ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აშშ VS ჩინეთი: დემპინგური ფასი ჩინური წარმოების საბურავებზე აშშ-ში

დავის თემა: 2015 წელს ჩინეთმა 1,07 მილიარდი აშშ დოლარის მანქანის საბურავები აშშ-ში დემპინგურ ფასში შეიტანაოოოო … თან ამას აშშ კომერციის დეპარტამენტი აცხადებს … აგერ წყარო

მსგავსი განაცხადი უკვე ნიშნავს ანტიდენპინგური ღონისძიებების შემოღების წინაპირობაა. სავარაუდო საზღვრებსაც ამბობენ, თუ რამდენიც დააგდო ჩინეთმა ფასი ავტობუსების და სატვირთო მანქანების საბურავებზე – 20,87 პროცენტიდან 22,57 პროცენტამდეო.

აშშ კომერციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სათანადო რეაგირებას 2017 წლის 17 იანვრამდე მოახდენს.

ჩვენთვის რა აქედან?

  1. შეხედეთ რა დონეზეა ბაზრის დაცვა აშშ-ში და რა დონეზე უღირს გარისკვა ჩინურ მხარეს;
  2. ეს გამოცდილებაა ჩვენთვის. ის თუ იცავს თავის ბაზარს, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ?