ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რითი არწმუნებს CNN მკითხველს რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

რითი არწმუნებს CNN მკითხველს რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

სტატია 2 კვირის წინ დაიწერა, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველი მსგავსი წარმატება გვახარებს. აშკარაა, რომ CNN ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ამ და მსგავსი ძალისხმევების გამო იყო, რომ 2015 წელს 5 მილიონზე მეტი შემოსვლელი შემოვიდა საქართველოში [აქედან თითქმის ნახევარი ტურისტი]. მადლობა ყველა ჩვენს საერთაშორისო მეგობარს.

ამჯერადაც CNN საზოგადოებას Top 16 ადგილზე ურჩევს, რომელიც აუცილებლად მოინახულოს. პრინციპში რატომაც არა რო? ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყნად და საქართველოში რომ ნამყოფი არ იქნები, ადამიანი გქვია შენ?

რატომ უნდა ჩამოვიდეს ადამიანი საქართველოში [CNN -ის გადმოსახედიდან]?
არქიტექტურა, კულტურა, სანახაობა და კიდევ მეტი …
მთები, რომელიც იზიდავენ ექსტრემალებს…
თოვლით დაფარული მწვერვალების შეზრდა მწვანე მინდვრებთან …
უძველესი ეკლესიები, ნაგებობები …
დიდ ფართობზე გადაფენილი ვენახები …
+
იაფი ფრენა, ახალი მარშრუტები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, სასტუმროების სისტემა სწორედ ისაა, რითაც საქართველო 2016-ში გაგვახარებსოო …

აქ კიდევ ბევრი ისეთი პლიუსია ჩამოთვლილი, უცხოელის თვალს რომ ესიამოვნება. ისიც კია მითითებული, თუ როდის ჯობია ჩამოსვლა [თებერვლიდან ნოემბრამდე]. დამოუკიდებლობის დღეც კი არის მითითებულია, 26 მაისი.