ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კამპა ვაშლი

შევაფასოთ კამპა ვაშლი, ქართული წარმოების ნექტარი!

კამპა ბროწეული, კამპა ალუბალი, კამპა ტროპიკი, კამპა ფორთოხალი, კამპა ატამი. ეხლა კი კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეექვსე წევრის რიგი დადგა kar.ge-ზე – კამპა ვაშლი. ქვემოთ მოსაზრებები ეხება ყველას [ექვსივეს].

რა მომწონს:

  1. ბრენდი აშკარად მოწესრიგებულია. ყველა პარამეტრი ადგილზეა.
  2. შეფუთვის დიზაინი ნამდვილად ეფექტურია.
  3. მშვენიერი გემო აქვს. 100% წვენი ეს არ არის, 50%-იანი ნექტარია, მაგრამ არა უშავს.
  4. ფასი – 0.7 ლარი ნორმალური ფასია.
  5. მომწონს ის, რომ საწარმო საქართველოშია. ე.ი. ქართულ საქმეს აკეთებს.
  6. საერთაშორისო სერტიფიცირება აქვს და ეს ინფორმაცია შეფუთვაზეცა დატანილი.

რა არ მომწონს:

  1. ბრენდს პრაქტიკულად არ აქვს ვებსაიტი. Facebook გვერდი კი ღრმად მიძინებულ მდგომარეობაშია. ეს მიუღებელია! კომპანია უნდა ზრუნავდეს ინტერნეტ ფანჯარაზე.
  2. მიმდინარე სარეკლამო კამპანია არ აქვს არსად. როდის ვნახე ბოლოს კამპას რეკლამა აღარც კი მახსოვს.

ვიყიდი თუ არა კიდევ?

რა თქმა უნდა!

იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