ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შერეული ცხიმის სპრედი, ჩვენი ფერმერი

შერეული ცხიმის სპრედი, ჩვენი ფერმერი

მას შემდეგ რა 1 აგვისტოდან რძის ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა პირველი შემთხვევაა როცა ოჯახში ასეთი პროდუქტი „მესტუმრა“ … ჩვენი ფერმერის შერეული ცხიმის სპრედი. არ დაგიმალავთ და რომ დავხედე დავიბენი …

რა პროდუქტია ეს?
კარაქი არაა …
მარგარინი არაა …
ცხიმი არის!
როგორც ჩანს მცენარეული და ცხოველური ცხიმების ნარევია …
და რძე აშკარად ურევია!

მე მეგონა, რომ იმ ახალი კანონის მიღების შემდეგ ეტიკეტს რომ წავიკითხავდი, უფრო გავიგებდი მაინც. ეხლა კი ვკითხულობ წარწერას და ვერ ვხვდები რას ვჭამ. მარტო მე მჭირს „ოპელის ეფექტი“ თუ თქვენც ასე ხართ?

თავად პროდუქტი მშვენიერია. მშვენივრად გამოვიყენეთ საჭმლის მომზადებისას. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ფერმერი ნიკორას ბრენდია. 2003 წლიდან “ნიკორა” რამდენიმე სახის რძის პროდუქტს აწარმოებს. კერძოდ, მაწონი, ასაწონი და დაფასოებული არაჟანი, მაღალცხიმიანი ხაჭო, კარაქი და ნაყინი “პალომა“. პროდუქცია ნატურალურია, ბაზარზე “ჩვენი ფერმერის“ სავაჭრო ნიშნით გამოდის და წარმატებით იყიდება როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში, ასევე ქალაქის სუპერმარკეტებში.

თქვენ რა აზრის ხართ ამ ტიპის ეტიკეტირებაზე?
იზიარებთ ჩემს მოსაზრებას ახალი ეტიკეტირების მეტად დამაბნეველობის შესახებ?