ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ტომატის პასტა – მარნეული

ქართულია & kar.ge-ა! ცნობილია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი პირდაპირ კავშირშია სწორ კვებასთან, ამიტომ უპირატესობას ნატურალურ პროდუქციას ვანიჭებთ, ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია მარნეულის ტომატის პასტა, რომელიც დამზადებულია ნატურალური პომიდვრისგან, არ შეიცავს დანამატებს და არაგენმოდიფიცირებულია. აქვე დავამატებ, რომ პომიდორი უამრავ ვიტამინს შეიცავს, ის ასევე მდიდარია ლიკოპენით, ეს უკანასკნელი კი პიგმენტია რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს. ლიკოპენი პომიდვრისა და მისგან წარმოებული ყველა პროდუქტის ჯადოსნური …

განაგრძე კითხვა »

ჭარბი წონა – ავადმყოფობაა!

dieturi puri margi დიეტური პური მარგი

ქართულია & kar.ge-ა! მომიტევეთ პირდაპირობისთვის მაგრამ ზუსტად ასეა: ჭარბი წონა ავადმყოფობაა! მეც ვიყავი ავად  და ვფიქრობ რომ კვლავ არ განმიკურნავს საკუთარი თავი ამ დაავადებისგან ბოლომდე, თუმცა დაუღალავად, უშრეტი მოტივაციითა და თვითმოტივაციით ვაგრძელებ პროცესს. 2 წლის წინ 30 კილოგრამით მეტი ვიყავი, დიახ ზუსტად ამდენით, მხოლოდ მაშინ დავიწყე წონაში კლება,როცა გავაცნობიერე, რომ ვიყავი ავად, დავიწყე მკურნალობა. ყოველ საღამოს ვსეირნობდი ფეხით მინიმუმ 2 …

განაგრძე კითხვა »

სამარხვო პანეტონე (კულიჩი)

ქართულია & kar.ge-ა! დაიწყო დიდი მარხვა და თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% მარხულობს, შესაბამისად დღეს მინდა გაგაცნოთ საქართველოში დამზადებული ტკბილი სამარხვო კულიჩი, თუმცა ვფიქრობ დასახელებაში პროდუქტი კექსად, რომ ყოფილიყო მოხსენებული უკეთესი იქნებოდა. სასურველია საქართველოში წარმოებულ პროდუქტს დასახელებაც ქართული ჰქონდეს. 500 გრამიანი პანეტონე 2.80 ლარი ღირს. რაც შეეხება გემოს წააგავს არც ისე გემრიელ სააღდგომო პასკას ქიშმიშის მცირე რაოდენობით, ალბათ ცოტა სიტკბოს დამატებაც …

განაგრძე კითხვა »

სუნელები გემოს ინსპირაციისავის

ქართულია და kar.ge როცა დახლს ვუახლოვდები, მაქვს მოთხოვნილება რომ სამიზნე ობიექტი იყოს კარგად შეფუთული, ჩემს საჭიროებებზე მორგებული მახასიათებლებით და რაღაც უფრო მეტიც ვიდრე მჭირდება. ეს რაღაც, უფრო მეტი, ბუნდოვანი, არაკონკრეტული და მეტწილად სიტყვად გაუცხადებელი მოთხოვნილებაა. ჩემი სამომხმარებლო ერთგულება მეწარმის მხრიდან ამ გაუცნობიერებელ მოთხოვნებზე პასუხით იზომება. კულინარიული ექსპერიმენტები მომწონს. საყიდლებზეც მეტ-ნაკლებად მონიშნული სურვილებით მივაბიჯებ ხოლმე. მაგრამ ისეთ სამოყვარულო სფეროებში, როგორიც ჩემთვის …

განაგრძე კითხვა »

ხინკალი თითთათმანით გიჭამიათ?

თითთათმანი

ქართულია & kar.ge-ა! ხინკლის მირთმევის ახალი მეთოდი აღმოჩენილია … გაფრთხილება: თითთათმანი ჯერ არ იყიდება. ვიდეო იდეის ავტორმა გადაიღო და გამომიგზავნა, თან თითთათმანის რამოდენიმე ნიმუში გადმომცა და მთხოვა რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის მეჩვენებინა, რომ იქნებ პარტნიორი მოძებნოს რეალური ბიზნესის დასაწყებად. შეგიძლიათ პირდაპირ მას – ბნ. თამაზ ზენაიშვილს დაუკავშირდეთ facebook-ით. მე პირადად სასტიკად მომწონს იდეა. გამოვცადე თითთათმანი და აი ჩემი 3 რეკომენდაცია იდეის …

