აი რა თაობა გვეზრდება კალათბურთში 🙂 სულ ახლახან დასრულდა 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, სადაც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე (20.0) მეპასე (4.2) და ჩამჭრელი (4.0) ნატალი ოთხმეზური გახდა. ანუ, ნატალი ოთხმეზური ევროპის ჩემპიონატის MVP გახდა!!! მივულოცოთ ქართველ ახალგაზრდა კალათბურთელს ეს წარმატება და გზა დავულოცოთ უფრო მაღალი მწვერვალებისაკენ! წყარო – NBA Georgia
განაგრძე კითხვა »შესანიშნავი ახალი პროდუქტი – ვინიფერას ყურძნის მურაბა ალფონსო!
ვინიფერა / Vinifera – კომპანიაა, რომელიც ყურძნის მურაბებს და ქიშმიშს აწარმოებს. მისი პროდუქცია – ყურძნის მურაბა ალფონსო პირველად „აირჩიე ქართული“-ს გამოფენაზე ვნახე აპრილში და 5 ლარად სურათზე გამოსახული ეს კონკრეტული ქილა ვიყიდე. ძალიან მიხარია, რომ ბაზარზე ასეთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გამოჩნდა. კომპანიის ვებსაიტიდან გავარკვიე, რომ კომპანია სუფრის ყურძენს აწარმოებს, თუმცა მურაბებზე იქ ვერაფერი ვნახე. ასევე გავარკვიე, რომ პროდუქცია შედის გუდვილში, სმარტში, …
განაგრძე კითხვა »ბიზნეს ფორუმი: მედია ინდუსტრია 2016
მეტად საინტერესო ფორუმი გაიმართა 14 ივლისს. მთავარი თემა იყო მედია, ოღონდ მედია როგორც ბიზნესი. ძალიან დიდი მადლობა Business Georgia-ს ამ ტიპის ფორუმის პირველად ორგანიზებისათვის და საქართველოს ბანკს მისი მხარდაჭერისათვის. ძალიან დიდი მადლობა სპიკერებს, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. მე პირადად გარდა მეტად საინტერესო და სასარგებლო იდეების მიღებისაა, ბევრი მეგობარი მოვინახულე და ბევრიც გავიცანი. ქვემოთ მოკლედ ჩამოვაყალიბებ თუ რა არის საჭირო საქართველოში …
განაგრძე კითხვა »კანადა, ბრიტანეთის კოლუმბია, ვანკუვერი: 155,000 $ გრანტები და თან რაში?
რამდენ თქვენგანს მიგიღიათ გრანტები ან დახმარებები თქვენი ფერმის ან თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის? ოდესმე მარკეტინგის ბიუჯეტი დაგიფინანსეს? ოდესმე გაყიდვების რეალურად ზრდაში დაგეხმარნენ? ნეტა რატომ არ … ? მსოფლიოს მასშტაბით buy local კამპანიების ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო პრეცედენტს გადავაწყდი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ … Investment Agriculture Foundation – არის ასეთი ფონდი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში [უკიდურესი დასავლეთი შტატი], ვანკუვერში, რომელსაც მიზნად აქვს 2020 წლისათვის …
განაგრძე კითხვა »IMEDIA – გაიცანით პირველი ქართული Social Network Broadcaster
მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ Facebook-მა ცეცხლს ნავთი გადაასხა და Live ვიდეო ტრანსლაციის ფუნქცია ჩართო, უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა. თუ FB გვერდი გაქვთ თქვენ უკვე შეგიძლიათ Live ვიდეო ტრანსლაცია მოაწყოთ Facebook-ის მეშვეობით. მე პირადად ჯერ თვეზე მეტი ველოდე, სანამ ჩამერთვებოდა ეს სერვისი, მაგრამ როცა ჩაირთო აღმოვაჩინე, რომ თუ რიგიანი აპარატურა და ნორმალური ინტერნეტ შეერთება არ გაქვს, Live-ში გასვლის სურვილი …
განაგრძე კითხვა »როგორი ადგილი უნდა შევარჩიოთ ვაზის გასაშენებლად?
