ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გარანტირებული შესყიდვა: ფერმერს / სოფელს მთავრობის სწორედ ასეთი დახმარება აღორძინებს!

ველოდებით ფერმერების მხარდაჭერის დეტალური პროგრამის პრეზენტაციას.

განსაკუთრებულს არაფერს ველი გარდა იმ ტიპის დახმარებებისა, რაც უკვე ყოფილა. გაიხსენეთ ხვნა-თესვის პროგრამებში გადაყრილი მილიარდი, გაიხსენეთ სტიქიური მოვლენების შემდეგ გაცემული დახმარებებით მოსახლეობამ მანქანები რომ იყიდა მასიურად, გაიხსენეთ კოოპერატივების წარუმატებელ პროგრამაში გადაყრილი უამრავი ფული … ყველა ასეთი “დახმარება” იგივე რაც მივაწვეთ ლავში გაჭედილ კახურ ვირს.

არადა არსებობს ერთი გზა, რომელიც არის საუკეთესო: დაანახო ვირს …

როგორ?

მთავრობა წელიწადში 5,000,000,000 (მილიარდი) ლარს ხარჯავს შესყიდვებში. შესყიდვებისას იყიდოს ქართული არის საუკეთესო გზა. თავდაცვის სამინისტრო როგორც ვიცი უკვე ყიდულობს საქონლის ხორცს, ღორის ხორცს და ქათმის ხორცსაც. მაგრამ არ კმარა ეს ამ კრიზისულ ვითარებაში.

გამოაცხადოს მთავრობამ რომ: 2020-21-22 წლის განმავლობაში ნებისმიერი ფერმერისგან, რომელიც კონკრეტულ სტანდარტს დააკმაყოფილებს, ვიყიდი ადგილობრივი წარმოების “ამა და ამ როდუქტის” რაღაც კონკრეტულ რაოდენობას გარანტირებულად საბაზრო ფასი -10 %-ად! საუბარია პროდუქციაზე, რასაც მთავარობა ისედაც ყიდულობს.

დავუშვათ თქვას: “300 მწარმოებლისგან ვიყიდი თითოსგან 2 ტონა ყველს ყოველწლიურად 3 წლის მანძილზე, თუ პროდუქტი აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტს!”

ეს მიდგომა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში წარმოებულ ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. მიმიხვდით ხომ ლოგიკას? 1) გარანტირებული შესყიდვა საბაზრო კონკურენტულ ფასში, 2) 3 წლის მანძილზე, 3) ნებისმიერი ფერმერისგან, 4) რომლის ნაწარმიც დააკმაყოფილებს სტანდარტს!

შედეგი რა იქნებოდა?

  1. ნემსის ყუნწში გაძვრება ყველა და შექმნის პროდუქტს გარანტირებული ხარისხის თამასით და ამაში თამამად აიღებს საბანკო სესხსაც!
  2. წარმოება განვითარდება, რომელიც რაღაც პარტიას გარანტირებულად გაყიდის. დანარჩენს კი ბაზარზე გაიტანს და ფეხს მოიმაგრებს!
  3. შედეგი იქნება წარმოების ბუმი სოფლად, ხალხის დამაგრება რეგიონებში, დასაქმების ზრდა, სოფლის განვითარება და ქვეყნის განვითარება!

ნება უნდა ამას, მეტი არაფერი!