ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბარამბოს კარამელი

3 რამ გემუქრებათ ბარამბოს კარამელის ყიდვის შემდეგ …

რა გემუქრებათ?

არც არაფერი …

ყოველ შემთხვევაში ცუდი არაფერი…

ბარამბოს კარამელის ყიდვისა თუ რამ გემუქრებათ არის: 1) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, 2) ქართული ბიზნესის გაძლიერება და 3) ქართული სახელმწიფოს გაძლიერება. ეს თემა kar.ge-ზე ბევრჯერ გვაქვს ახსნილი და აქ აღარ დავწვრილმანდებით.

ბარამბოს კარამელი შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ არც დასაძრახი აქვს რამ. ბავშვებს ნამდვილად გაახარებთ თუ უცხოური შოკოლადების მაგივრად ქართულით გაუმასპინძლდებით. მათთვის შოკოლადია მნიშვნელოვანი თორემ ბრენდი ნაკლებად.

ერთადერთი რაც არ მომწონს შეფუთვაა. კარამელის სურათი მარცხენა მხარეს მაინცადამაინც სასიამოვნო ემოციებს არ აღძრავს.

ეს ბოლო პერიოდი ნამდვილად არ ვიცი რა ღირს ბარამბოს კარამელი. მე რომ ბოლოს ვიყიდე 1.2 ლარი გადავიხადე. ნედლეულის იმპორტის გამო დოლარის კურსის გაქცევა სერიოზულად დაარტყამდა ბარამბოს. ამ სიტუაციაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პროდუქტების მხარდაჭერა.

ვიყიდოთ ქართული!

ერთადერთი გზაა ეს წინსვლისა და განვითარებისაკენ!