც შესანიშნავად იყენებენ (პალატების, ექიმების ვიდეო/ფოტო მასალები პრობლემის …
განაგრძე კითხვა »რატომ “გაიჭედა“ მთავრობა ბიზნესების შემოწმებაში? იდეების კონკურსი დაიწყო
ქვემორე ტექსტი რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩემთვის, არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად. ამის საფუძველზე უკვე წარვადგინე პრობლემის მოგვარების გეგმაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში. ვაზიარებ მათთვის, ვისაც აინტერესებს. მსოფლიო გამოწვევა: დღეს მსოფლიოში ახალი მოთხოვნაა ბიზნესის წინაშე: საქონლისა და მომსახურების მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებს ახალი განზომილება დაემატა – ინფექციური უსაფრთხოებაპანდემიის პიკში ბევრ ქვეყანაში დაიხურა ბიზნესები. როცა მათი გახსნის დრო მოვა, გახსნილმა ბიზნესმა ახალი მოთხოვნები …
განაგრძე კითხვა »STOP COVID აპლიკაცია – ფუჭი უსაფრთხოების იმედი! საფუძვლიანი კრიტიკა
პრობლემა საქართველოს მთავრობის მიერ ავსტრიული ვერსიიდან ადაპტირებული STOP COVID აპლიკაცია დადებიდან 2 საათში 60,000+ ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა და ჩამოტვირთვების რაოდენობა ახლაც იზრდება. ათობით ათას ადამიანს ჰგონია, რომ ეს აპლიკაცია შეატყობინებს როგორც კი კოვიდ ინფიცირებულთან სიახლოვეში აღმოჩნდება. ყველა ცდება! სწორედ ამიტომ ვწერ ამ სტატიას. დავიწყოთ შესავლით მთავრობამ დღეს დიდი სიხარულით გვახარა STOP COVID აპლიკაციის გაშვება, რომლის მიზანი Covid-19-ის 1) ადრეული გამოვლენა …
განაგრძე კითხვა »მწარე სიმართლე: რას გვიმალავენ 150 ლარიანი და 3,447 მლრდ USD-იანი დაპირებების მიღმა?
150 ლარიანი დახმარების თემას რაც შეეხება: გუშინ აი აქ გამოჩნდა პირველად, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარით დაეხმაროსო. ეს IMF-ის საიტია, რომელიც ყველა ქვეყანაში მთავრობების მიერ გაკეთებულ ქმედებებს ერთ ადგილას უყრის თავს ანალიტიკური მიზნებისთვის და მუდმივ რეჟიმში ახლდება. მართლა თუ გგონიათ, რომ იქ რამე ტექსტი (ძველი თუ ახალი) ჩვენი მთავრობის ნებართვის გარეშე მოხვდა, მაშინ “ბარაქალა თქვენს მიხვედრილიობას”…დარწმუნებული …
განაგრძე კითხვა »შიმშილის “თამაშები”: რატომ ვერ დებს მთავრობა ეკონომიკურ გეგმას?
ორ ომში ვართ: ერთი სამედიცინო, მეორე ეკონომიკურში. პირველს პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს. აქ აუგს ვერ ვიტყვი მთავრობის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გამო (ჯერჯერობით). ეკონომიკის ფრონტზე კი კატასტროფული ჩავარდნაა! დღეს, 13 აპრილს, 1 თვე გავიდა 13 მარტს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდამჭერი 6 სასწრაფო ნაბიჯის დაანონსების დღიდან, თუმცა არც კრიზისული და არც პოსტკრიზისული გეგმა დღემდე არ არის დადებული. ყველაზე ცუდი კი ისააა, …
განაგრძე კითხვა »გასკდა მთავრობის აფიორა, ტყუილები და უჭკუობა: პირბადეების წარმოება შეწყვიტეს და ჩინეთში შეუკვეთეს
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონი პირბადე უნდა შეიძინოს. თან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პირიდან გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ კომპანია შპს “ქართულ ტექსტილთან” 500 ათასი პირბადის 570 ათას ლარად შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 26 მარტს დადო, მოგვიანებით კი მოთხოვნილი ოდენობა შეამცირა და 500 ათასი პირბადის ნაცვლად 100 ათასი პირბადის 114 ათას ლარად შესყიდვა …
განაგრძე კითხვა »კორონავირუსი საქართველოში 75,000-100.000-მდე ადამიანს შეიწირავს. კორონომიკა … უფრო მეტს?
