ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როცა „ხალისი“ გეკარგება …

ეს ჩემი მოსაზრებაა!
თუ ვინმეს არ მოსწონს, შეგიძლიათ იყიდოთ ეს პროდუქტი, თქვენი აზრი შეიქმნათ და აქვე ქვემოთ კომენტარში დააფიქსიროთ …

მის შესახებ სულ პოზიტიური მესმოდა …
Facebook-ზე სულ დადებითი ზიარდებოდა …
მეც დიდი ხანი ვცდილობდი სადმე ეს პროდუქტი მეყიდა …
და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ქავთარაძეზე USA2GEORGIA-დან ამანათის გამოტანისას იქვე მყოფ მარკეტში …
ვაა გამიხარდა, ვიფიქრე ჰოი აღმოჩენა …
მივეცი 4.2 ლარი 1 ლიტრიან ქილაში და ვიყიდე …
ვიყიდე და … ჯობდა არ მეყიდა …

საერთოდ ვცდილობ ხოლმე, მხოლოდ კარგი პროდუქცია ვიყიდო, რომელიც კარგის თქმის საშუალებას მომცემს. მაგრამ როცა იმედგაცრუებული ვრჩები, თან ასე, ცხადია არ ვჩუმდები …

თავსახურიდან სითხე გამოდის …
1 საათში სახლში მივედი თუ არა აღმოვაჩინე, რომ თავსახური მოჭერილი რიგიანად არ იყო [თან თუ დააკვირდებით ცელოფანი აქვს შემოკრული] და სითხე გამოვიდა. კიდევ კარგი, რომ მეორე ცელოფანში მქონდა ჩადებული და არ დავისვარე გზაში.

პირველი დეგუსტაცია …
მივედი თუ არა სასწრაფო წესით სურათი გადავუღე. ასეთი გამოვიდა, გამოსულმა წვენმა ეტიკეტი გააფუჭა, მაგრამ რა მექნა … გადავიღე და ჩემს მე-3 კლასელ გოგოს [რომელსაც ჭკუა ეკეტება წვენებზე] დავუსხი მინის ჭიქაში. სისხლივით წითელი ისეთი გამომწვევი გამოხედვა ჰქონდა სითხეს. რომ მოსვა, ვეკითხები: როგორია მამი? … მპასუხობს მოღრეცილი სახით: კარგია … ეგრევე დადგა თითქმის სავსე ჭიქა და გავარდა ოთახიდან … ეხლაც მეორე დღეა და თითქმის სავსე წვენის ბოთლი მიდგას აქვე. ვფიქრობ, გავწირო თავი? ღირს?

გავსინჯე და გემო აქვს …
აი YUPI ხომ გახსოვთ? ფხვნილი რომ იყო 90-იანებში, წყალში რომ ხსნიდი … „გადასარევი“ გემოთი … 90-იანებში არ ვიყავით განებივრებული … იმაზე უარესი გემო … სრული ქიმიის გემო … მე არ ვიცი რითი ხდება ამ სასმელის წარმოება, მაგრამ წვენი ეს ნამდვილად არაა, არც ნექტარი, არ მგონია ხილის სასმელის კატეგორიაში გადიოდეს … თქვენ შეაფასეთ და დააკვალიფიცირეთ …

მწარმოებელი
შპს M Studio, გორი, გორიჯვრის 48
www.xalisi.ge – დამუშავების პროცესში …
https://www.facebook.com/geoxalisi – წესრიგშია, აქტიურია
info@xalisi.ge
593 933606

ეტიკეტი, შეფუთვა, ბრენდი
არადა მართლა კარგადაა შეფუთული … წუნი არ დაედება.

აღწერა ნახეთ …
უალკოჰოლო, დაუგაზავი სასმელი … დაუგაზავი …
კარგით რა …

ფასი
4.2 ლარი 1 ლიტრი. ამ ხარისხის პროდუქტისთვის ეს ფასი აბსოლუტურად გაუმართლებელია. ამ ფასში რა არჩევანია ბაზარზე იცით?

ასორტიმენტი
ორი სახის გამოდის. ერთი წითელი, მეორე ყვითელი … სხვადასხვა ხილის ჩამონათვალია ორივე პროდუქტზე.

ხალისი (1)

დასკვნა: მეორედ მე პირადად ამ პროდუქტს არ ვიყიდი!
გაგისინჯავთ ხალისი? მეთანხმებით? არ მეთანხმებით? დაწერეთ თქვენი აზრი ქვემოთ …