როგორი ადგილი უნდა შევარჩიოთ ვაზის გასაშენებლად? ბაიას ვენახი ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაშია და ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რაც ვაზის გაშენების ადგილს უნდა ჰქონდეს და რომელთაც ბაია თავად ხსნის ვიდეო ფაილში. რამოდენიმე რჩევა: ადგილი/ნიადაგი სწორად უნდა შეირჩეს ვენახის ჯიშის მიხედვით; საჭიროა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი; ფერდობი, დახრილი ტერიტორია ჯობია; ადგილი მზიანი უნდა იყოს; დანარჩენი თქვენი თვალით ნახეთ და თქვენი ყურით მოისმინეთ. ვიდეოს …
განაგრძე კითხვა »იმპორტის ბლოკირება და მსგავსი სიხისტე შედეგს რომ არ იძლევა, აი კიდევ ერთი დასტური …
თითქოს რა ჩავიციკლეთ ამ ზიმბაბვეზე, მაგრამ თემა ცხელია და სულ ახალ-ახალი ამბები ჩნდება. საინტერესო ხდება შემდეგი: ქვეყანა გუგუნებს Buy Zimbabwe კამპანიით, რომელსაც თავად მთავრობა დირიჟორობს, ეს არ იკმარეს და ათობით იმ პროდუქციის იმპორტი აკრძალეს, რომელსაც ადგილზე აწარმოებენ, ეხლა კი იძახიან, რომ სავაჭრო პარტნიორების წნეხის და ა.შ. უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამო იმპორტის ბლოკიდება დროებითი გამოსავალია და მალე მოვხსნითო. ამ სტატიას თუ …
განაგრძე კითხვა »მაწონი ქიზიყიდან თიხის ქოთანში – უგემრიელესია!
მაწონი ქიზიყიდან თიხის ქოთანში – პროდუქტი აღმოჩენა, რომლის მსგავსი ბაზარზე საერთოდ არ იყიდება. მე არ ვიცი რამდენად ბიზნეს წარმატებული შეიძლება გახდეს ეს პროდუქტი, მაგრამ 3 ლარის მიცემა დაახლოებით 150-მდე გრამ პროდუქტში – ამას ბევრი სისტემატურად ვერ „გაბედავს“ საქართველოში. თუმცა ფაქტია, რომ გამოფენა-გაყიდვაზე „აირჩიე ქართული“, რომელიც დიღმის გუდვილში 23-24 აპრილს ჩატარდა ფურორი კი მოახდინა. ვიყიდე რა თქმა უნდა. თავსახური კარგად დახურული …
განაგრძე კითხვა »Buy Dominica – ახალი კამპანია დომინიკაში
დომინიკა … კარიბის ზღვის მცირე ანტილიის კუნძულებზე მდებარე ეს მცირე სახელმწიფო … 72,000+ მოსახლეობით … 497 მილიონი აშშ დოლარი მშპს … 750,000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიით … დედაქალაქი როსაუ … [უფრო მეტი დაიგეთ Wikipedia-ზე] იწყებს კამპანიას Buy Dominica … ეს ერთობლივი ინიციატივაა, რომელშიც ჩართულები არიან ადგილობრივი მწარმოებელთა ასოციაცია, მომსახურების დარგების ასოციაცია, ექსპორტის სააგენტო და კომერციის სამინისტრო. თემა ასეთი აქვთ [იგივე სლოგანი]: …
განაგრძე კითხვა »გილოცავთ!!! 12 ივლისიდან TV პირველზე ბიზნესის ხმას გავიგონებთ
ე.ი. როგორც ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ 12 ივლისს ბიზნეს კონტაქტის და საქმიანი დილის გუნდი ტელეკომპანია პირველის ეთერიდან აახლებს მაუწყებლობას. ოღონდ სახელი იქნება არა ბიზნესკონტაქტი, არამედ ბიზნესკონტ[რ]აქტი. TV პირველისათვის ეს ძალიან დიდი შენაძენია, ისევე როგორც მთელი ბიზნეს გუნდისთვის არის TV პირველი ის თავისუფალი პლატფორმა, რომლის შენარჩუნებაც ასე აუცილებელი იყო. ვულოცავ მთელ გუნდს და ყველა გულშემატკივარს!
განაგრძე კითხვა »