კამპა ბროწეული, კამპა ალუბალი, კამპა ტროპიკი, კამპა ფორთოხალი, კამპა ატამი. ეხლა კი კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეექვსე წევრის რიგი დადგა kar.ge-ზე – კამპა ვაშლი. ქვემოთ მოსაზრებები ეხება ყველას [ექვსივეს]. რა მომწონს: ბრენდი აშკარად მოწესრიგებულია. ყველა პარამეტრი ადგილზეა. შეფუთვის დიზაინი ნამდვილად ეფექტურია. მშვენიერი გემო აქვს. 100% წვენი ეს არ არის, 50%-იანი ნექტარია, მაგრამ არა უშავს. ფასი – 0.7 …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
ფიჭვის მტვერი – ბუნების სასწაული!
3 კვირის წინ რომ ჩემს მიერ ნაყიდი გირჩის მურაბის გაშუქებას რომ BOOM გამოხმაურება მოჰყვა მაში მივხვდი რომ იგივე ელოდა ამასაც. თქვენს წინაშეა ფიჭვის მტვერი, რომელიც რიკოთზე ამ 3 კვირის წინ ვიყიდე! ფიჭვის მტვერი [ხშირად ნაძვის მტვერსაც უწოდებენ] – მის შესახებ ბევრი გამეგო, მაგრამ გასინჯული ერთხელაც არ მქონდა. ეხლა კი უკვე ორი ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს, ვისაც შეუძლია ამის ჩამოტანა. 2 …
განაგრძე კითხვა »სოფლის ნობათის მაწონი – 5 შენიშვნა და 4 კომპლიმენტი
დაახლოებით 5 თვის წინ kar.ge-ზე სოფლის ნობათის მაწონის შესახებ ჩვენი გუნდის წევრმა ეს მეტად პოზიტიური სტატია დაწერა. ნამდვილად არ მახსოვდა ამის შესახებ [ძებნისას აღმოვაჩინე Google-ში], თორემ მეორე სტატიას არ დავწერდი. მაგრამ რახან დაწერილი მქონდა, მაინც გამოვაქვეყნე. თვითონვე დარწმუნდებით, რომ ამიერიდან kar.ge-ზე პროდუქტებს სულ სხვა წნეხში გავატარებ. მე პირადად ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განხილვა უფრო სასარგებლო იქნება როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლის. …
განაგრძე კითხვა »3 რამ გემუქრებათ ბარამბოს კარამელის ყიდვის შემდეგ …
რა გემუქრებათ? არც არაფერი … ყოველ შემთხვევაში ცუდი არაფერი… ბარამბოს კარამელის ყიდვისა თუ რამ გემუქრებათ არის: 1) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, 2) ქართული ბიზნესის გაძლიერება და 3) ქართული სახელმწიფოს გაძლიერება. ეს თემა kar.ge-ზე ბევრჯერ გვაქვს ახსნილი და აქ აღარ დავწვრილმანდებით. ბარამბოს კარამელი შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ არც დასაძრახი აქვს რამ. ბავშვებს ნამდვილად გაახარებთ თუ უცხოური შოკოლადების მაგივრად ქართულით გაუმასპინძლდებით. მათთვის შოკოლადია …
განაგრძე კითხვა »კამპა ატამი, ქართული წარმოების ნექტარი!
კამპა ბროწეული, კამპა ალუბალი, კამპა ტროპიკი შემდეგ კი კამპა ფორთოხალი. ეხლა კი კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეხუთე წევრის რიგი დადგა kar.ge-ზე – კამპა ატამი. ეტიკეტზე ვკითხულობთ: კამპა ატამი – ნატურალური პროდუქტი. პასტერიზებული. ასეპტიკურ შეფუთვაში. კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე. შემადგენლობა: ფორთოხლის კონცენტრირებული წვენი, შაქრის სიროპი, მულტისვიტი, წყალი, ლიმონმჟავა. ხილის ნექტრის მინიმალური მასური წილი 50%. კამპა ამ პროდუქტს საგურამოში …
განაგრძე კითხვა »ჩხავერი, აია იი! სასწაული, ნამდვილი სასწაულია ეს ღვინო!
