ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ბებოს მზესუმზირა

ქართულია & kar.ge-ა გაგისინჯავთ შპს “ჯორჯიან პროდუსერს”-ის მოხალული მზესუმზირა? ამ მზესუმზირას “ბებოს მზესუმზირა” ეწოდება. იგი ოდნავ მარილიანი და მოხალულია. კარგ გემოსთან ერთად მზესუმზირის სასარგებლო თვისებებზეც მინდა გესაუბროთ. მზესუმზირის მარცვალი შეიცავს მინერალებს, რომლებიც აუმჯობესებენ ძვლების სტრუქტურას. გარდა კალციუმისა ძვლებს ესაჭიროება მაგნიუმი და სპილენძი, მზესუმზირა კი შეიცავს ყველა ამ მინერალს. მაგნიუმი რომელიც მზესუმზირის თესლში მოიპოვება ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, აგარიდებთ სტრესს, დაგეხმარებათ დაძაბული სამუშაო …

განაგრძე კითხვა »

ბიუ-ბიუ – ქართულ სიმინდზე გაზრდილი

ბიუ-ბიუ

ქართულია & kar.ge-ა! „ქართულ სიმინზე გაზრდილი“ – ამ სლოგანის დანახვაზე ყოველთვის ქართული ფილმი – „უდიპლომო სასიძო“ მახსენდება, სადაც ერთი ფრთიანი ფრაზაა – „ღორი მაშინაა კარგი, როცა იგი არის იაფი“. ღორი იქით იყოს და როგორ უნდა იყოს იაფი ქათამი, რომელიც სიმინდზეა გაზრდილი? როგორც ჩანს ბიუ-ბიუ-მ მიაგნო „ფორმულას“ და უკვე რამოდენიმე წელია გემრიელი ქათმის ხორცით გვანებივრებს. წონაც, ფასიც და შესყიდვის ადგილიც მითითებულია …

განაგრძე კითხვა »

მიწის თხილი – OPA

ქართულია & kar.ge-ა! „OPA“ ასე ჰქვია  ჩემს დღევანდელ პროდუქტს და ეს არის მოხალული მარილიანი მიწის თხილი, საკმაოდ მოზრდილი მარცვლებით და ზომიერი მარილით, მარცვლებთან ერთად შეფუთვაში აღმოაჩენთ ასევე პატარა პაკეტს შავი ფხვნილით და წარწერით Do not eat, ფხვნილი სავარაუდოდ მარცვალს იცავს დაძველებისგან. სამწუხაროა რომ ამ პატარა პაკეტზე მხოლოდ ინგლისურ ენაზეა მითითებული გაფრთხილება. შემადგენლობა: მიწის თხილი, მარილი, პალმის ზეთი. სასაქონლო ნიშნის მფლობელი …

განაგრძე კითხვა »

სულგუნი სანებო

ქართულია & kar.ge-ა! იცოდით, რომ სულგუნი სანებო წარმოების პროცესში ადამიანის ჩაურევლად მზადდება? ქართველ გურმანებს ნამდვილად ვერ გააკვირვებს სანებოს სულგუნის გემო, თუმცა გემრიელია, ადვილად ხელმისაწვდომია და ჩემთვის ერთადერთი არჩევანია როდესაც რიგით სუპერმარკეტში ვაპირებ სულგუნის ყიდვას. სულგუნი 45% პროტეინები 23.5 გრ. ცხიმი   22.5 გრ.. ენერგეტიკული ღირ. 296 კკალ. წონა ნეტო: 500 გრ, 1.კგ სულგუნის გარდა სანებო აწარმოებს შებოლილ სულგუნს, „ალპურს“, მდნარ ყველს, როგორც …

განაგრძე კითხვა »

უგემრიელესი მეგრული აჯიკა

ქართულია & kar.ge-ა! ტრადიციული მეგრული საკვები უხვი  და ცხარე საკმაზით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა. მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკმაზს იყენებს, ძირითადად საწებლების სახით. ტრადიციულ …

განაგრძე კითხვა »

