12 მილიარდი ლარის ინვესტიცია 2015 წელს. ინვესტორი? საქართველოს მოსახლეობა!!!

ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ნახირი, რომელსაც საითაც გადენი, იქით წაასხამ. არადა ამ დროს მომხმარებელი დღეს არის „მეფე“. მოდით ციფრებში, ყალბი რიტორიკისგან თავისუფალ ციფრებში და რიცხვებში დაგანახებთ რა ძალა საქართველოს მოსახლეობის ხელში.   საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტი განძია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თუ რა თქმა უნდა ციფრებთან მეგობრობ. აი ეს ნახეთ, შინამეურნეობების ხარჯები. მეტად შთამბეჭდავი რიცხვია. დასკვნა: …

განაგრძე კითხვა »

ნაყინის ფესტივალი 2016

შთაბეჭდილებები: გუშინ მე და ჩემი გოგონა ნაყინის ფესტივალს ვეწვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სიცხე იყო, მაინც ვეცადეთ ჩვენი კმაყოფილება მიგვეღო პროცესიდან და მგონი გამოგვივიდა კიდეც. სიცხე და ნაყინის ლოდინი – ესენი იყო ცუდი, დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. მაწვნის ნაყინი ქიზიყიდან ნამდვილად გახდა ჩვენი აღმოჩენა. არ ვიცი როგორ მზადდება, მაგრამ თბილისში ამას ვერ შეჭამთ. ალავერდს უნდა ესტუმროთ. ბანერს სურათი კი გადავუღე, …

განაგრძე კითხვა »

მოძრაობა KAR.GE ჟურნალი Business Georgia-ს ივლის-აგვისტოს ნომერში

დიდი მადლობა ჟურნალ Business Georgia მთელ გუნდს, რომ სტატია საქართველოს შიდა ბაზრის დაბრუნებაზე გაკეთდა, შიგნით კი მოძრაობა KAR.GE-ზეც არის ჩემი სურათის ჩათვლით. 14 ივლისს ჟურნალის პრეზენტაციისას სასიამოვნოდ გავოცდი. ჩემი ინტერვიუ 8 აპრილს ჩაიწერა ტექნოპარკში გამართული ინოვაციების ფორუმზე. სტატიაში მიმოხილულია შიდა ბაზრის დაბრუნების თემა. გარდა ამისა სტატიაში ასევე ნახსენებია პალიტრა მედიას მიერ წრმოებული „იყიდე ქართული“-ს კამპანიის შესახებ. გთავაზობთ სტატიის ფოტოებს ჟურნალიდან

განაგრძე კითხვა »

Grow local, buy local – ადგილობრივი პროდუქციის გიდი

Grow local, buy local – ეს არის სლოგანი კამპანიისა, რომელსაც წელს აშშ-ში ჯეფერსონის საგრაფოს კორნელის უნივერსიტეტის კოოპერატივების ექსტენციის ცენტრი 2016 წელს აწარმოებს და მის ფარგლებში 2016 წლის ადგილობრივი საკვების გიდს აკეთებს. მიზანი? მყიდველმა იცოდეს სად და რა ადგილობრივი წარმოების სს პროდუქცია შეიძლება იყიდოს. კორნელის უნივერსიტეტის კოოპერატივების ექსტენციის ცენტრში აშკარად კარგად ესმით, რომ ფერმერის დაკავშირება საბოლოო მომხმარებელთან შუამავლის გარეშე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. …

განაგრძე კითხვა »

რამდენად ცუდადაა საქმე ქვეყანაში?

ქვეყანა, რომელიც მუდმივად ღარიბდება … სასაცილო ეკონომიკური ზრდა … 2016 წლის 6 თვეში 3,8 მილიარდი USD მინუსი … მომავალ 10 წელიწადში 24 მილიარდი USD გადასახდელი ვალი … მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყანა … „მწარე“ ქართული მოცემულობა, რომელიც კიდევ უფრო უარესდება … რამდენად ცუდადაა საქმე ქვეყანაში? უღრმესი მადლობა ქალბატონ ნაზი მეშველიანს და TV ახალ საქართველოს, რომ ქვეყნისთვის რეალურად მნიშვნელოვან თემებზე საუბრის საშუალება მოგვცა …

განაგრძე კითხვა »

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორეაში საერთაშორისო FOODEXPO-ში?

როგორც იცით მოძრაობა KAR.GE სამხრეთ კორეაში გამართული მე-14 უზარმაზარი საერთაშორისო FOOD Expo-ს კორეული ორგანიზატორის პარტნიორია საქართველოში. ამ დიდი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების თანაორგანიზატორობა ჩვენ ძალიან გვეამაყება და ვეძებთ 10-მდე ქართულ კომპანიას, რომელთა მონაწილეობას კორეის მხარე სრულად აფინანსებს! დიდი მადლობა TV პირველს და საქმიან დილას ჩვენი მხარდაჭერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ გაიგოს ამის უნიკალური შანსის შესახებ. ამ სტატიაში დეტალური ინფორმაციაა …

განაგრძე კითხვა »

ქართული ღვინის გზა 1,4 მლრდ ჩინელის ჯიბისკენ ჩინელების კუჭზე გადის

ნამეტანი ეშმაკურადაა მოფიქრებული, ყოჩაღ! 12 ივლისს ერთი მეტად საინტერესო საღამო ჩატარდა ჩინეთში, ქალაქ ურუმქიში, ხინჯანგის პროვინციაში [ წყარო ]. თემა იყო ჩინური სამზარეულოსა და ქართული ღვინის „დაძმობილება“. ამ პროვინციაში მუდმივად იხსნება ქართული ღვინის სახლები და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული – Beipangjieda, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტიორი. პროვინციაში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ უკვე 10 ქართული კომპანიის ღვინოები იყიდება. ამ პროვინციაში …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ!!! ნატალი ოთხმეზური U18 ევროპის ჩემპიონატის MVP გახდა!!!

აი რა თაობა გვეზრდება კალათბურთში 🙂 სულ ახლახან დასრულდა 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, სადაც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე (20.0) მეპასე (4.2) და ჩამჭრელი (4.0) ნატალი ოთხმეზური გახდა. ანუ, ნატალი ოთხმეზური ევროპის ჩემპიონატის MVP გახდა!!! მივულოცოთ ქართველ ახალგაზრდა კალათბურთელს ეს წარმატება და გზა დავულოცოთ უფრო მაღალი მწვერვალებისაკენ!   წყარო – NBA Georgia

განაგრძე კითხვა »

შესანიშნავი ახალი პროდუქტი – ვინიფერას ყურძნის მურაბა ალფონსო!

ვინიფერა / Vinifera – კომპანიაა, რომელიც ყურძნის მურაბებს და ქიშმიშს აწარმოებს. მისი პროდუქცია – ყურძნის მურაბა ალფონსო პირველად „აირჩიე ქართული“-ს გამოფენაზე ვნახე აპრილში და 5 ლარად სურათზე გამოსახული ეს კონკრეტული ქილა ვიყიდე. ძალიან მიხარია, რომ ბაზარზე ასეთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გამოჩნდა. კომპანიის ვებსაიტიდან გავარკვიე, რომ კომპანია სუფრის ყურძენს აწარმოებს, თუმცა მურაბებზე იქ ვერაფერი ვნახე. ასევე გავარკვიე, რომ პროდუქცია შედის გუდვილში, სმარტში, …

განაგრძე კითხვა »