აშშ: მასაჩუსეტსის შტატის გრანტები რძის ნაწარმის მარკეტინგში, დიახ, მარკეტინგში!!!

ე.ი., საქმე რაშია … მასაჩუსეტსის შტატის სოფლის მეურნეობის რესურსების დეპარტამენტისა და მასაჩუსეტსის რძის ნაწარმის მარკეტინგის ბორდის მიერ 6 გრანტი გაიცა 143,420 $ ოდენობით. მთლიანად წლის განმავლობაში კი უკვე 180,000$-ზე მეტია გაცემული. ვისზე? საზოგადოებრივ ჯგუფებზე, რომლებიც შტატში წარმოებული რძის ნაწარმის გაყიდვებზე, მარკეტინგზე და იმიჯზე იმუშავებენ. 46,840 გაიცა მასაჩუსეტსის რძის მწარმოებელთა ასოციაციაზე რაღა მოქოქოს კამპანია სლოგანით – „A splash of mass in …

განაგრძე კითხვა »

ადგილობრივი ბიზნესების დირექტორია აშშ-ში, ვისკონსინის შტატში

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის, RACIN-ის საგრაფოში გადაწყვიტეს შეექმნათ ადგილობრივი ბიზნესების დირექტორია. ვისთვის? რა თქმა უნდა ადგილობრივი მომხმარებლისათვის. რატომ? რა თქმა უნდა ადგილობრივის პოპულარიზებისათვის … მოძრაობა KAR.GE გვბაძავენო ვერ ვიტყვით … იმათი გადმოსახედიდან ალბათ პლანეტაზეც არ შევიჩნევით … მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში, ვისკონსინის შტატში იგივეს „ცდილობენ“ რაც ჩვენ უკვე გვაქვს KAR.GE კატალოგის სახით. სუპერ! აი დაათვალიერეთ თავად დირექტორია. დიდი არაფერია, დირექტორიასაც ვერ …

განაგრძე კითხვა »

“უსუფაშვილი რესპუბლიკელები“-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

შესავალი საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცესკოს მიერ დარეგისტრირებული 31 პოლიტიკური სუბიექტის  დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა [აქვს მხოლოდ 6 პარტიას]. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოვიცნოთ მწიფეა თუ არა თაფლი?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ვიდეოებით მე ძალიან კარგ რამეებს ვიგებ. აი ეხლაც მაგალითად, ეხლა გავიგე რომ თაფლი ამოღებამდე თურმე უნდა დამწიფდეს. დამწიფებულია თუ არა თაფლი ამის გარკვევის რამოდენიმე ხერხი ყოფილა. სწორედ ამიტომაა საინტერესო ეს ვიდეო. პროფესიონალი მეფუტკრე დამწიფებული თაფლის ამოცნობის რამოდენიმე ხერხს აღწერს. ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე …

განაგრძე კითხვა »

რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ კეთდება?

რა არის ბიზნეს გეგმა?

რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ კეთდება? 1996 წელს ქუთაისის ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრში TACIS-ის პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო სემინარების კურსს ვესწრებოდი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. კურსს ბრიტანელი ექსპერტი უძღვებოდა. Bruce Willis, დაახლოებით 55 წლის იქნებოდა, ისე მარტივად გადმოსცემდა მასალას, რომ მთელ აუდიტორიას აღფრთოვანებულს ტოვებდა. ცხადია მანამდეც ვიცოდი ბიზნეს გეგმა რა იყო, განაკეთებიც კი მქონდა სამოყვარულო დონეზე, მაგრამ პრაქტიკულმა განმარტებამ, რომელიც …

განაგრძე კითხვა »

კანადა, BC: კონკრეტულად როგორ ხდება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მხარდაჭერა?

