იცით ბუნებრივად როგორ უნდა დაათბოთ თქვენი სათბური? ამ ერთი კვირის წინ ვიდეოს სათბურის იაფად აშენებასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე მეტი ინტერესი კი გათბობის სისტემისადმი აღმოჩნდა. მიზეზი ნათელია: გათბობის სისტემის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია სათბურის აწყობისას. იაფიანი გათბობის სისტემის მოწყობით კი ზოგავთ ხარჯს, თან სერიოზულ ხარჯს. ეს კი მომგებიანობას გიზრდით. და აი თქვენ კიდევ ერთი ძალიან მაგარი ვიდეო. …
განაგრძე კითხვა »როგორ გადავაწვინოთ ვაზი?
როგორ გადავაწვინოთ ვაზი? მეჩხერი ვაზის შესავსებად აუცილებელია მისი გადაწვენა. უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ დეტალები. ვიდეო გადაღებულია კახეთში, ხოხბის ცრემლების ვენახში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე, თავის ცოდნას გვიზიარებს. ვაზის გადასაწვენად საჭიროა შემდეგი: მიწა უნდა გაითხაროს ღრმად, რათა ლერწი არ დაზიანდეს; ლერწი უნდა გასუფთავდეს; უნდა ჩავარჭოთ სარი, რათა შემდგომში ლერწი დავამაგროთ; მიწიდან ამოსული ლერწი უნდა გადავჭრათ 2 კვირტზე; ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook …
განაგრძე კითხვა »KAR.GE კატალოგი გაეშვა. 36 ფოტო პრეზენტაციიდან
„საჭირო და დროული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქმიანობამ გვიკარნახა“ – ასე შევაფასებდი KAR.GE კატალოგის გაშვებას. 29 მარტის პრეზენტაციას წინ დიდი შრომა უძღოდა, თუმცა წინ გაცილებით მეტია გასაკეთებელი. უღრმესი მადლობა ყველა იმ კომპანიას, უფრო კონკრეტულად კი ადამიანს, რომელიც გვენდო და ხელი წაგვიკრა ამ საქმეში. განსაკუთრებული მადლობა კომპანიებს ნიკორასა და კამპას, რომელთაც სპონსორობითაც რეალურად დაიძრა საქმე. 2016 წლის 29 მარტს ოფიციალურად გაიხსნა …
განაგრძე კითხვა »ანონსი: 29 მარტს, 19:30, KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება
2016 წლის 29 მარტს, 19:30, სასტუმროში – „ლაერტონ თბილისი“ KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება. KAR.GE კატალოგი მოძრაობა KAR.GE -ს ახალი პროექტია. ეს იქნება ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს საქართველოში მოქმედ საწარმოებს, ქართულ ბრენდებს, საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, სავაჭრო ობიექტებს, ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და დისტრიბუტორებს. KAR.GE კატალოგის სპონსორები არიან სს ნიკორა და შპს კამპა. 29 მარტის პრეზენტაციაზე მოწვეულ პარტნიორებს, ბიზნეს / …
განაგრძე კითხვა »ეს საქართველოა …
JWT Metro-ს გაკეთებული ეს სარეკლამო რგოლი ამბობს ყველაფერს, რასთვისაც 5,000,000+ საერთაშორისო ვიზიტორს საქართველოში ვეპატიჟებით … უნიკალური მთები … სიმშვიდე … ტადიციები … კულტურა … ღვინო … სამზარეულო … ხელუხლებელი ბუნება … კაზინო … ფესტივალები … აბანოები … ისტორია … ძეგლები … კუთხეები … სიცოცხლე … თანამედროვეობა … გეპატიჟებით იქ, სადაც დუღს ცხოვრება …
განაგრძე კითხვა »როგორ ავაშენოთ სათბური იაფად?
როგორ ავაშენოთ სათბური იაფად? ბევრი ფიქრობს რომ სათბურის აშენება და ექსპლუატაცია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა ამ კონკრეტულ ფერმერს დანახარჯები მინიმუმამდე ყავს დაყვანილი. გათბობის სისტემაც ძალიან ეფექტურად მუშაობს. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თუ სოფელში სათბურის აშენებას გადაწყვეტთ, ერთი მადლობა ჩვენსკენაც „გამოაგზავნეთ“. ჯერომი წაქაძის – სათბურის მეპატრონეს თქმით, ასეთ სათბურში წელიწადში 3 მოსავალის მიღებაა შესაძლებელი. ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე …
განაგრძე კითხვა »ახალი ღვინის ფესტივალი 2016. ჩემი 3 მოლოდინი …
ახალი ღვინის ფესტივალი პირველად გასულ წელს, 2015 წლის 9 მაისს მოვინახულე. რიგით მე-6 იყო და ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიებით იმდენად მოვიხიბლე, რომ აი ეს ფოტომიმოხილვაც გამოვაცხე. ღონისძიება გაგრილებულმა [დაგვაწვიმა მაინც], ფხიზელმა [საქმეზე როცა ვარ არ ვსვამ] და კმაყოფილმა [ნანახით, გაგონილით, მოსმენილით, განცდილით] დავტოვე. მერე გავიგე, რომ თურმე თითქმის 20,000-მდე ადამიანი ეწვია 2015 წლის ფესტივალს. მაშინ განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, უფრო საორგანიზაციო …
განაგრძე კითხვა »ვაზის გასხვლა, ვიდეო ინსტრუქცია
გასხვლის მთავარი პრინციპი იცით? იცით რა ხდება თუ ვაზს არ გასხლავთ? ძალიან კაცრად რომ გასხლათ? როგორ უნდა დაიჭირო „ბალანსი“? ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან პოპულარული ვიდეო გაგიზიარეთ, სადაც აღწერილი და ნაჩვენები იყო თუ როგორ უნდა გასხლათ ახალგაზრდა ვაზი. წამოვიდა თხოვნა, რომ ზრდასრული ვაზის გასხვლის ვიდეოც მოგვეწოდებინა. ერთი ასეთი დავდეთ, ეს მეორეა … ეს ვიდეო 2 მარტს განთავსდა. მოვლენები ხდება ჩარდახში, იაგო …
განაგრძე კითხვა »[ვიდეო] DELTA-ს მამლუქები აღლუმზე საუდის არაბეთში
DELTA-ს მამლუქები აღლუმზე საუდის არაბეთში 6 ერთეული DIDGORI MedEvac საუდის არაბეთში საერთაშორისო სამხედრო სწავლება rapid thunder ის ფარგლებში 26 თებერვალს გამართულ აღლუმზე. 13:10-დან უყურეთ და ისიამოვნეთ …
განაგრძე კითხვა »როგორ გავსხლათ ზრდასრული ვაზი?
როგორ გავსხლათ ზრდასრული ვაზი? როგორც კი ახალგაზრდა ვაზის გასხვლის თავისებურებები გავავრცელეთ მაშინვე შემოვიდა მოთხოვნა ზრდასრული ვაზის გასხვლის ვიდეოზე. ამ ვიდეოში გიჩვენებთ ერთ-ერთ ხერხს ზრდასრული ვაზის გასასხვლელად. ვიდეო გადაღებულია კახეთში, ხოხბის ცრემლების ვენახში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე თავის ცოდნას გვიზიარებს. 4 მთავარი რჩევა: ვაზი უნდა გავაჩეროთ 80 სანტიმეტრზე; ერთ შტამბზე ვტოვებთ ერთ სამამულეს და ერთ შტამბს; რქა უნდა დავამოკლოთ 8 კვირტამდე; სუსტ …
განაგრძე კითხვა »