ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მოხალული მზესუმზირა - ბუმი

მზესუმზირა ბუმი, უმარილო. წარმოებულია ბათუმში

აგვისტოში დაძაბულ სამუშაო რეჟიმს 2 დღით გამოვეცალე და ბათუმს მივაშურე. მცირე „რესტარტი“ გამომივიდა, თუმცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და თვალები სულ ქართულ ნაწარმს ეძებდნენ. ვაღიარებ, რაც მე იქ ვნახე თამამად იწოდება როგორც სავალალო მდგომარეობა.

დაპყრობილი აქვს იმპორტულ პროდუქციას მთელი ბათუმი. იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება წყალი და ლუდი. მაგალითად, წვენი მომინდა ქართული … ვერსად ბათუმის ცენტრში ვერ ვნახე. არადა თითქმის ყველგან ვკითხულობდი. მერე როგორღაც პიაცასთან ახლოს ერთ-ერთ ობიექტში აღმოვაჩინე კამპას ბროწეულის წვენი და როგორც იქნა წყურვილი დავიკმაყოფილეთ ოჯახის 4-ვე წევრმა. მე არ ვიცი რა ეშველება ამ სიტუაციას … ნამდვილად არ ვიცი … ვიცი მხოლოდ ის, რომ ამჯერად ბათუმური წარმოების მზესუმზირას გაგაცნობთ. ეს არის ბუმი, უმარილოა, 30 გრამამდე იქნება, 20 თეთრი ღირს და ძალიან უნდა მოინდომო, რომ ბათუმში ნახო.

შევნიშნავ, რომ ბათუმის ყველა წერტილში, სადაც კი მზესუმზირა შემხვდა, მაკნატუნას მიჰყავს აღლუმი. როგორც ჩანს მაკნატუნამ კარგად „აითვისა“ აჭარა. ბუმის მზესუმზირას ბათუმის სადგურზე წავაწყდი და ისიც შემთხვევით. მზესუმზირის არცერთი სხვა სახეობა მე ბათუმში არ შემხვედრია. როგორც ჩანს მზესუმზირის თბილისური ბრენდებისათვის ბათუმური ჩიტი „ბრდღვნად არ ღირს“, ან აქ რაღაც სხვა ამბავია.

შ.პ.ს “ბუმი” საკონტაქტო ინფორმაციას ინტერნეტში ძებნისას გადავაწყდი. მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქ.N18/20, ბ.N68; ელ.ფოსტა : adambadze78@mail.ru; ტელეფონები: 597900222, 597 900333 [ესენი შეფუთვაზეა მითითებული]. რა თქმა უნდა ვებსაიტი და FB გვერდი არა აქვს.

თავად მზესუმზირაზე განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით იმისგან განსხვავებულს, რაც ბუმის მიწის თხილთან დაკავშირებით დავწერე ამ სტატიაში. ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი ბუმის ეს მზესუმზირა თუ მას უნდა, რომ ბაზარზე თავისი სიტყვა თქვას!

ეძიეთ და იყიდეთ მხოლოდ ქართული პროდუქტი!