მეტყველი სტიკერია ხომ [ზემოთ]? იგი 2016 წლის 15 მაისს მორიგ Tbilisi Flea Market-ზე შევიძინე და მას შემდეგ ჩემი მობილურის მეორე მხარეს ამშვენებს … იმიტომ კი არა, რომ სტიკერები მომწონს … არამედ სათქმელს ამბოოოოოოოოობს … უ ნ ი კ ა ლ უ რ ა დ! მიხვდით ხომ? ხშირად ჩავადნილხართ სიტუაციაში, როცა თქვენი შრომის/ნამუშევრის შემყურეს თქვენი გაკეთებული საქმე ადვილი ეჩვენება და ჰგონია, …
განაგრძე კითხვა »Buy Zimbabwe – კამპანია ზიმბაბვეში
მეკითხებიან ხოლმე – სხვაგან მსგავსი ხდება რამე? სხვა რომელი ქვეყანა ახდენს თავისი წარმოებულის პოპულარიზებას? აი ბატონო, ზიმბაბვე რომ გაჯობებს, რაღა ქვეყანა ხარ? Buy Zimbabwe – ეს არის კამპანია ზიმბაბვეში, რომელიც უკვე წლების დაწყებულია და წელს 8-10 ივნისის პერიოდში ქალაქ კარიბაში უკვე მე-6 სამიტს მართავს. ამ კამპანიას თავისი ვებსაიტიც აქვს და Facebook გვერდიც, სადაც დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ თუ რას საქმიანობენ. აქ …
განაგრძე კითხვა »10 რამ უნდა ვიცოდეთ GMM-120-ის შესახებ
ბრავო დელტა! გაიხარეთ, როგორც ჩვენ გაგავახარეთ 🙂 26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მმ იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა. 10 რამ უნდა ვიცოდეთ ამ GMM-120-ის შესახებ: თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება. …
განაგრძე კითხვა »ანონსი: 3-5 ივნისს ექსპოჯორჯია მე-9 WineExpo-ს მასპინძლობს
საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” 3-5 ივნისს ატარებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენას – WINEXPO 2016. სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების Facebook გვერდზე. მეღვინეებმა და ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან ამ მოვლენის შესახებ. შარშან მე-8 ღონისძიებას მეც ვეწვიე და ფოტორეპორტაჟის კი მივუძღვენი kar.ge-ზე. რა იქნება წელს განსაკუთრებული? ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვესტუმრები რა თქმა უნდა. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ შარშანდელი …
განაგრძე კითხვა »250,000 USD საინვესტიციო შესაძლებლობა ქართულ წარმოებაში – „სუპინო“
გაქვთ ფული? გსურთ მომგებიანი ინვესტიცია განახორციელოთ საქართველოში? თუ ასეა … მოძრაობა KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ქართული კომპანია „ჯეო ფუდი“, რომელიც ინვესტორს ეძებს ბიზნესის გასაფართოვებლად. შპს „ჯეო ფუდი“ 2015 წელს დაარსდა. პირველი პროდუქციის წარმოება კი 2016 წლის იანვარში დაიწყო. კომპანია ფლობს ბრენდს „სუპინო“. ეს სწრაფად მოსამზადებელი სუპების ბრენდია, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებით საქართველოში იწარმოება. ასორტიმენტში სამი არომატია: ვერმიშელის ბულიონი საქონლის ხორცის არომატით, ვერმიშელის ბულიონი …
განაგრძე კითხვა »როგორ ჩავასახლოთ დედა ფუტკარი ახალ ოჯახში?
