ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აი შიდა ბაზრის რა წილი უჭირავს ბელორუსს და როგორ იცავს მას კბილებით!!!

წყარო 1
წყარო 2
წყარო 3
წყარო 4

ბელორუსში შიგა ბაზრის დაცვის საკითხები რომ შევისწავლე და მივხვდი ბელორუსთან შედარებითაც რა ჩამორჩენილია საქართველო …

განგაშია ატეხილი რის გამო: გასული წლის 6 თვესთან შედარებით ქვეყნის საცალო ქსელში ბელორუსული პროდუქციის გაყიდვები არის შემცირებული 3,2 %-ით. ოღონდ რიცხვებს დააკვირდით …

…  საცალო გაყიდვებში 2010 წლის შემდეგ ბელარუსული საკვების გაყიდვები 77%-დან 70%-ზე ჩამოვარდა, ხოლო არასაკვები პროდუქტების ბაზარზე ბელორუსულის წილი 65,4%-დან 50,9%-ზე ჩამოვარდა. ხვდებით რაზეა საუბარი? ხვდებით საკუთარი ბაზრის რამოდენა წილი აქვს „დაცული“? ხვდებით რაზე ტეხენ განგაშს? რიცხვებს ჩახედეთ აგერ:

ფაქტები [2015]:

  • მშპ – 82 მილიარდი $ [საქართველოზე თითქმის 5.5-ჯერ მეტი]
  • მშპ 1 სულ მოსახლეზე – 7100 $ [საქართველოზე თითქმის 2 -ჯერ მეტი]
  • ექსპორტი – 52 მილიარდი $ [საქართველოზე 25-ჯერ მეტი]
  • იმპორტი – 49 მილიარდი $ [საქართველოზე 6-ჯერ მეტი]
  • სავაჭრო პროფიციტი – 3 მილიარდი $ [საქართველოს კი 5.5 მილიარდი $ დეფიციტი]
  • შიდა ბაზარზე საკუთარი საკვები პროდუქციის გაყიდვები – 70% [საქართველოში 30%]
  • შიდა ბაზარზე საკუთარი არასაკვები პროდუქციის გაყიდვები – 50,9% [საქართველოში არც ითვლება, ბაზრის 90% ოკუპირებულია.

რას აკეთებს ბელორუსის მთავრობა საკუთარის პოპულარიზებისათვის:

  1. ზემოთ სურათს ახედეთ, აკეთებს … პირდაპირი გაგებით აკეთებს …
  2. შიდა ბაზარზე ბელორუსული პროდუქციის გაყიდვების 3,2 % შემცირებაზეც განგაშს ტეხს და სათანადო ნაბიჯებს დგამს.
  3. იმპორტიორებს ნემსის ყუნწში აძვრენს სათანადო რეგულაციებით.
  4. შიდა და გარე ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზების ახალ ხერხებს ეძებს
  5. ბაზარის დაცვის მეთოდებს მიმართავს და სათანადო რეგულაციებს აწესებს
  6. ახალ სამინისტროს ქმნის, რომელიც ამ საქმეს გაუძღვება!!!