ჩამჭრელი შეკითხვა და სამაგალითო დებატი!!! მოკლე კამათში ჩანს რამდენი კეთდება კანადის დასავლეთ შტატ ბრიტანეთის კოლუმბიაში ადგილობრივი წარმოების საკვების პოპულარიზება/გაყიდვებისათვის. ქალბატონი ეკითხება: იმ დროს როცა BC-ს სოფლის მეურნეობა ამდენ პროდუქტს აწარმოებს და მეურნეები შრომისგან წელში წყდებიან, რატომ ხდება ადგილობრივი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩინური საკვებით მომარაგება? და ჯანდაცვის მინისტრმა ჩამოთვალაა … საერთოდ რომ ინგლისური არ იცოდეთ, მაინც მიხვდებით ყველაფერს …

განაგრძე კითხვა »

შევიჭყიტოთ ქართულ წარმოებაში … ეს AG მიკროელექტრონიკსია (y)

ეს ვიდეო 2 სექტემბერს ჩემს მიერაა გადაღებული რუსთავში, AG მიკროელექტრონიკსის საწარმოში. დაათვალიერეთ და იამაყეთ რა დონის საწარმო გვაქვს აქ! დიახ, ეს ის Hi Tech წარმოება რუსთავში, რომელმაც სულ ახლახან პირველი ქართული LED ტელევიზორების წარმოება დაიწყო. შპს AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში მდებარეობს რუსთავში, გრანელის 2-ში. რუსთავში ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად. დასაწყისიდანვე დაიგეგმა თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ …

განაგრძე კითხვა »

აშშ VS ჩინეთი: დემპინგური ფასი ჩინური წარმოების საბურავებზე აშშ-ში

დავის თემა: 2015 წელს ჩინეთმა 1,07 მილიარდი აშშ დოლარის მანქანის საბურავები აშშ-ში დემპინგურ ფასში შეიტანაოოოო … თან ამას აშშ კომერციის დეპარტამენტი აცხადებს … აგერ წყარო … მსგავსი განაცხადი უკვე ნიშნავს ანტიდენპინგური ღონისძიებების შემოღების წინაპირობაა. სავარაუდო საზღვრებსაც ამბობენ, თუ რამდენიც დააგდო ჩინეთმა ფასი ავტობუსების და სატვირთო მანქანების საბურავებზე – 20,87 პროცენტიდან 22,57 პროცენტამდეო. აშშ კომერციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სათანადო რეაგირებას 2017 წლის 17 …

განაგრძე კითხვა »

მწარმოებელთა ფედერაციის გასვლითი შეხვედრა AG მიკროელექტრონიკსში, რუსთავში

AG მიკროელექტრონიკსი … Hi Tech წარმოება რუსთავში, რომელმაც სულ ახლახან პირველი ქართული LED ტელევიზორების წარმოება დაიწყო, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წევრებს გასვლით შეხვედრაზე მასპინძლობს (y). საუბრის თემა: ქართული და კარგი თემები, რომელთა დაძვრა ყველას გვაინტერესებს. დეტალებში ამ ეტაპზე არ შევალ, მხოლოდ სურათებს შემოგთავაზებთ … შპს AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში მდებარეობს რუსთავში, გრანელის 2-ში. რუსთავში ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების …

განაგრძე კითხვა »

სვანური მარილის ექსპორტის შანსი: სასწრაფოდ ვეძებთ მწარმოებლებს

KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ექსპორტიორი რუსეთიდან, რომელსაც აინტერესებს სვანური მარილის ექსპორტი და თავიდანვე გადაწყვეტილი აქვს მსხვილი პარტიის შესყიდვა. საუბარია დაუბრენდავი, შეუფუთავი სვანური მარილის შესყიდვაზე წონით. მოლაპარაკებები როგორ წავა არ ვიცით ჯერ, მაგრამ ყველაფერს ქვემოთ შევაჯამებთ. გარდა ამისა, ჩვენ ხშირად გვიკავშირდებიან სვანური მარილის მყიდველები სხვადასხვა ქვეყნიდან და ითხოვენ ხარისხიანი სვანური მარილის მიწოდებას. ამან საკითხისადმი ჩვენი ინტერესი კიდევ მეტად გაამძაფრა. უნდა გვესმოდეს, რომ როცა …

განაგრძე კითხვა »