ა, ბატონო, მოგვესწრო რობოტოტექნიკა … ფასებს ნუ მკითხავთ ჯერ, ადრეა … თუმცა რა იცი რა ხდება … დროიდები -რომლებიც გამოიკვლევენ მცენარეებს, ნაყოფს კი სულ ცალ-ცალად დაგითვლიან … ჭიამაია – რომელიც ბოსტნეულის კვლებში ივლის და ან სასარგებლო ნარგავებს პირდაპირი დამიზნებით მორწყავს, ანდა სარეველებს ჰერბიციტებს მიაპკურებს. დიახ, სასარგებლო მცენარის და სარეველის გარჩევა შეუძლია … და ბოლოს Shrimp, ჩვენებურად მენახირე, რომელიც თქვენს საქონელს …
განაგრძე კითხვა »გაიცანით სოციალური საწარმო „ბაბალე“ და მისი პროდუქცია
რა არის სოციალური საწარმო? რატომ შეიქმნა სოციალური საწარმო ბაბალე? ვინ არის დასაქმებული და რას ქმნიან ეს ადამიანები? სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელსაც უპირველეს ყოვლისა სოციალური მიზნები აქვს. მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების დასაქმება, მაგალითად მიღებული შემოსავლით გარემოზე ზრუნვა და ა.შ.. მოგეხსენებათ სოციალური მიზანი მრავალი შეიძლება იყოს. თემა უცხო არავისთვის არაა, ამ ქვეყანაში ხომ ბევრი სოციალურად შეჭირვებული ადამიანია, რომელთაც დახმარება სჭირდება. მაგრამ, …
განაგრძე კითხვა »რაჭველი სამოთხეში
რაჭველი გარდაიცვალა. პატარ-პატარა წვრილი ცოდვები კი აქვს, მაგრამ მთლად საჯოჯოხეთე არაა, ამიტომ სამოთხეში მოხვდა. ოღონდ პატარა საქმეები მისცეს მოსანანიებლად, სამოთხეში დასამკვიდრებლად. პირველ დღეს უთხრეს, რომ გასარეცხია რაღაცეებიო. გარეცხა. მეორე დღე გათენდა და ეუბნებიან დასალაგებელიაო. დაალაგა. მესამე დღეს ეუბნებიან, რომ მოსახვეტიაო. მოხვეტა. მეოთხე დღე გათენდა და უთხრეს დასაუთოებელიაო და ესეც აუთოებს. აუთოებს და ფიქრობს: -მე, კაცო მოვკვდი თუ გავთხოვდი? 🙂 🙂 …
განაგრძე კითხვა »Buy Local Cookout მერილენდში, აშშ
ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის პოპულარიზების იდეების მსოფლიო მასშტაბით ძიებაში ერთ მეტად საინტერესო იდეას აქ გადავაწყდი და მინდა გაგიზიაროთ. როგორც აღმოჩნდა აშშ-ში, მერილენდის შტატში, გამოაცხადეს კონკურსი, რომლის ფარგლებშიც რესტორნის შეფებმა უნდა წარადგინონ ორიგინალური საკვების რეცეპტები, რომლებიც ადგილობრივ ფერმერულ პროდუქციას იყენებენ [ერთს მაინც]. თან ეს ისეთი საკვები უნდა იყოს, რომელსაც ჩვეულებრივ ოჯახშიც კი ადვილად მოამზადებენ[ო]. ღონისძიებას ჰქვია Buy Local Cookout, რომელიც მთავარობის სახლში …
განაგრძე კითხვა »სალომე ფაჟავა – რაჭულით მოპოვებული 1 ოქრო და 2 ვერცხლი ბუქარესტიდან
დიდად სასიხარულო ამბავი ბუქარესტიდან … 18 წლის სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი აიღო ევროპულ შეჯიბრში … მან ბუქარესტის გრანპრი მოიგო .. 1 ოქრო და 2 ვერცხლის მედალი … და როგორ? რაჭულად 🙂 ანუ რაჭული ცეკვის ელემენტების გამოსვლაში გამოყენებით … სალომე ფაჟავა პირველად KAR.GE-ზე ბაქოში 12-28 ივნისის პერიოდში EURO 2015 – პირველი ევროპული თამაშებში მოპოვებული ბრინჯაოთი აღმოჩნდა. ნახეთ ძველი გამარჯვების ისტორია აქ. …
განაგრძე კითხვა »მეგრელი ავტობუსში
ქალაქში ჩამოსული მეგრელი გადაჭედილ ავტობუსში ავა. დიდი დუბლიონკა აცვია და ხალხი შეაწუხა. -გაგეხადათ ეს დუბლინკა და მეტი ადგილი იქნებოდა, მიმართა შეწუხებულმა ქალმა. -ქალ’ბატონო, შარვალ’იც ხომ არ გამეხადა? ხელ’ის მოსაკიდიც გექნებოდა … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »როგორ ჩავასახლოთ ნაყარი სკაში?