დღეს ENPARD-ში ჩვენი მეგობრებისგან ამ კოოპერატივის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტელეფონი ავიღე და გადავრეკე. ბნ. ივერი ბიბინეიშვილთან 15 წუთიანი საუბრის შემდეგ როგორც იტყვიან „გამინათდა“. თურმე ვისთან დამირეკია … გაიცანით კოოპერატივი „ერგის ქვეყანა“, ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში. თავმჯდომარეა ბნ. ივერი ბიბინეიშვილი. ტელ: 577103287. კოოპერატივის დაკომპლექტების პროცესი ახლა მიმდინარეობს. მასში გაწევრიანებულია 17-მდე წევრი, მათ შორის სამეგობრო, სანათესავო და სამეზობლო. პროდუქტი არის ღვინო, თან რა …
განაგრძე კითხვა »მარილიანი მზესუმზირა – „ბუმი“ ბათუმიდან
ეს 20 თეთრიანი მარილიანი მზესუმზირა ბათუმში, ავტოსადგურზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ბათუმის ავტოსადგური როგორი ადგილია იცი? იქ ჯერ კიდევ სსრკ იგრძნობა. არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ოცნების ეპოქა მაგას არ შეხებია … ამ ადგილას ბუმის 3 პროდუქტი ვიყიდე – მიწის თხილი, უმარილო მზესუმზირა და მარილიანი მზესუმზირა. ის შენიშვნები, რაც მიწის თხილზე ამ სტატიაში ვთქვი, ზოგადად სამივე პროდუქტს ეხება, ამიტომ აქ …
განაგრძე კითხვა »შერეული ცხიმის სპრედი, ჩვენი ფერმერი
მას შემდეგ რა 1 აგვისტოდან რძის ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა პირველი შემთხვევაა როცა ოჯახში ასეთი პროდუქტი „მესტუმრა“ … ჩვენი ფერმერის შერეული ცხიმის სპრედი. არ დაგიმალავთ და რომ დავხედე დავიბენი … რა პროდუქტია ეს? კარაქი არაა … მარგარინი არაა … ცხიმი არის! როგორც ჩანს მცენარეული და ცხოველური ცხიმების ნარევია … და რძე აშკარად ურევია! მე მეგონა, რომ იმ ახალი …
განაგრძე კითხვა »უგემრიელესი თაფლი აჭარიდან, სს კოოპერატივი – „ალიონი“
მეფუტკრეობა უძველესი პროფესიაა, რომელიც სათანადო ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. ფუტკარი – სათუთი თემაა. წელიწადში 9 თვე გულმოდგინე მუშაობა გიწევს, უნდა გული და სული ჩადო იმისათვის, რომ რამე უკან ამოიღო და მუდმივად თვალი გეჭიროს მეურნეობაზე, რომ ფუტკარი გაუთვალისწინებელ დაავადებებს გადაარჩინო. ჩვენი რეალობა ისაა, რომ საქართველოში თაფლის წარმოება მეტად დაქსაქსულია, ექსპორტი კი სავალალოდ დაბალი. უამრავი სამუშაოა ამ სფეროში. ამიტომაცაა, რომ ყოველი წარმატებული …
განაგრძე კითხვა »მზესუმზირა ბუმი, უმარილო. წარმოებულია ბათუმში
აგვისტოში დაძაბულ სამუშაო რეჟიმს 2 დღით გამოვეცალე და ბათუმს მივაშურე. მცირე „რესტარტი“ გამომივიდა, თუმცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და თვალები სულ ქართულ ნაწარმს ეძებდნენ. ვაღიარებ, რაც მე იქ ვნახე თამამად იწოდება როგორც სავალალო მდგომარეობა. დაპყრობილი აქვს იმპორტულ პროდუქციას მთელი ბათუმი. იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება წყალი და ლუდი. მაგალითად, წვენი მომინდა ქართული … ვერსად ბათუმის ცენტრში ვერ ვნახე. არადა თითქმის ყველგან ვკითხულობდი. მერე …
განაგრძე კითხვა »