KAR.GE

უნიკალური ისტორიული ფოტოები

უნიკალური ისტორიული ფოტოები

ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ გაასაჯაროა George Kennan-ის [1845-1924] მიერ თავმოყრილი ფოტოალბომი [ყველა ფოტო მისი გადაღებული არ ჩანს], რომელიც ამ ადამიანმა ზოგი გადაიღო ზოგი კი შეკრიბა მისი კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის შედეგად 19 საუკუნის ბოლოს. ყველა ფოტო [400-მდე] შეგიძლიათ ნახოთ აქ, ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ვებსაიტზე. აქ კი მხოლოდ რამოდენიმე ჩმოვტვირთე, რომ თვალმა გაიხაროს …

განაგრძე კითხვა »

სამეცნიერო კვლევა იმის დასადასტურებლად რომ ღვინის სამშობლო საქართველოა

ღვინის სამშობლო

არ ვიცი რამდენად მართალია [წყარო კი სერიოზულია, ფაქტია], მაგრამ როგორც 2016 წლის 4 იანვარს Georgia Today-ზე დაწერილი ეს სტატია იუწყება ეროვნული ღვინის ადმინისტრაციის ინიციატივით NASA ატარებს შესწავლას, რომელმაც უნდა დაადასტუროს რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. ჰმ, რა გითხრათ … მოხიბლული ვარ ღვინის ადმინისტრაციის ძალისხმევით, მაგრამ ვერაფერი მის ვებსაიტზე ვერ ვნახე. თუ ასეთი სერიოზული კვლევა მიდის ღვინის სააგენტოს ვებსაიტზე არაფერი ნახსენები …

განაგრძე კითხვა »

რითი არწმუნებს CNN მკითხველს რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

რითი არწმუნებს CNN მკითხველს რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

სტატია 2 კვირის წინ დაიწერა, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველი მსგავსი წარმატება გვახარებს. აშკარაა, რომ CNN ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ამ და მსგავსი ძალისხმევების გამო იყო, რომ 2015 წელს 5 მილიონზე მეტი შემოსვლელი შემოვიდა საქართველოში [აქედან თითქმის ნახევარი ტურისტი]. მადლობა ყველა ჩვენს საერთაშორისო მეგობარს. ამჯერადაც CNN საზოგადოებას Top 16 ადგილზე ურჩევს, რომელიც აუცილებლად მოინახულოს. პრინციპში რატომაც არა რო? ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყნად …

განაგრძე კითხვა »

15 ახალგაზრდა მეტეორი – The Telegraph მიხედვით. და ვასილ ლობჟანიძე მათ შორის …

ვასილ ლობჟანიძე

The Telegraph-ის სპორტის განყოფილებამ ვასილ ლობჟანიძე იმ საუკეთესო 15 ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეს შორის დაასახელა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს. 15 ახალგაზრდა მეტეორი – ასე მონათლა Mick Cleary-მ ეს სიმბოლური ნაკრები, რომელთაგან თითოეული  25 წლამდე ასაკისაა და 20-ზე მეტი მატჩი არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში. ვასილ ლობჟანიძე ასე ჰყავს დახასიათებული ჟურნალისტს: ეს კაცი რომ Kiwi-ში დაბადებულიყო უკვე სუპერვარსკვლავი იქნებოდა იმის გამო, რომ 18 …

განაგრძე კითხვა »

წამიყვანე საქართველოში – Brightside.me საქართველოს შესახებ

წამიყვანე საქართველოში

კიდევ ერთი შთამაგობენელი სტატია საერთაშორისო ვებ პორტალზე, რომელიც თავისი სულისშემძვრელად ეფექტური სურათებით მნახველს საქართველოში სტუმრობას შთააგონებს. http://brightside.me/ – პოზიტივზე და სიახლეზე ორიენტირებული ონლაინ გამოცემაა, რომელსაც Facebook-ზე 4,1 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეწვიეთ სტატიას და დატკბით. აშკარაა, რომ გამოცემა ძალიან კარგად უგებს თავის მკითხველს. სურათები ხომ თავისთავად აჩვენებენ სათქმელს? ანუ რითი „აღიზიანებს“ მნახველს? … რომ საქართველო ეს არის … სულისშემძვრელი ხედები …

განაგრძე კითხვა »

საერთაშორისო გამოცდილება – Buy Small, Buy Local, Buy Georgian!

საერთაშორისო გამოცდილება

როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რასაც მოძრაობა kar.ge ჰქვია აუცილებელია სწორი მიმართულებით წარმართო ძალისხმევა, თუმცა ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დაიწყო. საჭიროა შევისწავლოთ რა გაუკეთებიათ სხვა ქვეყნებში და ამ ცოდნისა და გამოცდილების ფონზე მოვიფიქროთ ის, რაც საქართველოში იმუშავებს. ამას ჩვენ ვაკეთებდით, ვაკეთებთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაკეთებთ 2016-ში. სწორედ ამიტომ მინდა ერთი სტატია გაგიზიაროთ, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ISET Policy Institute -ის ბლოგზე. …

განაგრძე კითხვა »

იცოდით, რომ ქართული ჯარი ქართული ხორცით უკვე იკვებება?

ქართული ხორცი

გახსოვთ ხომ თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მაგარი ინიციატივის შესახებ რომ გაცნობეთ ამ ერთი თვის წინათ? ძალიან გამიხარდა ეს ამბავი მაშინ. ხუმრობა საქმე ხომ არაა 6 მილიონი ლარის ხორცის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადო?! თუმცა საქმე ამით მხოლოდ იწყებოდა. ამ დრომდე უკვე თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის ქართული ხორცით მომარაგებაზე რამოდენიმე ტენდერი 15 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტით გამოაცხადა და როგორც ჩანს საქმე უკვე რეალურად დაიძრა. …

განაგრძე კითხვა »

ერთად მოვინდომოთ და ზაზა ფაჩულია ALL-STAR 2016-ში ითამაშებს!

ერთად მოვინდომოთ და ზაზა ფაჩულია ALL-STAR 2016-ში ითამაშებს!

მეამაყება ამ კამპანიაში მონაწილეობა … უკვე გვაქვს კიდეც საქმე საამაყოდ … ჩართვის დღიდან ამ ტექსტს – ‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia ყოველდღიურად ვწერ ჩემს Facebook პროფილზე … ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი. განსაკუთრებით გასახარი კი იყო გუშინ, შობა დღეს NBA Georgia – Facebook ჯგუფიდან იმის გაგება, რომ ძალისხმევამ შედეგი უკვე მოიტანა … 194.441 ხმით Zaza Pachulia მე-8 ადგილზეა. არადა ამ ათიოდე დღის …

განაგრძე კითხვა »

ნებისმიერი შრომა დასაფასებელია?

შრომა

“იცოდე, რომ ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და განსაკუთრებულად შესაფასებელიც. ამიტომ, ჯერ საკუთარი შრომის ფასში გაერკვიე და მერე ის ფასი შესთავაზე დამქირავებელს.” დავით სარაჯიშვილი, 1848-1911   ეს რჩევა ალბათ სამუშაოს მაძებართ უფრო გამოადგებათ, მაგრამ არა მხოლოდ … პრინციპში რაც აქ წერია, ეხლაც ძალაშია, ამიტომ განსაკუთრებულს ვერაფერს დავამატებ. დააკვირდით ტექსტს, გაიაზრეთ და გამოიყენეთ …

განაგრძე კითხვა »