ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ფოტოკოლაჟი] 22 მაისის Buy Local Fair ლუისვილში, კენტუკი, აშშ

22 მაისს აშშ-ში, კენტუკის შტატში, ქალაქ ლუისვილში, ლუისვილის ადგილობრივი ბიზნესის ალიანსის ორგანიზებით ადგილობრივი პროდუქციის ბაზრობა – Buy Local Fair უკვე მერვედ გაიმართა. წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი კარავი, სადაც პრაქტიკულად იმ არემარეში წარმოებული ყველა სახის პროდუქციის მოძებნა შეიძლებოდა. Facebook ღონისძიების ბმული აქვეა. თავად ღონისძიების სურათები კი ქვემოთ.

ეხლა მკითხავთ …
რაში აინტერესებს KAR.GE-ს მკითხველს თუ რა ხდება 9 მთას იქით კენტუკის შტატში?

მინდა დაინახოთ, რომ რაც საქართველოში ხდება ქართულის პოპულარიზების მიზნით ჩვენი მოგონილი არაა. მსგავსი ხდება სხვაგანაც. მეტიც, ბევრ ნიუანსში საქართველოში კიდევ უფრო წინ ვართ. ბევრი გაგებით გაცილებით უკეთესი ქვეყანა გვაქვს, ვიდრე წარმოუდგენიათ ზოგიერთებს. ამ ტექსტს თუ კითხულობთ, ესე იგი გინახავთ ჩვენი ფოტოკოლაჟები Tbilis Flea Market -იდან, Farmer Market-იდან, ახალი ღვინის ფესტივალიდან, აირჩიე ქართლის გემოფენიდან და ა.შ..

დაათვალიერეთ და მიხვდებით რა ხდებოდა იქ …
ასე სცემენ პატივს ადგილიობრივ ნაწარმს იქ …