თოლიას პელმენი „ქალაქური“

ქართულია & kar.ge-ა! როცა სანდრო (ჩემი მეუღლე) გაციებულია და წევს, რაღაც ისეთი მოუნდება ხოლმე რასაც ხშირად არ მიირთმევს და რაც სწრაფად მომზადდება. ასეთი მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია. სასწრაფოდ მივდივარ უახლოეს მარკეტში და მაცივარში ვპოულობ – თოლიას პელმენი „ქალაქური“. 15 წუთში მეუღლე დანაყრებულია და მეც წყნარად ვჯდები და მწარმოებელზე ინფორმაციის მოძებას ვიწყებ. ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ თოლიას ვებსაიტი არ ექნებოდა. ასეთებიც ხდება. ინტერნეტში ძებნისას მხოლოს …

განაგრძე კითხვა »

კამპა– ნატურალური წვენი

ქართულია & kar.ge-ა! კამპა – ჩემი, შენი, ჩვენი წვენია, რადგანაც ნატურალური პროდუქტია, ხილის ნექტარის მინიმალური მასური წილი 50%– ია, ის არ შეიცავს კონსერვანტებს და ემულგატორებს. წვენს აწარმოებს შპს. „კამპა“. კომპანია სერთიფიცირებულია ISO 9001 და HACCP მიხედვით. მე შევიძინე კამპას  ატმის და ბროწეულის წვენი 200 გრამიანი მუყაოს შეფუთვით, ფასი 0.75 ლარი. ატმის წვენი გავსინჯე და ურიგო ნამდვილად არ იყო მომეწონა, აი …

განაგრძე კითხვა »

იოგურტი სანტისიმო ამორე ტირამისუ

ქართულია & kar.ge-ა! სანტეს პროდუქციის ფანი და დიდი იოგურტომანი ვარ. ხოდა როგორ შეიძლება არ მიყვარდეს სანტისიმო ამორე ტირამისუ – დახვეწილი, საოცარი გემო. ესაა სასარგებლოსა და სასიამოვნოს სასწაული ნაზავი, ოდნავ მომჟავო, არა ძალიან ტკბილი ტირამისუს იოგურტის დესერტი მართლაც განუმეორებელია. სანტისიმო ამორეს სატელევიზიო რეკლამაში გოგონა გვეუბნება – დიახ, ეს შესაძლებელია. შესაძლებელია გემოს საშუალებით სხვადასხვა ქალაქებს ვესტუმროთ. საიტზე პროდუქტის აღწერა გვამცნობს: „იოგურტი სანტისიმო …

განაგრძე კითხვა »

ეფექტი ჩაი გადამარჩენს ეხლა მე?

ეფექტი ჩაი

ქართულია & kar.ge-ა! ვერც ლარი გვყავს ჯანზე და ადამიანებსაც გრიპმა და გაციებებმა დაგვრია ხელი. ჩვენი kar.ge გუნდის ნახევარიც დაფენილია სამწუხაროდ. დიდხანს ვუძალიანდი, მაგრამ დღეს უკვე აშკარად შევატყე, რომ რაღაც უნდა შევაშველო … ჰოდა ეფექტი ჩაიც აქვეა. პირველად ეფექტი ჩაი ჯერ კიდევ ჩემი დეკემბერის გამოწვევისას გამოვიყენე და მაშინ მიშველა, 1-ზე მეტი არ დამილევია [არადა 2 ვიყიდე]. ეხლაც მივირთვი ის შემორჩენილი, თუმცა …

განაგრძე კითხვა »

“მილკო ფუდის” არაჟანი

ქართულია & kar.ge-ა! დღეს დავაგემოვნე “მილკო ფუდის” არაჟანი. ეს იგივე “ეკო ფუდის” პროდუქციაა, რომელმაც სახელი გარკვეული მიზეზების გამო შეიცვალა. მათ ასევე შეცვალეს პროდუქციის შეფუთვაც, რაც თვალში მოსახვედრია; ღია მწვანე ფერიდან გადავიდნენ ლურჯ შეფუთვაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიჯი შეიცვალეს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უგემრიელეს რძის პროდუქტებს აწარმოებენ, მაგრამ უგემური ნამდვილად არ არის. არაჟანს მსუბუქი და სასიამოვნო გემო აქვს. თავსახურზე გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის …

განაგრძე კითხვა »