KAR.GE

როგორ „მუშაობს“ kar.ge საინფორმაციო მხარდაჭერა?

საინფორმაციო მხარდაჭერა

დამოკიდებულება გადამწყვეტია! საქმე პატარა იქნება თუ დიდი, თუ აკეთებ უნდა ბოლომდე დაიხარჯო, თუ არა და არც უნდა მიეკარო. ასე მგონია მე! 2 კვირის წინ გავიგე, რომ ყველის სახლში დამბალხაჭოობა იგეგმებოდა. ჰოდა ორგანიზატორებს kar.ge საინფორმაციო მხარდაჭერა შევთავაზე. ნაბიჯი იყო გაბედული, ამბიციურიც, მაგრამ საჭიროც; kar.ge ხომ სწორედ მსგავსი აქტივობებისათვის შევქმენით. თანაც საიტზე სხვადასხვა დადებული შინაარსზე რეაქციებიდან გამომდინარე უკვე „ვიგრძენი“ ჩვენი აუდიტორიის ინტერესი …

განაგრძე კითხვა »

ჰოლანდია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ჰოლანდია

ჰოლანდია … გვიყვარს ჰოლანდიური ყვავილები, ყველი და ფეხბურთი … თუმცა 117,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 400,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა! დახარჯე ქართულ პროდუქციაში და მიიღებ ყველსაც, ყვავილსაც და ფეხბურთსაც!   დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! მონაცემების წყაროა – http://geostat.ge

განაგრძე კითხვა »

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ნელი ტეტუნაშვილი

ნელი ტეტუნაშვილი

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. kar.ge ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და მგონი მყარადაც. kar.ge ისტორიას თუ გადავხედავთ და მისიას გავიხსენებთ აუცილებლად მივხვდებით, რომ მასშტაბის ზრდა ერთადერთი სწორი გზაა. ეს კი ნიშნავს ყველა მხარდამჭერის/კეთილის მსურველის ჩართვას საერთო საქმეში, ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზების კარგ საქმეში. ამიტომ დღეიდან ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ მოკლე სტატიებს kar.ge საქმეში …

განაგრძე კითხვა »

kar.ge მსმენელი, kar.ge მასპინძელი და kar.ge სტუმარი რადიო კომერსანტში

რადიო-კომერსანტი

მადლობა შოთა გულბანს მოწვევისათვის და რადიო კომერსანტს ეთერის დათმობისათვის. მოკლედ და გასაგებად ავხსენით რატომ უნდა ვაკეთოთ კარგი ქართული საქმე, და რაც მთავარია როგორ უნდა ვაკეთოთ იგი. სპოილერი მათთვის, ვისაც მოსმენა ეზარება: ქართული წარმოების პროდუქცია უნდა იყიდოთ და ასე გააკეთებთ ნამდვილ ქართულ კარგ საქმეს. თუ გაინტერესებთ kar.ge საქმეში ჩართვა, უბრალოდ დამიკავშირდით Facebook-ით. თქვენი მხარდამჭერა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

განაგრძე კითხვა »

ასე ბიჭებო, დავიპყროთ მსოფლიო – ფიროსმანის ნამუშევრებით გაფორმებული კოლექცია!

ფიროსმანი firosmani

რუსეთში მოღვაწე დიზაინერმა ალექსანდრე არუთუნოვმა 2015-2016 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე, ფიროსმანის ნამუშევრებით გაფორმებული კოლექცია წარმოადგინა. აი ისინიც:   P.S. იცოდით რომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული, ხოლო 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი?

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო! – გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დასახელდა

იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო! ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა”, გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დაასახელა. გამოცემამ, 23 ულამაზეს ტაძარს შორის, გერგეთის სამებას მე-6 ადგილი მიანიჭა. “ყაზბეგის მწვანე და თეთრი მთების შერწყმა, ტაძარს ჯადოსნურს ხდის“- წერს გამოცემა. მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა”. P.S. …

განაგრძე კითხვა »

გერმანია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

გერმანია-germany

გერმანია … რაგბში ვუგებთ, მაგრამ ფეხბურთში გვიგებენ. რაღაცით მაინც გავიხაროთ ხო გული? 396,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 1,200,000,000 [მილიარდი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა! დახარჯე ქართულ პროდუქციაში და მიიღებ გერმანულზე არანაკლებ ხარისხს!   დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! მონაცემების წყაროა – http://geostat.ge

განაგრძე კითხვა »

რუმინეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

რუმინეთი

რუმინეთი … ხედავთ რუმინეთი როგორ “ლელო[ებ]ს” გვიდებს? მცირედი ანალიზის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ დისბალანსის უდიდესი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. რას ვიზამთ, ეს იმპორტი ალბათ ძნელი ჩასანაცვლებელი იქნება თუ საქართველოში რამე სერიოზულმა საბადომ არ „ამოხეთქა“ ან “ტუზი” არ დაგვეცა … დიდი და მცირე ჰესების მიმართულების განვითარებაა აუცილებელი. სამწუხაროდ დიდი ხანია მსგავსი სერიოზული ენერგეტიკული პროექტის შესახებ არაფერი მსმენია. თუმცა ქარის ენერგიის გამოყენებასთან რაღაც …

განაგრძე კითხვა »

1 ლარით გაბრწყინებული იბერია …

იბერია

რაოდენ მომხიბლავიც არ უნდა იყოს კარგი ქართული საქმის კეთების იდეა, რაც არ უნდა ყიდულობდე მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციას, მაინც გინდა ადამიანს საერთო საქმეში შენი წვლილის რიცხვებში დანახვა. ამიტომაც დღეს გადავწყვიტე შენ, რაციონალურად მოაზროვნე მყიდველს ციფრებში დაგანახო “რა სარგებლობა მოაქვს მამალს” (და რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალურად მიღწევადია). დავუშვათ ხელში გიჭირავს 1 ლარი და გინდა გადაწყვიტო ქართულ პროდუქტში დახარჯო თუ იმპორტირებულში; …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ: ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველესი 16 ქალაქის სიაში

ქუთაისი & მცხეთა

ბრიტანული გამოცემა The Telegraph ალბათ გსმენიათ. ტურიზმისათვის მას მთელი სექცია აქვს აი აქ. ჰოდა ამ სექციის ჟურნალისტმა Lizzie Porter მა ისეთი ივაჟკაცა [ანუ სტატია დაწერა], რომ ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველეს 16 ქალაქს შორის დაასახელა. მცხეთა მე-14 ადგილზეა. სტატიის მიხედვით მცხეთაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1,000 წლით ადრე ნაცხოვრება მოსახლეობა. ქუთაისი კი მე-9 ადგილზეა. ნათქვამია, რომ აქ ადამიანები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში …

განაგრძე კითხვა »