ახალი დედა ფუტკრის სკაში შეყვანა “ძიძის აყვანას” ჰგავს. ამ ვიდეოში თქვენ იხილავთ იმ მითითებებს რაც უნდა გაითვალისწინოთ, რათა არსებული ფუტკრები ადვილად შეეგუონ ახალ დედას. ქალბატონი დარეჯანი ამ პროცესს უმაღლეს დონეზე ხსნის! როგორ ჩავასახლოთ დედა ფუტკარი ახალი ოჯახში? დედა მოგვყავს სადედე გალიით თავის ამალასთან ერთად; მეორე დღეს ვხსნით გალიას და ზემოდან დავადებთ ფიჭას; შეძენის დროს დედა უნდა იყოს განაყოფიერებული; საფრენიდან შეშვების …
განაგრძე კითხვა »[ფოტოები] ქართული პროდუქცია 26 მაისის ზეიმზე რუსთაველზე
კარგი დღე იყო გუშინ! და რა თქმა უნდა ჩემმა კამერამ ის პროდუქცია დააფიქსირა, რომელიც რუსთაველზე იყო წარმოდგენილი. შანსი რა თქმა უნდა არის, რომ რომელიმე გამომრჩა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი რუსთაველი ავიარე-ჩავიარე და რაც თვალთ მომხვდა ყველაფერს გადავუღე [ბრენდულ პროდუქციას რა თქმა უნდა]. მომეწონა ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდები, სადაც „სუფრა კარგად იყო გაშლილი“ ყველა მსურველისათვის. ტერიტორია სავსე იყო …
განაგრძე კითხვა »[კვლევა] გლობალურ VS ადგილობრივი ბრენდი. ყიდვის 5 ფაქტორი
Nielsen-ის ეს კვლევა ჩატარდა 2015 წლის მე-3 კვარტალში, თუმცა შიგნით ისეთი დასკვნებია, რომ ალბათ კარგა ხანი იქნება „სახელმძღვანელო“ დარგის ექსპერტებისათვის. ქვემოთ მხოლოდ დასკვნებს შემოგთავაზებთ, მთავარ ამონარიდებს, უფრო ვრცლად თუ გაინტერესებთ ნახეთ ეს სტატია. მომხმარებლებს ადგილობრივი ბრენდები უფრო ურჩევნიათ, ვიდრე გლობალური ბრენდები როგორ შეუფუთავ, ასევე შეფუთულ კატეგორიებში. რესპოდენტების ადგილობრივი/გლობალური პრეფერენციები ასეთია: ახალი ბოსტნეული – 68/11 [ანუ 68% ურჩევნია ადგილობრივი, 11 % …
განაგრძე კითხვა »[ფოტოები] 26 მაისი, “დამზადებულია დედოფლისწყაროში”
ასეთი ღონისძიება საქართველოს ყველა დასახლებულ ადგილას უნდა ჩატარდეს მასიურად და წელიწადში ერთხელ კი არა, მუდმივ რეჟიმში … საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა დედოფლისწყაროს პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი და გამოფენა-გაყიდვა ,,დამზადებულია დედოფლისწყაროში“, სადაც მუნიციპალიტეტის სოფლებმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები. რა იყო წარმოდგენილი? ხილი, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები, კახური ჩურჩხელა და ჩირი, …
განაგრძე კითხვა »ანონსი: ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა, 1-30 ივნისი, 2016
პატრიოტი ხარ? შევამოწმოთ? 2015 წელს საქართველო ისევ კატასტროფულად გაღარიბდა. ამჯერადაც იმპორტმა [7,72+ მილიარდი USD] მნიშვნელოვნად გადააჭარბა ექსპორტიდან [2.2+ მილიარდი USD], ტურიზმიდან [1.95+ მილიარდი USD], ინვესტიციებიდან [1.8 მილიარდი USD] და თანამემამულეთა გადმორიცხვებიდან [1.04 მილიარდი USD] ჯამურ შემოსულობებს. უკვე მრავალი წელია საქართველოში დოვლათი ისევე „გროვდება“, როგორც წყალი საცერში! შედეგად კი ვიმკით „საამაყო“ 3% ეკონომიკურ ზრდას, 3.7 მილიონამდე შემცირებულ მოსახლეობას, უმწვავეს სიღარიბეს და …
განაგრძე კითხვა »