ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“მილკო ფუდის” არაჟანი

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს დავაგემოვნე “მილკო ფუდის” არაჟანი. ეს იგივე “ეკო ფუდის” პროდუქციაა, რომელმაც სახელი გარკვეული მიზეზების გამო შეიცვალა. მათ ასევე შეცვალეს პროდუქციის შეფუთვაც, რაც თვალში მოსახვედრია; ღია მწვანე ფერიდან გადავიდნენ ლურჯ შეფუთვაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიჯი შეიცვალეს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უგემრიელეს რძის პროდუქტებს აწარმოებენ, მაგრამ უგემური ნამდვილად არ არის.

არაჟანს მსუბუქი და სასიამოვნო გემო აქვს. თავსახურზე გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა აწერია. მის შემადგენლობაში შედის: მშრალი რძე, სასმელი წყალი, მცენარეული ნაღების სპრედი, მცენარეული ცხიმი, მოდიფიცირებული სახამებელი, ლაქტობაქტერიული დედო. მწარმოებელია შპს “ჯორჯიან მილქ”. არაჟნის ენერგეტიკული ღირებულება 161 კალორიაა. 800 გრამიანი შეფუთვა 3.50 ლარი ღირს.  აქვთ 180 გრამიანი და 400 გრამიანი შეფუთვებიც.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.