ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საფუტკრე მეურნეობა

როგორ შევარჩიოთ ადგილი საფუტკრე მეურნეობისათვის?

სკების განლაგების ეს პირველი ვიდეო რომ ვნახე მაშინ მივხვდი სკების განლაგება საფუტკრე მეურნეობაში როგორი ჯობია. მაგრამ ეს ახალი რომ ვნახე მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს თითქოსდა წვრილმანი საქმე მთელი „მეცნიერება“ ყოფილა. ვიდეოში ნახავთ ყველა იმ ძირითად რჩევას რაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სკების განსალაგებლად. მეფუტკრე გია რომანაძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

4 მთავარი რჩევა აქვეა:
1. შევარჩიოთ თაფლოვანი მცენარეებით მდიდარი გარემო;
2. საფუტკრე უნდაა გაშენდეს 30 გრადუსიანი დახრილობის ფერდობზე;
3. დაუშვებელია საფრენი მხარე უყურებდეს ჩრდილოეთის მხარეს;
4. ადგილი დაშორებული უნდა იყოს ელექტრო სადენებისგან და ფერმებისგან;

კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული რჩევა ამ ვიდეოში ნახეთ …

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.