კახური არარაფინირებული ზეთი “სიღნაღი” გამოწვევის მე-11 დღის შენაძენია

დიახ, ვიშოვე … „სიღნაღი“-ს მოსაძებნად მართლა უნდა გაისარჯო ისე, რომ მერე სიტყვა „ვიშოვე“ თქვა … რატომ? ქართული ნედლეული ცოტაა და ცოტა იწარმოება! შემთხვევით მივაგენი სუპერმარკეტში – „ნატურალი“ თბილისში, ც. დადიანის ქუჩაზე, მეტრო ნაძალადევის მიმდებარედ. 100%-იანი მზესუმზირის არარაფინირებული კახური ზეთი “სიღნაღი” თანამედროვე ტექნოლოგიით იწარმოება კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში. მწარმოებელი – შპს “სიღნაღი”. ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   …

განაგრძე კითხვა »

საზღვარგარეთ ქართული რესტორნები, კაფეები, მარკეტები და ონლაინ მარკეტები რომლები იცით?

უამრავმა ჩვენებურმა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ემიგრანტმა მომწერა ამ დღეებში და მკითხა თუ სად, რა და როგორ შეეძლოთ ეყიდათ ქართული ნაწარმი (1-30 დეკემბრის პერიოდში 30 დღიანი გამოწვევა მიმდინარეობს ქართული ნაწარმის პოპულარიზების და გაყიდვების ზრდის მიზნით). სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის პასუხი არ მქონდა. არადა ეს ინფორმაცია ყველას გვაინტერესებს. ამიტომაც მინდა მოგმართოთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს … გთხოვთ მომწერეთ ყველა იმ 1) ქართული რესტორნის, 2) კაფეს, …

განაგრძე კითხვა »

გასინჯეთ „START” – ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი!

პირველი კონტაქტი START-თან ამ ორიოდ თვის წინ შედგა. სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2017-ზე გვქონდა START და მისი ძმობილი პროდუქტი ROCK N ROLL წაღებული. მას შემდეგ START ადგილობრივ ბაზარზეც შევიდა. 1 ლარი ღირს და ქსელში ნელ-ნელა შედის და დღეს სრულიად შემთხვევით წავაწყდი მას ერთ-ერთი სუპერმარკეტში. რა თქმა უნდა ვსტაცე ხელი ორ ცალს და ჩვენს გამოწვევაში მე-10 დღეს წარმოგიდგინეთ. აქვე …

განაგრძე კითხვა »

Frixx რაც ბაზარზე შემოვიდა, მას შემდეგ იმპორტული ჩიპსი არ მიყიდია!

2015 წელს შემოვიდა Frixx ბაზარზე … კი არ შემოვიდა, შემოიჭრა! თან აგრესიული მარკეტინგით. მეც, მას შემდეგ იმპორტული არ მიყიდია! დღეს, 2 წლის შემდეგ Frixx დიდიან-პატარიანად ყველამ იცის … ბოლოს როდის იყიდეთ ქართული ჩიპსი? შეფუთვაზე თუ დააკვირდებით პირდაპირ არის მითითებული კარტოფილის მომყვანი ის ფერმერები, რომელთა მოსავალზეცაა დამზადებული Frixx. დასაფასებელი სვლაა კომპანიის მხრიდან!   ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … …

განაგრძე კითხვა »

„ფრეკო“-ს კარტოფილი ფრი გაგისინჯავთ?

ეს უნიკალური პროდუქტი ახალციხეში მოყვანილი კარტოფილის გადამუშავებით მიიღება … რა თქმა უნდა ინოვაციურია და რა თქმა უნდა მათთვისაცაა, ვინც სახლისთვის აპირებს შეძენას და შეწვა/მოხარშვას და მათთვისაც (რესტორნები, კაფეები, სასტუმროები), რომელთაც ასეთი ნახევარფაბრიკატი ურჩევნიათ შემდგომში გამოსაყენებლად. ეს შეკვრა ვიყიდე ფრესკოში. 2.5 კილო 10.52 ლარი ღირდა. დიდი შეკვრები იყო მხოლოდ. დღეს საღამოს კი შევწვით ოჯახში და გალბიას ტყემალთან ერთად ფრიად ვისიამოვნეთ! განსაკუთრებით …

განაგრძე კითხვა »

