AG მიკროელექტრონიკსი … Hi Tech წარმოება რუსთავში, რომელმაც სულ ახლახან პირველი ქართული LED ტელევიზორების წარმოება დაიწყო, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წევრებს გასვლით შეხვედრაზე მასპინძლობს (y). საუბრის თემა: ქართული და კარგი თემები, რომელთა დაძვრა ყველას გვაინტერესებს. დეტალებში ამ ეტაპზე არ შევალ, მხოლოდ სურათებს შემოგთავაზებთ … შპს AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში მდებარეობს რუსთავში, გრანელის 2-ში. რუსთავში ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების …
განაგრძე კითხვა »სვანური მარილის ექსპორტის შანსი: სასწრაფოდ ვეძებთ მწარმოებლებს
KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ექსპორტიორი რუსეთიდან, რომელსაც აინტერესებს სვანური მარილის ექსპორტი და თავიდანვე გადაწყვეტილი აქვს მსხვილი პარტიის შესყიდვა. საუბარია დაუბრენდავი, შეუფუთავი სვანური მარილის შესყიდვაზე წონით. მოლაპარაკებები როგორ წავა არ ვიცით ჯერ, მაგრამ ყველაფერს ქვემოთ შევაჯამებთ. გარდა ამისა, ჩვენ ხშირად გვიკავშირდებიან სვანური მარილის მყიდველები სხვადასხვა ქვეყნიდან და ითხოვენ ხარისხიანი სვანური მარილის მიწოდებას. ამან საკითხისადმი ჩვენი ინტერესი კიდევ მეტად გაამძაფრა. უნდა გვესმოდეს, რომ როცა …
განაგრძე კითხვა »დებატები TV კავკასიაზე წინასაარჩევნო ეკ. პროგრამების ირგვლივ
ეს პირდაპირი ეთერი გუშინ, 31 აგვისტოს შედგა და ვფიქრომ რომ წარმატებით. წამოვწიეთ თემები, რომლებიც მნიშნელოვანია. უღრმესი მადლობა გადაცემა „ბარიერი“-ს წამყვანს ქბნ. მაია მამულაშვილს, სტუმრებს – ბნ. დავით ონოფრიშვილს, ბნ. ლევან კალანდაძეს, ბნ. თემურ მაისურაძეს და ბნ. გიორგი პაპავას საინტერესო და სასარგებლო დებატებისათვის. ვფიქრობ ერთადერთი ჩვენი სადაო თემა შეიძლება იყოს როგორ მოვუტანოთ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ მიზნისკენ მიმავალი გზის ძიებაში …
განაგრძე კითხვა »ქართული ლავაში თავთუხი – ქართული პროდუქტი
ბაზარზე ქართული ლავაში თავთუხი გამოჩნდა და რა თქმა უნდა მაშინვე ჩავავლე და გავსინჯე. ეს პირველად მოხდა 23 აპრილს „აირჩიე ქართული“-ს მიერ გუდვილში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე. იმის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ. მე პირადად ძალიან მომწონს საფუარის გარეშე გაკეთებული ასეთი თხელი ლავაშები. პურის ასეთი ფორმა საშუალებას მაძლევს ჩემს ჭკუაზე მივირთვა იმდენი, რამდენიც მინდა, გავახვიო შიგნით ის, რაც მინდა. სახლში მივიტანე თუ არა რამოდენიმე ექსპერიმენტი …
განაგრძე კითხვა »”ეროვნული ფორუმი”-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა
შესავალი საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!! სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE-მ 27 ივლისს …
განაგრძე კითხვა »როგორ გამოვდევნოთ ფუტკარი სკიდან?