ნაყარი – პროცესი რომლის დროსაც დედოფალი ტოვებს საცხოვრებელს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკრებით, ბევრ მოყვარულ მეფუტკრეს/ფერმერს აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ვიდეოს გადაღება. ირაკლი ჯანაშია აგიხსნით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესის წარმატებით შესასრულებლად. აქ 4 რჩევას ამოვწერ მხოლოდ: ნაყარი უნდა დავნამოთ, რათა ფუტკრები არ გაფრინდნენ; საჭირო ჩარჩოების ჩადგმით სკა შევამზადოთ ფუტკრის ჩასასმელად; ყუთში ან ტომარაში ჩამოვფერთხოთ და სასწრაფოდ ჩავსვათ …
განაგრძე კითხვა »გურულები სამოთხეში
გურული ცოლ-ქმარი სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდა. მიიხედ-მოიხედავენ და … ულამაზესი ბაღი, სარწეველა სავარძლები, ჩიტების გალობა… ქმარი მიუბრუნდა ცოლს ეუბნება: – ახლა ხომ ხარ ღირსი, რომ გემრიელად გაგინო? – რისთვის? – რომ გადამაყოლე გერკულესის დიეტას, იმისთვის. წესით, ერთი სამი წელია, უკვე აქ უნდა ვყოფილიყავი … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »8000 Vintages / 8000 მოსავალი – ქართული ღვინის მაღაზია ცინცაძის 26
აი ეს მომწონს … როცა ქართული პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტი იხსნება და მერე როგორი … ქართული ბრენდული ღვინის მაღაზია … თან ტურისტული ზონიდან/ქუჩებიდან მოშორებით … აშკარად რომ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე – რეალურ მყიდველებზე რომაა გათვლილი … აი რას ვაფასებ! ყველა ქართული ღვინო და არცერთი იმპორტული სასმელი! რაც მეტი ვიქნებით ქართულ საქმეში, მით მეტად წავა საერთო საქმე წინ! მიწვეული მეც გახლდით პრეზენტაციაზე. …
განაგრძე კითხვა »Made in Ghana: BBC ვიდეო რეპორტაჟი
განა … 1957 წლის 6 მარტს დაარსებული ქვეყანა, დედაქალაქი აკრა. გადაჭიმულია 235,000+ კვადრატულ კილომეტრზე 26 მილიონი მოსახლით. მთლიანი შიდა პროდუქტი 42 მილიარდ დოლარი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1533 $. ეს არის აფრიკის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა … მისი ბაზარი კი სრულიად დაპყრობილი აქვს იმპორტს … -„მე არ ვყიდულობ ადგილობრივ პროდუქციას, იმიტომ რომ მისი ხარისხი არ არის კარგი. ჯერ ხარისხი გააუმჯობესონ და …
განაგრძე კითხვა »