? ? კორონავირუსის რეალური საფრთხე: დღევანდელი (ბზობა) დღის ხალხმრავლობები კონკრეტულ შედეგს დადებენ 2 კვირის შემდეგ (აპრილის ბოლოს). ცხადია ვგულისხმობ ეპიდემიის აფეთქებას. მასშტაბი იქნება ძალიან სერიოზული19-20 აპრილის სააღმდგომო ხალხმრავლობები კი თავის სავალალო შედეგებს დადებენ მაისის დასაწყისში. ოფიციალურმა რიცხვებმა არ მოგატყუონ, აღრიცხვა/ტესტირება უბრალოდ ვერ დაეწევა ინფექციის გავრცელების ტემპსმაისის პირველ რიცხვებში მოხდება ეპიდემიის აფეთქება, რაც პიკისკენ გაგვაქანებს მაისის შუა რიცხვებში და ამ დროს …
განაგრძე კითხვა »ღალატი, სირცხვილი და ჩავარდნა: ჯარის ფეხსაცმელს გერმანიაში შეაკერინებენ. რატომ?
“ორ თვეში, მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც აცვია გერმანულ ჯარს. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა “ლოვა” და “ჰაიქსი”. ფორმები კი, ნატოს სტანდარტის იქნება. გამოიკვეთა კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავდა როგორიცაა გუჩი, ლუი ვიტონი და სხვები. შეიძლება ამ კომპანიასთან ჩვენ გავაფორმოთ სტრატეგიული ხელშეკრულება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ჩატარდება თავდაცვის ძალებში არსებული ყველა, ანუ …
განაგრძე კითხვა »ჯობია დროებით შეჩერდეს საქველმოქმედო საქმიანობის დაბეგვრა. ტარიელ ზივზივაძის შეთავაზება მთავრობას!
ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა კომპანიები სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან მათ ვისაც ეს სჭირდება. პრობლემა: მაგალითად, 100 ლარის ღირებულების პროდუქციით დახმარების შემთხვევა კომპანიას უსასყიდლო მიწოდებად ეთვლება. ამ დროს იგი იხდის მოგების გადასახადს 14,96 ლარს და დღგ-ს 15,25 ლარს (ჯამში 30,21 ლარს). არ იბეგრება მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია სახელმწიფო ორგანიზაციას ეხმარება ან ბენეფიციარს აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი (ისიც გარკვეული ლიმიტის …
განაგრძე კითხვა »უხარისხო, წამგებიანი, მთავრობის და საწარმოო სექტორის შემარცხვენელი. მხოლოდ ერთი დადებითი აქვს …
დღეს PSP-ში ვიყიდე ქართული წარმოების პირბადე. 3-ის ყიდვა იყო ლიმიტი, 2 ცალი ნიმუში ვიყიდე. სამედიცინო თვისებებზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ რასაც ვხედავ იმით “აღფრთოვანება” სათაურში ავსახე. უხარისხო რატომ? ეს არის რაღაც ბოდიში და აპუწული მარლის უფორმო მაიმუნობა რეზინიანი საყურეებით (სახელიც არ ვიცი ამას რა ჰქვია), რომელსაც ნაკერი-ნაკერში არ მიუყვება და ორივეს სხვადასხვა ფორმა აქვს, ძაფები ცვივა და ასვენია ასე “საყვარლად” (გაუთოვებაც …
განაგრძე კითხვა »