თანამედროვე სკა ვნახე ამას წინათ, ვიდეო რა თქმა უნდა, სადაც მოუშვებ ონკანს და თაფლი თავისით მოედინება. იმედია მომავალში ასეთი სკებიც შემოვა ჩვენში, მაგრამ მანამდე კი ათობით ათას სკას უტარდება საქართველოში ათასობით მეფუტკრე სწორედ ასეთ პროცედურებს უტარებს წელიწადში რამოდენიმეჯერ. ურთულესი შრომაა … და ამას ეხლა მიხვდებით რატომ. თაფლის ამოღებამდე საჭიროა სკიდან ფუტკარი გამოვდევნოთ. ვიდეოში კარგადაა ეს აღწერილი. ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის …
განაგრძე კითხვა »რომელი ქართული ღვინო და რა ფასად იყიდება ირლანდიის Marks & Spencer ქსელში?
ძალიან კარგი ამბავი 🙂 გიორგი ჯვარიძე – ჩვენებური, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს სულ ცოტა ხნის წინ გადააწყდა ამ სიახლეს. ჩვენ კი სხვა რა უნდა გვექნა თუ არა ის, რომ თქვენთვის გვეცნობებინა ეს კარგი ამბავი 🙂 ღვინოები, რომლესაც ფოტოზე ხედავთ, შატო მუხრანის რქაწითელი და თბილღვინოს ქვევრის ღვინოებია. ფასებსაც თავად ხედავთ ეტიკეტზე. კიდევ მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი გამოჩენილიყოს მსოფლიოს პრესტიჟულ სავაჭრო …
განაგრძე კითხვა »როგორ დავრგოთ ფისტას ნერგი?
ეს ვიდეო სპეციალურად გადაიღეს სასწავლო მიზნებისათვის. იგი ყველას გამოადგება, ვინც ფისტას ნერგი ან უკვე მოიპოვა ან მალე მიიღებს. გადაღებულია საქართველოს ფისტას ასოციაციის მიერ და სწორედაც რომ დროულად. ათასობით ნერგია უკვე დარიგებული და კიდევ ბევრი დარიგდება. სწორად დარგვა კი გადამწყვეტია საიმისოდ, რომ ფისტამ გაიხაროს. აქვე, ინფორმაციისათვის: ფისტა საქართველოსთვის ახალი კულტურაა, თუმცა სულ ახლახან თბილისში 120-ზე მეტი წლის ფისტას ხე აღმოაჩინეს. ფისტას, …
განაგრძე კითხვა »[Live] რეალურია თუ არა პენსიის 230, 250 ან 300 ლარამდე ზრდა?
დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კონკრეტულად კი ბნ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, ქალბატონებს მაკა ხარაზიშვილს და მარიამ ბერძენიშვილს, რომ ასეთი საინტერესო რეპორტაჟი და საუბარი შედგა მოამბეს პირდაპირ ეთერში 26 აგვისტოს 18 საათიან გამოშვებაში. აშკარად პასუხი გავეცით მთავარ შეკითხვას, რომელიც მოსახლეობას ასე ძალიან აფიქრებს: რა ოდენობით პენსიის დაპირებაა რეალური ჩვენი ეკონომიკის და ბიუჯეტის პირობებში? დასკვნა ასეთია: მცირე თანხით [დაახლოებით 30-40 ლარამდე] ზრდას დღევანდელი ბიუჯეტი …
განაგრძე კითხვა »[Live] საზოგადოებრივი არჩევანი, TV ახალ საქართველო. არჩევნები და ქართული პროდუქციის მხარდაჭერა
განსაკუთრებული გადაცემა გამოდგა … დიდი მადლობა ქბნ. ნაზი მეშველიანს და TV ახალ საქართველოს მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისათვის. ვისაუბრეთ თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ქართული პროდუქციის მხარდაჭერის თემა თავის წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამებში. 35 წუთიანი პირდაპირი ეთერია. მოკლე რეზიუმეს სახით გეტყვით შემდეგს: 5 პოლიტიკური პარტიიდან, რომელთაც 26 აგვისტოსთვის თავისი ეკონომიკური პროგრამა აქვს გამოქვეყნებული, მხოლოდ ორს აქვს მოხსენიებული ქართული პროდუქციის პოპულარიზების თემები.
განაგრძე კითხვა »