დღე 9: ფრესკოში შეძენილი გალბიას მწვანე ტყემალი

ფრესკოში „მისიით“ მისულმა შემთხვევით მოვკარი თვალი დახლზე … „გალბია“, როგორც ბრენდი ვიცოდი რომ არსებობდა და ტყემალს აწარმოებდა … საიდან? გამოწვევიდან, ერთ-ერთმა ჩვენებურმა შეიძინა და ვიდეო გააზიარა … ჰოდა ვიყიდე! ეს 250-იანი 1.55 ლარი ღირდა … მინიმუმ უნდა იყიდო ხოლმე და უნდა გასინჯო როცა ასეთი ფასი აქვს! თან ადრე არ გამისინჯია ეს ერთი, და მწარმოებელს ჯერ არ ვიცნობ ეს მეორე. დღეს …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 23-24 დეკემბერს ბათუმში, ბათუმი მოლში Argani New Year Market გაიმართება

ძვირფასო მეგობრებო! 23-24 დეკემბერს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში – Batumi Mall შედგება ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “Argani New Year Market“. 2 დღის განმავლობაში 5,000-მდე სტუმარს და მყიდველს დატვირთულ სავაჭრო ცენტრში დახვდება უამრავი სახის ხელნაკეთი ქართული ნაწარმი, აქციები, სპეციალური გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის ანიმატორების მონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობები, ბავშვების ნახატების გამოფენა და გაყიდვა (აუქციონი). შედგება მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ქმნი ხელნაკეთ ნაწარმს? გაინტერესებს …

განაგრძე კითხვა »

დიეტური და დიაბეტური კვებისათვის: ნექტარინის სალსა!

დღეს სპეციალურად ვიყავი მისული სუპერმარკეტ “ჯორჯიტა”-ში, რომ მენახა რა იყიდებოდა ქართული. რამოდენიმე „აღმოჩენა“ პროდუქტი ვიყიდე კიდეც. საერთოდაც, თუ რამეს ქართულს ქმნით და ქსელში შეტანა გაინტერესებთ, ჯორჯიტა-ში ნამდვილად აქვს ქართული ნაწარმის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. ასე რომ, დანარჩენი თქვენზეა პატივცემულ მწარმოებლებო … ნექტარინი … კომპანია, რომელიც უნიკალურ პროდუქციას აწარმოებს. ეს არის დიეტური და დიაბეტური კვებისათვის გამიზნული პროდუქცია, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია …

განაგრძე კითხვა »

დღე 8: ნენა, ლეღვის მურაბაააააა … თითებს ჩაიკვნეტთ ნენა …

ჰე, აბა ასწიოს ხელი ვინმემ და მითხრას, რომ რომელიმე იმპორტული ლეღვის მურაბა მოიპოვება საქართველოს ბაზარზე ან ამაზე ხარისხიანი ან ამაზე უკეთეს ფასში … ვერ ნახავთ! დღეს სპეციალურად ვიყავი მისული სუპერმარკეტ “ჯორჯიტა”-ში, რომ მენახა რა იყიდებოდა ქართული. რამოდენიმე „აღმოჩენა“ პროდუქტი ვიყიდე კიდეც. საერთოდაც, თუ რამეს ქართულს ქმნით და ქსელში შეტანა გაინტერესებთ, სუპერმარკეტ “ჯორჯიტა“-ში ნამდვილად აქვს ქართული ნაწარმის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. …

განაგრძე კითხვა »

დღე 8: ჯორჯიტაში შეძენილი „დემა“-ს 100% ნატურალური ხელნაკეთი საპონი

დემა … ქართული, 100% ნატურალური და ხელნაკეთი საპონი, რომელიც მარკეტინგულადაც მოწესრიგებულია და არა მხოლოდ. საერთოდ, kar.ge-ზე რომ პროდუქტს დავდებთ, იმას ბევრი კომენტარი არ სჭირდება ხოლმე, პირდაპირ ყიდვა სჭირდება. და ეხლაც პირდაპირ დემას FB გვერდისკენ გადაგამისამართებთ. 3 რამ უნდა იცოდეთ: ეს ხელნაკეთი საპონია, ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და იაფი არაა, 8 ლარი გადავიხადე, ჯორჯიტაში შევიძინე. თუმცა ვისაც ესმის ამ თემის „ფასი“, ის …

განაგრძე კითხვა »