ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ იზრდება ? ფასები კატასტროფულად?

საყიდლებზე ალბათ გადიხართ ხოლმე. ხედავთ ხომ ზოგიერთი პროდუქტის გარდა (პური მათ შორის) პირველად მოხმარების ფაქტობრივად ყველა პროდუქტზე ფასს ? ცეცხლი რომ უკიდია? კიტრია და 4,5 ლარამდეა კილოს ფასი, ვაშლია და 5 ლარამდე ავიდა, ხორცის ფასმა სულ გაუბერა და ა.შ. რასაც ერთი გასვლაზე 60 ლარი ჰყოფნიდა, 80 ლარიც აღარ ჰყოფნის უკვე.

მე რამდენიმე ობიექტურ მიზეზს მე გეტყვით. დანარჩენი თქვენ დაამატეთ ქვემოთ კომენტარებში:

  1. უარყოფილი მოლოდინი. პანდემიაა, ხალხს ცუდი მოლოდინები აქვს მიუხედავად იმისა რომ ეპიდემიის სიტუაციის კონტროლი ჩვენთან კარგად მიმდინარეობს. წინ ივნისია, როცა ასობით ათას ადამიანს სესხების გადახდა უკვე თავად მოუწევს. ასობით ათასმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. დაანონსებული დახმარებები ცოტას მიეცემა და მართლა ცოტაა. ეკონომიკის გახსნის პროცესი როგორ წავა ჯერ არ ვიცით. და ეს ყველაფერი როდის დასრულდება ისიც არ ვიცით. ეს ყველაფერი ზრდის განუსაზღვრელობას, რაც ფასებზე გამყიდველების “ღორობის ხარისხის” მიხედვით აისახება.
  2. ბაზრები. ბაზრების დახურვამ (ამ სტატიის წერის მომენტში საქართველოს 80 აგრარული ბაზრიდან ოფიციალური ინფორმაციით 28 არის მხოლოდ გახსნილი, მათგან ნაწილი ნაწილობრივ) ან რაც გაიხსნა იმათმა არასრულმა გახსნამ (ბაზრების მხოლოდ ის ნაწილებია გახსნილი, სადაც ხერხდება დადგენილი გაიდლაინების დაცვა) ერთი მხრივ გამოიწვია ის, რომ გლეხების / ფერმერების პროდუქცია დახლზე ფიზიკურად ვერ ხვდება (და სადაც ეს ხერხდება, შედარებით ძვირი ჯდება), მეორეს მხრივ კი თუ ხვდება, მყიდველი ბევრია გამყიდველი ცოტა და ფასი ამ დროს ბუნებრივად იზრდება.
  3. ბაზრების ამ პრობლების გამო მყიდველთა დიდი ნაკადი დააწვა მარკეტებს. საქართველოში 5,000-მდე მარკეტია და აქედან 20%-მდე ქსელური. ფასწარმოქმნის სტრუქტურა სხვადასხვაა აგრარულ ბაზარში, საბითუმოში, უბნის მაღაზიებში, ქსელურებში, ჰიპერმარკეტებში. ქსელურებში ბაზრებთან შედარებით ისედაც მაღალი ფასი იყო. ვირუსისგან თავდაცვის დამატებით ღონისძიებებს კიდევ თავისი ხარჯი აქვს და ესეც მყიდველს აწვება.

სადამდე გაგრძელდება ასე?

თქვენი აზრით კიდევ რის გამო იზრდება ფასები?