ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ და როგორ ? ბერავენ წყლით იმპორტირებულ გაყინული ქათმის ხორცს?

რატომ აკეთებენ ამას სწორედ რომ იმპორტიორები?

დავუშვათ ადგილობრივი ნედლი ქათმის ხორცის ფასი ბაზარზე არის კილო 5 ლარი.

როგორ უნდა მოუგოს იმპორტიორმა ადგილობრივ ნედლ პროდუქტს იმპორტირებული გაყინულით, როცა ხარისხით მოგების შანსი ფაქტობრივად არ აქვს?

ცხადია ფასით.

თუ გაყინულის ფასი იქნება 4 ლარი (20%-ით ნაკლები) კილოზე, მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყიდის იაფს, მით უმეტეს საქართველოსმაგვარ ღარიბ ქვეყანაში (75% იმპორტს უჭირავს ჩვენთან).

და რა არის საჭირო ამისთვის? 100 კგ ქათმის ხორცში შევუშხაპუნოთ 25 ლ წყალი და მივიღებთ 125 კგ პროდუქტს.

როგორ?

შპრიცი გინდა? ინებეთ! ინდუსტრიულად დაბერვა გინდათ? ინებეთ!

მკერდების გაბერვა დანადგარით

ქათმების გაბერვა დანადგარით

ქათმების გაბერვა შპრიცით

ესეც შპრიცით

კარგად დაიმახსოვრეთ:

მთავრობის 9 აპრილის (რა დროს ეს იყო?) გადაწყვეტილებით 2020 წლის 20 ოქტომბრამდე იმპორტირებული ქათმის გაყინული ხორცი შეიძლება იყოს დაავადებული და/ან GMO ინგრედიენტებით დამზადებული საკვებით ნაჭყეპი ქათმის, ასევე წყლით გაბერილიც კი და ამას კაციშვილი არ გადაამოწმებს საზღვარზე!