ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მობილურის ხის დასადგამი

შეაფასეთ იდეა: ხის ნაკეთობა ტელეფონის ვერტიკალურად დასადგამად

ხის ნაკეთობა ტელეფონის ვერტიკალურად დასადგამად – ეს სახელი მოვუფიქრეთ ამ ნაკეთობას, როცა ორი დღის წინ ჩვენი მეგობარი ავეჯის კომპანია „იფანი“-ს წარმომადგენელმა ბნ. გიორგი შუბითიძემ ეს სურათი მიჩვენა. ნაკეთობა სპეციალურად მობილურის ვერტიკალურად დასადგამადაა გამიზნული. თავად ნივთი ძალიან მცირე ზომისაა, ისე რომ გასაღებებთან ერთად შეგიძლიათ ადვილად ატაროთ. აქვე შეგიძლიათ დაამზადებინოთ. ავეჯის კომპანია „იფანი“-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ KAR.GE კატალოგში აქ.

ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ გამოყენების გარემოებების, ფასის, ჩაჭრილ არეში სხვადასხვა სისქის მობილურების დამაგრების სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ და ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ თავად პროდუქტი/იდეა და დაგეკითხოთ თქვენ:

როგორ შეაფასებთ ან ხის ნაკეთობას?
რომ იყიდებოდეს, იყიდდით? რა ფასში?
რას შესთავაზებდით მწარმოებელს?