განაგრძე კითხვა »

კარამელი მიქსი ბარამბოსგან

ქართულია & kar.ge-ა! ზოგჯერ ისეც ხდება რომ რაღაც ტკბილი და მსუბუქი გვინდა და ვერ ვხვდებით რა, ზუსტად ამ დროს უნდა იქონიოთ კარამელი მიქსი ბარამბოსგან, ეს არის ბუნებრივ არომატიზატორებზე დამზადებული კანფეტები სასიამოვნო ხილის გემოთი. შეფუთვაში არის სამი სხვადასხვა სახეობის კარამელი. წონა 150გრ. ფასი 1.00 ლარი. დამამზადებელი : შპს „ბარამბო“. მწარმოებელზე ბევრს არ დავწერ, რადგანაც უკვე მრავალჯერ დაიწერა ეს კი იმას ნიშნავს …

განაგრძე კითხვა »

ჯემი კულა

ქართულია & kar.ge-ა! ბოლოს როდის ისაუზმეთ ჩაითა და გემრიელი ჯემით? ალბათ დიდი ხნის წინ, რადგან ახლა ბევრმა არ იცის და კიდევ უფრო ბევრს დრო არ აქვს ჯემების მოსამზადებლად. კულა კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა და დღეს გვაოცებს პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხარისხით. უკვე რამდენიმე წელია კულას წვენის მუდმივი მომხმარებელი ვარ თუმცა მის ფართო ასორტიმენტს არ ვიცნობდი. რამდენიმე დღის წინ „შემომხვდა“ ჯემი კულა. …

განაგრძე კითხვა »

ბარამბო მარგალიტი

ქართულია & kar.ge-ა! ბარამბო მარგალიტი რომ მივიღე საჩუქრად თვალები გამიბრწყინდა – ამაზე დავწერ-თქო ვიფიქრე, თან ერთი სული მქონდა როდის გავხსნიდი და არა მარტო მე. კიდევ კარგი ფოტოს გადაღება მოვასწარი, 5 წუთში მხოლოდ ქაღალდები დარჩა. ოქროსფერი მარგალიტი ბარამბოს პრემიუმ კლასის პროდუქტია. ესაა რძიანი შოკოლადი ხრაშუნებითა და პრალინეთი. მშვენიერი სასაჩუქრე ვარიანტია ბარამბოს მრავალფეროვან პროდუქტებში. სახლისთვის სასუსნაოდ მე ბარამბოს სხვა პროდუქტებს ვირჩევ ხოლმე. …

განაგრძე კითხვა »

კულას კეტჩუპი – მართლაც გემრიელია

ქართულია & kar.ge-ა! ვერაფრით დავუშვებდი ამ 30 დღიანი პროექტი ფარგლებში ქვეყნის საამაყო წარმოებაზე რომ არ დამეწერა – ეს არის კულა! კულა, რომელიც მართლაც გემრიელია, საუკეთესოა, 100% ნატურალურია, აბსოლუტურად ქართულია და ძალიან მაგარია. ჩემთვის ახალ პროდუქტზე მოგიყვებით. კეტჩუპი კლასიკური – ეს არის უგემრიელესი, ტკბილი კეტჩუპი, საოცრად კარგად შეზავებული და საუკეთესო სისქის. საუკეთესო უამრავი დასახელების ტყემლებს შორის კეტჩუპის დანახვა ნამდვილი აღმოჩენა იყო. …

განაგრძე კითხვა »

გაიფანტეთ დარდები

ღვინო მანავის მწვანე gvino manavis mwvane

ქართულია & kar.ge-ა! გაიფანტეთ დარდები, ხანდახან შეხედეთ სამყაროს “შეზახორშებული”თვალით და მიხვდებით რომ ყოველდღიურობა დამანგრეველია თუ მას არ გაექეცი.  🙂 დილიდანვე განვიზრახე რომ დავლევდი ძალიან გემრიელს,  რამეს განსხვავებულს, და ამაღლებულს   🙂 ჰოდა ასე ყველაფერი აგიხდეთ, მომართვეს ეს უმშვენიერესი და უგემრიელესი ქართული ღვინო –  ერთმა ძველმა მეგობარმა. ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციას,  ალბათ ოცნებებიც სრულდება თუ გულით გინდა. აქამდე არ მინახავს არსად, მსგავსი შეფუთვის …

განაგრძე კითხვა »